beri nikolozi

faceამბები 1721286660

„თქვენ ჩემთან ურთიერთობით ბრძენდებით! ვითარდებით“ - მამა ნიკოლოზის მრევლი ახალ წერილს აქვეყნებს

 მამა ნიკოლოზის მრევლი ახალ წერილს აქვეყნებს:„წმინდანთა სისტემაში გამონათქვამია: „ იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ვიდრე შეხვდე ნარიმანს!!"  „დააკვირდი როგორი მოდიხარ ჩემთან და როგორი მიდიხარ!!თქვენ ჩემთან ურთიერთობით ბრძენდებით! ვითარდებით!!” წმინდანი ღმერთი ნარიმანი!!= მამა ნიკოლოზი!! ორმოც წირვას უდრის მამა ნიკოლოზთან რომ ხართო!" ამბობდა მამა გაბრიელი.

petre da pavle

ისტორიები 1720012560

„მოციქულთა თავთა ხსენება ერთ დღეს დაწესდა“ - ვინ იყვნენ პეტრე და პავლე

პეტრეპავლობის მარხვა 1 ივლისს დაიწყო და ამ დიდი მოციქულების - პეტრესა და პავლეს სახელობის დღესასწაულით, 12-ში დაგვირგვინდება. წელს ის თერთმეტდღიანია. ქრისტეს მოწაფენი და მოციქულთა თავნი - ვინ იყვნენ ისინი? გავიხსენოთ მათი ისტორია...წმინდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა და მანვე მიიყვანა იგი იესოსთან (იოანე; 1,41-42).ერთხელ პეტრე იაკობთან და იოანესთან ერთად გენესარეთის ტბაზე თევზაობდა, მთელი ღამის უშედეგო თევზაობით დამაშვრალ და შეწუხებულ სიმონს უფალმა ურჩია, კიდევ ერთხელ გადაესროლა ბადე ტბაში. ისიც კურთხევას დაემორჩილა და სასწაული იხილა: „შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი და განსქდებოდეს ბადენი მათნი“.საკვირველი სახილველით შეძრულმა პეტრემ დიდი სულიერი ნათლის ფონზე ცხადად შეიგრძნო თავისი ბიწიერება და ფეხებში ჩაუვარდა ქრისტეს: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო“. იესომ მიუგო: „ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე“. ნაპირზე გამოსულმა უფლის რჩეულმა ზებედეს ძეებთან ერთად დაუტევა ყოველი და მიჰყვა მესიას (ლუკა; 5,1-11).ერთხელ ქრისტემ მოწაფეებს ჰკითხა: „თქვენ ვინ გგონიე მე ყოფად?“ პეტრემ უპასუხა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“. ამაზე უფალმა მიუგო: „ნეტარ ხარ შენ, სჳმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან; და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას; და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი. და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მთ. 16,15-19) (ამ სიტყვებით „კლიტენი“ და „შეკვრისა და გახსნის“ უფლება მიენიჭა „თავკიდურ ლოდზე“ - ქრისტეზე დაფუძნებულ ერთიან მსოფლიო ეკლესიას და არა ერთ ადამიანს). პეტრე, მისი ფიცხი ხასიათისა და დიდი მოშურნეობის გამო, ადამიანურ სისუსტეებსაც ხშირად ავლენდა ხოლმე.უკანასკნელი პასექის დროს განკაცებულმა ღმერთმა მოწაფეებს ამცნო: „თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი“. პეტრემ განაცხადა: „დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არა სადა დავბრკოლდე“. უფალმა მიუგო: „ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე“ (მთ. 26,31-34).