დემენციის ხუთი ადრეული ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ
1792693951
სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ პატიმარი ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო”, გუშინ გარეთ დაინახეს, კატეგორიულად უარყოფს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია და ის ციხეშია.
ცნობისთვის, ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებით, „ტყუილად ასეთ ჭორებს არ იგონებენ და რომ “კაწრო” სახლთან დაინახეს, რომელსაც სურათი გადაუღეს.
“ტყუილად ასეთ ჭორებს არ იგონებენ, “კაწრო” სახლთან დაინახეს და გადაუღეს სურათი. ჩემს შვილს კრიმინალს ეძახიან, მაგრამ ყველაზე დიდი კრიმინალები არიან ციხის უფროსი, ფერაძე, ანუ “ზაუტა”. ზუსტად ვიცი, რომ ფირცხალავა [ციხის უფროსი]იყო ჩემს შვილთან, გოგასთან შესული კამერაში. რა უნდოდა ფირცხალავას ჩემს შვილთან? რა თამაში მიდის ხალხო? გაერკვიეთ, ბატონო პრემიერო, ცუდად არის საქმე ქვეყანაში, სუს-ი არის სათავეში, ხსნით უფროსებს, მაგრამ თვითონ იქ არის კრიმინალური ბანდა. რატომ არავინ მოვიდა და არ მეუბნებიან, არ ინერვიულოთ, თქვენი შვილები დაცულები არიანო? ბატონო ბიძინა, მე არ მეშინია, რომ მომკლავენ, რადგან ჩემი სიკვდილი უარესი იქნება. მესმის, რომ კრიმინალური ბანდა ვამხილე, ესენი არიან სუს-ის წევრები, სუს-ი ყოფილა ყველაზე დიდი ბანდა, მთავრობა ხსნის ერთ უფროსს, მეორეს, მესამეს, მაგრამ შიგნით ერთი და იმავე ხალხია”, - განაცხადა აბრამიშვილმა.