"ჩიორას" შემდეგ ისევ ზღვაზე - 37 წლიანი პაუზით "მარი" კინოს უბრუნდება

rezo

რეზო ჩხიკვიშვილი და ხათუნა ჩაგელიშვილი რამდენიმე დღეა გერმანიიდან დაბრუნდნენ. მსახიობების სამშობლოში დაბრუნებას მშვენიერი მიზეზი აქვს. ფილმში უნდა ითამაშონ.

ხათუნა ვაშაძე რიგით მეორე, ფსიქოლოგიურ დრამას იღებს.

"ეშმაკის სამოთხე" ასე ჰქვია ფილმს, რომელსაც VITIS production წარმოგვიდგენს.

გადაღებები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. ფილმში ისეთი მსახიობები დააკავეს, რომ პროექტი უკვე ინტერესს იწვევს. რეზო ჩხიკვიშვილი უკვე ვთქვით. "ეშმაკის სამოთხეში" ასევე შედიან - ზურა ყიფშიძე, ალეკო მახარობლიშვილი, ეკა ანდრონიკაშვილი, გიორგი აზნაური, რამაზ იოსელიანი, რომა რცხილაძე, ახალი თაობიდან - აპოლონ კუბლაშვილი, ია სუხიტაშვილი, ნინო მუმლაძე... ფილმში ასევე იხილავთ - ზვიად დოლიძესა და ლაშა ონიანს. 

ჯგუფმა ახლახან ბათუმში დაასრულა გადაღებები, სადაც რეზო ჩხიკვიშვილის სცენები გადაიღეს.

როგორც რეჟისორი "პრაიმტაიმს" უყვება, "ექვთიმე ღვთის კაცის" შემდეგ, ეს რეზოს ქართულ მხატვრულ ფილმში ხელახალი გამოჩენაა. რაც შეეხება მის მეუღლეს, ხათუნა ჩაგელიშვილს, ის მაყურებელმა მარის როლით შეიყვარა "ჩიორაში". და 37 წლის შემდეგ - "მარი" კინოს უბრუნდება.

ხათუნა ვაშაძე: - ბათუმში გვქონდა გადაღება. ცხელოდა, თუმცა მზიანი ამინდი გვჭირდებოდა. ამინდის პროგნოზის წინასწარი გადახედვით და სინოპტიკოსების ჩარევით, ჩავედით. და ყველა დაგეგმილი სცენა გადავიღეთ, მზის ჩასვლით... ციხისძირში და ბათუმის პორტში გვქონდა გადაღებები.

რეზოს გმირი, ყოფილი მეზღვაური იგონებს თავის წარსულს, ცოლთან ურთიერთობას...

ხათუნა ჩაგელიშვილი "ჩიორას" შემდეგ ჩვენს ფილმში პირველად გამოჩნდება. რეზო და ხათუნა "ეშმაკის სამოთხეში" ცოლ-ქმრის როლში არიან. დეტალებს ბუნებრივია წინასწარ არ გავამხელთ.

ხათუნას თავიდან არ უნდოდა თამაში, მერე დავიყოლიეთ და პროცესი იმდენად მოეწონა, რომ დაკისრებული მოვალეობა დიდი სიამოვნებით შეასრულა.

აჟიტირებულია იმ ფაქტით, რომ "ჩიორას" გადაღებებიც (1984 წელი) ბათუმში გვქონდაო და ახლაც გადაღებით ზღვაზე აღმოვჩნდიო.

რეზოს ისე მოეწონა ჩვენთან თანამშრომლობა, კიდევ გადავიღებ თქვენთან ფილმს თუ ასეთი პირობები იქნებაო, გვითხრა. დუბლებით არ გაგვიწვალებია.

თავს კომფორტულად ვგრძნობო. 

გიორგი აზნაური: მე და რეზო "ექვთიმეში" პარტნიორები ვიყავით. დავმეგობრდით და იმ დროს გავაცანი ჩემი მეუღლე, ხათუნა ვაშაძე. თუმცა რეჟისორის რანგში, ხათუნა ახლა, გადასაღებ მოედანზე გაიცნო. ჩემთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ რეზო ხათუნასთან თანამშრომლობით კმაყოფილი დარჩა...

 

„ძნელი სცენები გადავაგორეთ... იქ ალეკო ტიროდა, ზურასაც წამოუვიდა ცრემლები...“ - რა ხდებოდა კლინიკაში სამი დღის განმავლობაში

Exclusive: ლევან კბილაშვილის სახლში მომღერლის მუზეუმი კეთდება - "მოსკოვიდან ჩამოტანილ მის ნივთებს ვერ ვეკარები"

"ერთხელ თქვა: ჩვენ ვართ ერთმანეთის სამოთხეებიო... გვიან მივხვდი, რა იგულისხმა" - ალუდას "პრაიმტაიმთან" გიორგი არაბული იხსენებს