ოცდაათ ვერცხლად გაყიდული უფალი, მართლაც, იმავე ღამეს შეიპყრეს გეთსიმანიის ბაღში და კაიაფას მიჰგვარეს. მოციქულები დაიფანტნენ. მხოლოდ პეტრე და იოანე შეჰყვნენ ქრისტეს მღვდელთმოძღვრის ეზოში. შეკრებილებმა იცნეს პეტრე და ამბობდნენ: „ესეცა მის თანა იყო“, ის კი იფიცებოდა: „არა ვიცი კაცი იგი“. როცა მესამეჯერ უარყო მაცხოვარი, „მეყსეულად. ქათამმან იყივლა და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს“. მოწაფეს მოაგონდა მოძღვრის სიტყვები, სინანულმა შეიპყრო, „განვიდა გარე და ტიროდა მწარედ“. სინანულის ეს გრძნობა არ დასცხრომია პეტრეს სიკვდილის დღემდე.უფალმა არ დააგდო საყვარელი მოწაფე - მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იგი ტიბერიის ზღვაზე გამოეცხადა თომასა და ნათანაელთან ერთად სათევზაოდ გასულ პეტრეს, და მიმართა: „სჳმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა?“ პეტრემ მიუგო: „ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ“. „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“, - უთხრა ქრისტემ. უფალმა სამჯერ გაიმეორა შეკითხვა და წმიდა მოციქულმაც სამჯერ აღიარა მაცხოვარი. მოძღვარმა ამით მიანიშნა მოწაფეს, რომ პატიობდა სულმოკლეობას, სიტყვებით „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“ კი იმ ღვაწლზე მიუთითა, რომლითაც იგი შეძლებდა, განსაკუთრებით სათნოჰყოფოდა უფალს და გამოესყიდა თავისი შეცოდება (იოანე 21, 1-23).ამიერიდან პეტრე ღვთის სიტყვის მხურვალე მქადაგებელი და პირმეტყველ ცხოვართა ერთგული მწყემსი შეიქნა. სულთმოფენობის დღეს მისმა მადლმოსილმა სიტყვებმა სამი ათასი კაცი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე; იოპიაში უფალმა პეტრეს სასწაულებრივ მიანიშნა, რომ წარმართებსაც წმიდა-ჰყოფდა, რის შემდეგაც მოციქულმა კორნილიოს ასისთავის სახლში შეკრებილ უცხოტომელებს შორის იქადაგა, მათზე სულიწმიდის გადმოსვლის მოწმე შეიქნა და ნათლისღების მადლით განანათლა ღვთისგან შეწყნარებულები (საქმე 10,1-48). სხვადასხვა დროს პეტრე იმყოფებოდა: ანტიოქიაში, რომში, მცირე აზიის, ეგვიპტის, საბერძნეთის, ესპანეთისა და ბრიტანეთის ქალაქებში იგი ყველგან ქრისტეს სწავლების მარცვლებს თესდა და აფუძნებდა ეკლესიებს. მის ქადაგებებს მრავალი სასწაული ახლდა თან: სნეულები პეტრეს ჩრდილითაც კი იკურნებოდნენ.წმინდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა რომის სისხლიანი იმპერატორის, ნერონის ზეობისას. ქრისტიანებმა წინასწარ აუწყეს პეტრეს მოსალოდნელი საფრთხე და სთხოვეს, დაეტოვებინა რომი. ისიც დამორჩილდა მვედრებლებს, მაგრამ როცა ქალაქიდან გადიოდა, იხილა ქრისტე, „შემომავალი ჰრომედ“. პეტრემ იკითხა: „აქ ვიდრე ხუალ, უფალო?“ მაცხოვარმა მიუგო: „შევალ ჰრომედ ჯუარ-ცუმად“. მოციქულს გაუკვირდა: „კუალად ჯუარს-ეცუმია, უფალო ჩემო?“ როცა გაოცებისგან გამოერკვა, უფალი უკვე ზეცად მაღლდებოდა. პეტრემ ეს ჩვენება მიიღო ნიშნად იმისა, რომ „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ და უკანვე გაბრუნდა.მტარვალებმა წმინდანს ჯვარცმა გადაუწყვიტეს. პეტრემ ითხოვა: „ამას გლოცავ თქუენ ერისაგანთა მაგათ, ესრეთ ჯუარს-მაცუთ მე თავ-დამოქცევით და ნუ სხუად, რაჲთა არა მსგავს ვიყო მე უფლისა ჩემისა“.ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალულ უფლის რჩეულს სულის ამოხდომამდე არ შეუწყვეტია ქადაგება.წმიდანის ცხედარი მისმა მოწაფემ, მარკოზმა გარდამოხსნა, რძითა და ღვინით განბანა, სურნელოვანი ნელსაცხებლებით შემურა, რჩეული თაფლით სავსე მარმარილოს ლუსკუმაში ჩაასვენა და საკუთარ საფლავში (მაშინ ძალზე გავრცელებული იყო საკუთარი საფლავების წინასწარ მოწყობის ტრადიცია) დაფლა.პეტრე მოციქულმა დაგვიტოვა ორი ეპისტოლე, რომლებიც ახალი აღთქმის წიგნებშია ჩართული. პეტრეს მოწაფის, მარკოზის სახარებაც მის მიერ არის მოწონებული და ნაკურთხი.წმინდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა; მოციქულად მოწოდებამდე მას სავლე ერქვა. საერო მეცნიერებებს იგი მშობლიურ ქალაქში დაეუფლა, შემდეგ კი სჯულის უკეთ შესასწავლად იერუსალიმში გაემგზავრა, მაშინდელ გამოჩენილ რაბინ გამალიელთან. გულისხმიერი ჭაბუკი მშვენივრად განისწავლა მოსეს სჯულში და, როგორც ფარისეველი, მისი მტკიცე აღმსრულებელი შეიქნა.სავლეს ისე სძულდა ქრისტიანები, რომ „ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ“ (საქმე, 8,3).იერუსალიმში აღძრული დევნის გამო ქრისტიანები პალესტინის სხვადასხვა ადგილებში გაიხიზნნენ. ბევრმა დამასკოს შეაფარა თავი. გულისწყრომით აღსავსე სავლემ მღვდელთმოძღვრისგან გამოითხოვა ქრისტიანთა დატყვევების ნებართვა და დამასკოში გაემგზავრა, რათა ქრისტეს მიმდევარი „მამები, ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ“ (საქმე 9,2). დამასკოს მიახლოებულმა სავლემ ზეციდან გარდამოსული ნათელი იხილა, ზეციური ხილვით გაოგნებული და შეშინებული სავლე „დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას, საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე?“. კითხვაზე: „შენ ვინ ხარ, უფალო?“ ნათლით გამო მოისმა: „მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი!“ (საქმე 9,3-5). იესუმ უბრძანა სავლეს, ქალაქში შესულიყო და დანარჩენი იქ გაეცხადებოდა. სავლე წამოდგა, მაგრამ დამოუკიდებლად წასვლა ვეღარ შეძლო - იგი ვერაფერს ხედავდა. განცვიფრებულმა მხლებლებმა სავლე დამასკოში შეიყვანეს. სამი დღის შემდეგ უფლისმიერი კურთხევით მოციქულმა მოწაფემ, ანანიამ სავლე მონათლა და მხედველობაც დაუბრუნდა.ამის შემდეგ უწინდელი ფარისეველი და ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი მტკიცე აღმსარებელი და უფლის გამორჩეული მოციქული გახდა. ნათლისღების შემდეგ მან არაბეთს მიმართა, სადაც, გადმოცემით, სამი წლის განმავლობაში თავად მაცხოვარი ეცხადებოდა, სჯულს ასწავლიდა და ქრისტიანობის საქადაგებლად ამზადებდა. არაბეთიდან წმიდა პავლე იერუსალიმში ჩავიდა პეტრე, იაკობ და იოანე მოციქულებთან, იქიდან კი - ქალაქ ტარსუში, სადაც ბარნაბა მოციქულთან ერთად მთელი წელიწადი გაატარა საეკლესიო საქმეების მოწყობაში.