"განსაკუთრებულად მიხარია და გულის ფანცქალით ვემზადები..." - ნიკა წულუკიძე

niku

საზოგადოებისთვის აქამდე უცნობმა ქართული თეატრის იდუმალმა ამბებმა და მოგონებებმა, რომელიც მაყურებელმა ნიკოლოზ წულუკიძის მაგიური თხრობით შეიტყო, ისე ჩაითრია პუბლიკა, რომ ნიკა, ყოველ ჯერზე - დანიშნული სპექტაკლის ანონსად, გაოცებულ კომენტარებს აკეთებს.

აღფრთოვანებაში უკვე სამჯერ მოიყვანეს მაყურებელი. მეოთხედ კი სპექტაკლი სახელწოდებით "ქართული თეატრის ამბავი, ანუ..." ბათუმის თეატრის სცენაზე 22 ივლისს გაცოცხლდება.

ნიკა "პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ სპექტაკლით ახალგაზრდები არიან დაინტერესებული და ეს ახარებს.

ნიკოლოზ წულუკიძე: თავიდან ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს პროექტი სიცოცხლის ასეთი ხანგრძლივობით გამორჩეული იქნებოდა და ამდენ არათეატრალს დააინტერესებდა "ქართული თეატრის ამბავი, ანუ..." ეს ანუ არის ალბათ ის მთავარი ინტრიგა, რომელიც არ იცის მაყურებელმა, მხოლოდ კულუარულ წრეშია ცნობილი და საზოგადოებისთვის ამის თქმა ახლა გახდა საჭირო, რადგან იმდენი ღირსეული და ასევე უღირსი საქციელია, რომ გადაფასების საშუალებას იძლევა. რა იყო ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ქართული თეატრის კონტექსტი - ეს იმდენად საინტერესოა, რომ ახალგაზრდები დაინტერესდნენ და ძალიან გამიხარდა, რომ შემდეგ სპექტაკლებზე ისინი ჭარბობდნენ.

დოდოშკა ხურცილავა: ჩვენ არ ვყვებით ისტორიებს, ეს იმ განცდების გადმოცემაა, რაც საზოგადოებას და მისი სახით, ნიკა წულუკიძეს გაუჩნდა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქართული თეატრის ისტორიაში, კარგი ან ცუდი ცხოვრება განვლეს. ამიტომ დატოვა პერფომანსმა ასეთი კარგი შთაბეჭდილება მაყურებელზე. ეს იყო გულიდან წამოსული ამბავი და შესანიშნავი სანახაობა - როგორ აქცია ნაფლეთებად ეს ადამიანები ცხოვრებამ. ზოგი ვარსკვლავად იქცა, ზოგი აჩრდილად გადაიქცა. ჩვენ ვაჩვენებთ, ცხოვრებამ რა ტკივილები მიაყენა ადამიანებს. რაც უფრო კარგი შემოქმედი ხარ, მით უფრო მეტად ცდილობენ შენს დაჩაგვრას და სულელური იარლიყების მოკერებას. ის ფაშისტურ-ბოლშევიკური დამოკიდებულება, როგორც მაშინ იყო, ასეა სამწუხაროდ დღესაც. 

ნიკოლოზ წულუკიძე: ბათუმის თეატრმა ინიციატივა თვითონ გამოიჩინა, განსაკუთრებულად მიხარია და გულის ფანცქალით ვემზადები - 22 ივლისს ბათუმში ვითამაშებთ სპექტაკლს.

მოვყვები ბათუმის შექმნის ისტორიას, რა როლი ჰქონდა თეატრს და ამ ქალაქთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო ამბავს გავაცოცხლებ: როგორ ცხოვრობდა ბათუმში ჩეხოვი, როგორ მუშაობდა თავის "სამ დაზე", როგორი იყო თეატრალური ყოფა. დავით კლდიაშვილმა როგორ ითამაშა ჩეხოვის პატივსაცემად გამართულ სპექტაკლში ერთ-ერთი როლი...

მიხარია, რომ რამდენიმე ქალაქი თვითონ დამიკავშირდა და მე მგონი, შემოდგომაზე  სხვა ქალაქებშიც წავიღებთ სპექტაკლს. 

„პირადი პრობლემების მოგვარებაში დამეხმარა. როგორც არ უნდა ვიმატრაკვეცო და დავმალო, ეს ფაქტებია...“ - რას გვიმხელს პაატა გულიაშვილი რობერტ სტურუაზე

"გამიკვირდა, რომ აფრიკაშიც უსმენენ ჩემ სიმღერებს. მიმიწვიეს..." - ნინო ჩხეიძე გეგმებს გვიმხელს

"ღმერთმა რეზოს სახით ისე დამასაჩუქრა, დღეში რამდენჯერმე მირეკავდა, როგორ მამშვიდებდა... რა გენიოსი იყო..." - ერთი ლეგენდა მეორეზე

„ჭკუაზე არ იყო ჯინო! რვაწლიანი პატიმრობა ორი წლით შეუცვალეს“ - სასწაულები, რომლის შემდეგ იტალიელმა ვაჟს გაბრიელი დაარქვა