"ჩემი პარტნიორი, ოლი, ბრილიანტია. ვამაყობ ჩვენი ოჯახით" - ქეთი მელუა საყვარელ მამაკაცსა და ტურნეზე (ფოტოკოლაჟი)

katie

ქეთი მელუამ ტურნეთი ევროპის ქალაქები  მოიარა. თან თავისი პატარა ბიჭუნა და პარტნიორი ახლდა. ქეთი თავის გულშემატკივრებს, სოციალურ ქსელში, დრო და დრო უზიარებდა თავისი ტურნეს ამსახველ ფოტოებს, როგორც სასცენოს, ასევე ბექსთეიჯის, კადრს მიღმა ამბების ამსახველს. 

29 კონცერტი პატარა სანდროსთან ერთად, იოლი საქმე ნამდვილად არ არის. ამიტომაც ეს ტურნე ყველაზე გამორჩეული იქნება ქართველი-ბრიტანელი მუსიკოსისთვის. 

როგორც შორიდან ჩანს, ქეთი მზრუნველი დედაა; აქტიური კარიერის პარალელურად, ჩვილს ძუძუთი კვებავს და მასთან დროის დიდ ნაწილს ატარებს... ასაკიც შესაბამისი აქვს; ავტორ-შემსრულებელი 38 წლისაა, ასაკი, როცა უკვე გააზრებულად ირგებ დედის ამპლუას. 

რაც შეეხება მის პარტნიორს, ის მეცნიერია და როგორც ქეთის ბაბუა, "კვირის პალიტრასთან" საუბარში ამბობდა, ნაწილობრივ ქართველი უნდა იყოს.

ოლივერი, რომელსაც ქეთი ოლის ეძახის, საყვარელ ქალს ტურნეში ძალიან ეხმარებოდა. მაშინ, როდესაც მომღერალ დედიკოს, ევროპის დიდი ქალაქების დიდი დარბაზები, სმენად ჰყავდა ქცეული, სანდრო დროს მამასთან ატარებდა...

ქეთიმ ტურნეს დასასრულის შესახებ, თავად ამცნო მსმენელებს. მუსიკოსი ფეისბუქზე წერს:

"ჩვენი ექვსკვირიანი ტური დასრულდა. ჯერ მთლად ვერ ვიჯერებ. 29 შოუ 29 ქალაქში. 

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი 6 თვის ბავშვთან ერთად ჩემოდნიდან ცხოვრება, ღამღამობით, ტურისტულ ავტობუსში მისი ძუძუთი კვება, რასაც ახლა ვიმკი ჩემი ზურგით.

ჩემი პარტნიორი ოლი ხომ ბრილიანტია, ჩვენთან ერთად რომ იყო მთელი ტურის მანძილზე. მე ვამაყობ არა მხოლოდ ჩვენით, როგორც ოჯახით, არამედ მთელი ჩემი გუნდით, მენეჯმენტით. მახარებს ის, რომ შევძელი ჩემი სამუშაოსა და ოჯახის დაბალანსება მინიმალური სტრესით.

მინდა ჩემი მაგალითი იყოს წახალისება ამ ინდუსტრიის ქალებისთვის, რათა თუკი ისინი ოჯახების შექმნას მოისურვებენ, არ იფიქრონ, რომ მათი კარიერა დასრულებულია.

და ჩემი გულწრფელი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც მოვიდა ჩვენს შოუებზე. მე ჯერ კიდევ აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც გავაკეთეთ და რისი ნაწილიც ვიყავით... 

უახლოეს დღეებში გავხსნი საჩუქრებს, თვალს გადავავლებ წერილებს, თქვენს შეტყობინებებს და ამ ყველაფრით ტკბობას მივეცემი..."

ასევე დაგაინტერესებთ: Exclusive: მრავალშვილიანი ოჯახი გურიიდან, რომელსაც ქეთი მელუამ სახლი უყიდა - "მინდოდა, ქეთისთვის საჯაროდ გადამეხადა მადლობა"

"ჩემს საიდუმლოს გაგიმხელთ: ისეთ მუსიკას ვწერ, ადამიანს განკურნავს" - 88 წლის ქართველი გამომგონებელი, რომელზედაც ბევრი არაფერი გსმენიათ

"მე ვამრავლო და ამათმა დახოცონ?!" - სად არის ტაძარი, რომელიც დედებს და ექიმებს აბორტის სინანულმა ააშენებინა

სპექტაკლამდე გონდაკარგული მაკა, ერთ საათში სცენაზე თამაშობდა - "ჩემთვის ცხოვრება ორად გაიყო..." - რა მოხდა საგრიმიოროში?