სულიწმიდის ბრძანების თანახმად, პავლე მოციქული, მარკოზისა და ბარნაბას თანხლებით, წარმართთა შორის ქრისტეს სჯულის საქადაგებლად გაემგზავრა. მან მოიარა სელევკია და კუნძული კვიპროსი. მისგან ქადაგებული სჯულის ჭეშმარიტება მრავალი სასწაულით მტკიცდებოდა. ეს იყო წმიდა პავლე მოციქულის პირველი მოგზაურობა. ამის შემდეგ იგი ლუკას და შილას თანხლებით კვლავ გაემგზავრა ქრისტეს სწავლების გასავრცელებლად. გაიარა სირია, კილიკია და ლიკაონია, გადავიდა ევროპაშიც - მაკედონიაში, იყო საბერძნეთშიც. პავლე წელიწადნახევარი ცხოვრობდა კორინთოში, შემდეგ კი უკან დაბრუნდა და გზად ეფესოსა და კესარიაში გაჩერდა. მცირე შესვენების შემდეგ წმიდა მოციქული მესამედ გაემგზავრა საქადაგებლად: დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმიდა მოციქულის ეს მოგზაურობა უკანასკნელი იყო. ქრისტეს არც ერთ მოწაფეს არ დაუთმენია იმდენი ვნება, ტანჯვა და წვალება, რამდენიც უფლის ამ რჩეულმა ჭურმა დაითმინა. თავად წერს: „ჰურიათაგან ხუთ გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე. სამ გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტჳნე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ. გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან“. (2 კორ. 11,24-26).ტკივილებითა და განსაცდელებით დამძიმებული პავლე ღვთის ნებით ამ სოფელშივე შეიქნა ენით აუწერელი ნეტარების ღირსიც: იგი მესამე ცაზე იქნა ატაცებული, სამოთხის სიტკბოება იგემა „და ესმნეს უთქმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად“ (1 კორ. 12,2-4).უფლის სათნომყოფელი მოციქული მტარვალებმა კესარიაში შეიპყრეს, აქედან კი რომში გააგზავნეს, სადაც 67 წელს იმპერატორი ნერონის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს: „წარუპყრა ქედი თჳსი წმიდამან პავლე მეჴრმლეთა მათ სიხარულითა. და ვითარცა მოჰკუეთა თავი მეჴრმლემან მან, მეყსეულად მადლითა ღმრთისაჲთა სძჱ გამოჴდა სისხლისა წილ ქედისაგან წმიდისა პავლჱსა“. ამ სასწაულის მხილველებმა ადიდეს უფალი. რომში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც წმიდა მოციქული სიკვდილით დასაჯეს.პავლე მოციქულმა დაგვიტოვა 14 ეპისტოლე, რომლებიც „ახალი აღთქმის“ წიგნებში შედის. ერთ-ერთი სახარებისა და „საქმე მოციქულთას“ ავტორი - ლუკაც მისი მოწაფე იყო.უფლის სათნომყოფელნი - პეტრე და პავლე ქრისტეს სხვა მოწაფეებს შორის, თავიანთი ღვაწლით იმდენად გამოირჩნენ, რომ ეკლესიამ თავნი მოციქულნი უწოდა წმინდანებს და მათი ხსენება ერთ დღეს დააწესა.„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ. ასევე დაგაინტერესებთ:"ადრე დაშვებული შეცდომის გამო, თავს უფლის ძმად წოდების ღირსად არ თვლიდა" - რა ვიცით იესოს ხორციელ ძმაზე"დავიწყე შემწვარი კარტოფილის ჭამა, სასწაულად გემრიელის, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ კარტოფილი არ იყო!.." - მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული"გაღვიძებისთანავე, კანკალით, ჯვარი ჩამოხსნა და იმდენი კოცნა, გაოგნებულები ვუყურებდით დათის… არავინ იცის, სად იმოგზაურა..." - დათი ქოქრაშვილთან დაკავშირებული სასწაულები

Christ

საზოგადოება 1719952750

"ადრე დაშვებული შეცდომის გამო, თავს უფლის ძმად წოდების ღირსად არ თვლიდა" - რა ვიცით იესოს ხორციელ ძმაზე

ორ ივლისი წმინდა მოციქული იუდას ხსენების დღეა. ხორციელი ძმა უფლისა, იუდა, ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგან ერთ-ერთია. დავითისა და სოლომონის შტოდან აღმოცენდა - იგი მართალი იოსებ დამწინდველის ძე იყო პირველი ქორწინებიდან. სახარებაში, იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, იუდა სხვა სახელებითაც იხსენიება: ლებეოსი (მთ. 10,3); თადეოზი (მთ. 10,3; მკ. 3,18); ბარსაბა (საქმე, 15,22).გადმოცემის თანახმად, როცა ეგვიპტიდან დაბრუნებულმა იოსებ დამწინდველმა, ვაჟებს შორის, თავისი კუთვნილი მიწების დანაწილება დაიწყო, ისურვა, მარიამ ქალწულისგან შობილი ქრისტე მაცხოვრისთვისაც გამოეყო ნაწილი. ძმები წინ აღუდგნენ მამის განზრახვას, რადგან, როგორც იოანე ღვთისმეტყველი წერს, „არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი“ (ინ. 7,5). მხოლოდ უფროსმა მათგანმა - იაკობმა მიიღო იგი თავისი მამულის თანამფლობელად. ამიტომ მოიხსენიებენ მას როგორც უფლის ძმად. ის ისეთი გულმოდგინე მლოცველი იყო, რომ ხშირი მეტანიებისგან კანი მუხლისთავებზე აქლემის ტყავივით გაუუხეშდა. ასეთი კეთილმსახური ცხოვრებისათვის მთელი ერი იაკობს "მართალს" ეძახდა. მოგვიანებით იუდამაც ირწმუნა ქრისტე აღთქმულ მესიად, წრფელი გულით შეუდგა მას და მაცხოვრის ათორმეტ უახლოეს მოწაფეს შორის იქნა შერაცხილი, მაგრამ ადრე დაშვებული შეცდომის გამო, თავს უფლის ძმად წოდების ღირსად არ თვლიდა - თავისსავე კათოლიკე ეპისტოლეში იგი მხოლოდ იაკობის ძმად იხსენიება.იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქული იუდა სახარების საქადაგებლად გაემგზავრა. იგი ჯერ იუდეაში, გალილეაში, სამარიასა და იდუმეაში ავრცელებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შემდეგ არაბეთის, სირიისა და მესოპოტამიის ქვეყნებში მოგზაურობდა, ბოლოს კი ქალაქ ეფესოში ჩავიდა, სადაც სამოცდათთაგანი მოციქულის, თადეოზის მიერ დაწყებული საქმე დაასრულა. შემონახულია ცნობა იმის შესახებ, რომ იუდას სპარსეთშიც უქადაგია ქრისტიანობა და იქვე დაუწერია თავისი კათოლიკე ეპისტოლე ბერძნულ ენაზე.გადმოცემით, წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა სომხეთის ქალაქ არათში, დაახლოებით, 80 წელს. კერპთაყვანისმცემლებმა, ქურუმების ჩაგონებით, მოციქული დაიჭირეს, ჯვარზე გააკრეს და ისრებით განგმირეს. ასევე დაგაინტერესებთ:"როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ. აი, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება..." - მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანიგოგონას ძვრა ვერ უყვეს, იდგა ოთხი თვე გაქვავებული, გულში ჩაკრული წმინდა ნიკოლოზის ხატით“ - გაშეშებული ზოიას ისტორია, რომელმაც ყველა შეძრა"მე ვამრავლო და ამათმა დახოცონ?!" - სად არის ტაძარი, რომელიც დედებს და ექიმებს აბორტის სინანულმა ააშენებინა

petre da pavle

ისტორიები 1719298860

როდის იწყება და რამდენ დღიანია პეტრე-პავლობის მარხვა წელს

ეს კვირა მსგეფსია, ანუ ამ კვირის ოთხშაბათს და პარასკევს მარხვა არ არის. პირველ ივლის კი პეტრე-პავლობის მარხვა იწყება. ის სულთმოფენობიდან ერთ კვირაში იწყება და 12 ივლისს მთავრდება.სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ასე რომ, პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. წელს ის თერთმეტ დღიანია.ეს წმინდა მოციქულთა სახელობის მარხვაა, რომელიც პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, ამიტომ სახელიც მათი ჰქვია — პეტრე-პავლობის მარხვა.საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ.სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის; დააარსეს ეკლესიები და ხელი დაასხეს ხუცებს. „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს: „და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეჰვედრეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა“ (საქმე 14, 23).პეტრე-პავლობის მარხვას „მოციქულთა განწესებაც“ იხსენიებს: „სულთმოფენობის შემდგომ იზეიმეთ ერთი შვიდეული და შემდგომ იმარხულეთ“.პეტრე-პავლობის მარხვა, დიდმარხვასთან და ვნების შვიდეულთან შედარებით, მსუბუქი მარხვაა. ხსნილია თევზით. ასევე დაგაინტერესებთ: დღეს ამ სასწაულთმოქმედი ხატის - "ღირს არსის" ხსენების დღეა - ვკითხულობთ ამ ლოცვებს"პირჯვრის არასწორად გადაწერისას, ბოროტნი იცინიან" - მამა გაბრიელი პირჯვარსა და ლოცვაზე"მთელი ღამე ივერის ღვთისმშობელი ცაში იდგა და მეომრებს ჯვარს გვსახავდაო..." - ომში, სოხუმის დედათა მონასტერთან დატრიალებული სასწაული

mama gabrieli

საზოგადოება 1719007757

"პირჯვრის არასწორად გადაწერისას, ბოროტნი იცინიან" - მამა გაბრიელი პირჯვარსა და ლოცვაზე

წმ.ღირსი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი თავისი სწავლებებით ხშირად ანებივრებდა მის კელიაში მისულთ. აი, რას ამბობდა ის პირჯვარზე და ჩქარა წაკითხულ ლოცვაზე."პირჯვარი აუცილებლად სწორად უნდა გამოისახოს, რადგან არასწორად გადაწერისას ბოროტნი კი არ გარბიან, არამედ იცინიან, ღვთისმშობელი კი წყრება. პირჯვრის გამოსახვისას მარჯვენა ხელი ჯერ შუბლთან უნდა მივიდოთ, შემდეგ - ჭიპის თავზე, მერე - მარჯვენა და მარცხენა მხარზე. მას, ვინც ჭიპის მაგივრად, გულზე იდებს ხელს - თავდაყირა ჯვარი გამოსდის. ჰაერშიც არ შეიძლება გამოსახვა, ხელი აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდოთ. პირჯვრის გადაწერისას ლოცვა უნდა ითქვას აუცილებლად, თუნდაც გულში, თორემ ისე მსახიობებიც კი იწერენ პირჯვარს.იღუმენია ქეთევან კოპალიანი იგონებს:მამა გაბრიელს არ მოსწონდა, როცა ვინმე ლოცვას ჩქარა კითხულობდა, შეაჩერებდა და ეტყოდა:"რატატატა, რატატატა... ლოცულობ თუ ჩხუბობ? რა ჩაპაევის "პულიმიოტივით" მიაყარე! გაზეთს ხომ არ კითხულობ?! შიშითა და მოწიწებით, აუჩქარებლად უნდა ილოცო. როცა ლოცულობ, გაიაზრე, ვის წინაშე დგახარ, ვის ესაუბრები, ქრისტე უხილავად არს ჩვენთან, სულ არს ღმერთი".ასევე დაგაინტერესებთ:"ერთგვარი შუამავალი ვარ მამა გაბრიელსა და ადამიანებს შორის" - როგორ დალოცა დედა პარასკევამ, ოპერაციის წინ, პატარა დათი"დავიწყე შემწვარი კარტოფილის ჭამა, სასწაულად გემრიელის, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ კარტოფილი არ იყო!.." - მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული"თავიდან მწყინდა, რის გამო დამსაჯა ღმერთმა? რატომ მაინც და მაინც ჩემი შვილი-მეთქი? მადლობა უფალს, ამ ამბავს არ გავუბოროტებივარ..." - დათი ქოქრაშვილის დედის ემოციური ინტერვიუ

tample

ისტორიები 1719007340

რა უნდა ვიცოდეთ სულის შაბათზე

ხვალ, 22 ივნისს, მიცვალებულთა ხსენების დღეა. სულთმოფენობის წინა დღეს სულთაობას, სულის შაბათს ეძახიან. სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. წინა შაბათს კი მორწმუნეები ლოცულობენ და იხსენებენ ყველა გარდაცვლილს. "სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე უფალო, სულთა მიცვალებულთა, მონათა და მხევალთა ღვთისა, ყოველთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ქრისტიანეთა და მიეც მათ საუკუნო ხსენება.საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მათი!"23 ივნისს სულთმოფენობაა. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით კი, ეკლესიები მინდვრის ყვავილებით იფინება. მორწმუნეები ტაძარში ყვავილების თაიგულით მიდიან, რომელიც წირვის დასრულების შემდეგ იკურთხება. ეს ტრადიცია სამყაროზე სულიწმიდის მადლის გარდამოსვლას განასახიერებს.სულთმოფენობისთვის მზადება უძველესი ტრადიციაა, ქრისტიანები არა მხოლოდ შინაგანად, გარეგნული თვალსაზრისითაც რთავდნენ ტაძარს ყვავილებით, ბალახით. ტაძრის მწვანედ შემოსვის ტრადიცია ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს, კარვობის დღესასწაულზე ისრაელიანები თავიანთ სახლებს ყვავილებითა და ბალახით რთავდნენ.სულიწმინდის მადლი მაკურნებელ ძალას აძლევს ბალახსაც, ამიტომ მორწმუნეები ტაძრიდან წაღებულ ყვავილებსა და სიმწვანეს მთელი წელი იმ რწმენით ინახავენ, რომ მათ სამკურნალო ძალა აქვთ. შეგიძლიათ ეს ყვავილები რაიმეში გაახვიოთ და ბალიშის ქვეშ გედოთ. ძველს სუფთა ადგილას წვავენ.  ასევე დაგაინტერესებთ:ლოცვა, რომლის ხშირად გამეორებასაც მამა ვიტალი მრევლს ურჩევდა"დავიწყე შემწვარი კარტოფილის ჭამა, სასწაულად გემრიელის, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ კარტოფილი არ იყო!.." - მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული"როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ. აი, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება..." - მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანი

mama gabrieli

საზოგადოება 1718797189

"ერთგვარი შუამავალი ვარ მამა გაბრიელსა და ადამიანებს შორის" - როგორ დალოცა დედა პარასკევამ, ოპერაციის წინ, პატარა დათი

4 წლის დათის უკვე იცნობთ. უფლის გზები რომ შეუცნობელია, ესეც იცით. ჯერ კიდევ ცხოვრების დასაწყისში, რატომ უწევთ პატარებს ვერაგ სენთან შებრძოლება, აი, ამას კი, ჩვენი გონი ვერ წვდება.ოთხი წლის ბავშვს უცებ ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა. ტვინის ქვედა ნაწილში გაჩენილ ამ ვერაგობას, მედულობლასტომა ჰქვია და ის ბავშვებში ყველაზე გავრცელებული თავის ტვინის სიმსივნე ყოფილა. მოკლედ...! "რატომ? როგორ? რატომ?" ყორნებივით დასეულ კითხვებს ვერ გაუმკლავდები. ამგვარი ფაქტების არსს რომ ჩასწვდე, წმინდა ბერი თუ არა, ურყევ რწმენაში მყოფი მაინც უნდა იყო. მშობელი კი, მოულოდნელად ჩამოქცეულ ცას ხელით იჭერს და მიღებულ განსაცდელს, სიმწრის ბურთებად ყლაპავს. რწმენაა ის ერთადერთი, რასაც ავტომატურად ეჯაჭვები განსაცდელში და მით უფრო, ასეთში. სამყაროსთან გამიჯვნა ხდება. უფალს უახლოვდები, ისედაც გულში მყოფს! და შვილზე ეჩურჩულები...აქვეა მამა გაბრიელიც! ჩვენი დროის უდიდესი წმინდა მამა... იცით, როგორ იცის მის წიაღში შეშვება? დააკვირდით მის თვალებს, მოისმინეთ მისი ხმა, წაიკითხეთ მისი ისტორიები, იფიქრეთ მასზე და მიგიღებთ, მოგისმენთ, მისიანად გაქცევთ...მამა გაბრიელმა დათი ოპერაციის წინ დალოცა. პატარა ბიჭს, დედა პარასკევამ, წმინდანის ნაქონი ქუდი დაახურა, მანტია მოასხა და უხრწნელი სისხლით ჯვარი გადასახა. თან წმინდა მამასთან კონტაქტობდა... დათის მშობლებს დიდი მამის სიტყვები გადასცა - დათი ჯანმრთელი იქნებაო...დედა პარასკევამ ჩვენი დროის უდიდესი წმინდანის გვერდით, სამი წელი გაატარა. უმზადებდა წვნიანს, უსიტყვოდ ესმოდა მისი. მამა გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ კი, მისი უხრწნელი სისხლით ყველას ლოცავს და წმინდა მამასთან შუამდგომლობს."როდესაც მამა გაბრიელის დახმარება მჭირდება, ის სულ ჩემთან არის. ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყო, როდესაც მჭირდება და მოვუხმობ, შეგრძნების დონეზე, ყოველთვის ვგრძნობ მის ყოფნას, შინაგანად ვგრძნობ, რომ მამა გაბრიელი იქვე დგას და მეხმარება. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ეს შინაგანი შეგრძნებაა.როდესაც დახმარება სჭირდებათ და მამა გაბრიელთან ლოცვა სჭირდებათ, მე მომმართავენ და მამა გაბრიელი უცებ ისმენს ჩემს სიტყვას. ერთგვარი შუამავალი ვარ ადამიანებსა და მამა გაბრიელს შორის. მამა გაბრიელი ჩვენი მეოხია" - ამბობს დედა პარასკევა "პრაიმტაიმთან".და ჭეშმარიტად ასეც არის... მამა გაბრიელის ლოცვით, დათის ოპერაციამ, ვნების კვირის ოთხშაბათს, წარმატებით ჩაიარა. მერე სამთავროს დედათა მონასტერში, დედის ლოცვა ახდენდა სასწაულებს... დედის ლოცვა მთებს ძრავს, ხომ იცით. მერე დათისთვის სისხლის ბანკი, უამრავი კეთილი ადამიანის სისხლით უცებ შეივსო. ჰოდა, ასე...მამიკოს ერთადერთი ბიჭი, სარეაბილიტაციო პროცესს, მალე, მადრიდში სხივური თერაპიით ჩაანაცვლებს. მკურნალობას ჯანდაცვის უწყება აფინანსებს. თუმცა უცხოეთში ჩასვლას, ჯერ განუსაზღვრელი დროით იქ ცხოვრებას, მედიკამენტებს, სხვადასხვა, ჯერ გაუთვალისწინებელ ხარჯებს და ამ ყველაფერთან ადაპტირებას, ჩვენი ხელფასები რომ არ ეყოფა, ცხადზე უცხადესია... ბავშვის მამამ, ჟურნალისტმა თორნიკე ყაჯრიშვილმა საზოგადოების დახმარება ითხოვა. ამ უწესიერეს ბიჭს, ეს რადაც დაუჯდა, ღმერთმა იცის! მაგრამ შვილისთვის რაზე არ მიდიხარ...! უამრავმა ადამიანმა გულთან მიიტანა პატარა დათის ამბავი. ოჯახს გვერდით დაუდგნენ. რწმენით სავსე, კეთილი გულის ადამიანებს ისევ შეგიძლიათ პატარა დათის სრულად გამოჯანმრთელებაში მიიღოთ მონაწილეობა... მამა გაბრიელი დაგვლოცავს, უფალი - გვაცხონებს...***"მამა გაბრიელმა მითხრა, რომ დათი ჯანმრთელი ბიჭი იქნება, კარგად იქნება. როგორ, რანაირად ვიღებ ამ ინფორმაციას, არ ვიცი, ვერ გეტყვით. წამიერად მადლისმიერი გზით მოდის. თვითონაც არ მაქვს წარმოდგენა, როგორ. აღარ ვუღრმავდები. ამ მადლს უფლისგან ვიღებ და მორჩა. მერე აღარც მახსოვს, ვივიწყებ. აღარ ვერევი..." - გვეუბნება დედა პარასკევა და გვლოცავს. ყველაზე ემოციური თხოვნა მამისგან კი ეს არის:"ვიცი, ბევრს საკუთარი უამრავი პრობლემა აქვს და მიჭირს ამას რომ ვწერ, მაგრამ ბოდიშის მოხდით, ჩემი შვილისთვის…"საქართველოს ბანკი#GE07BG0000000103273965თიბისი ბანკი#GE61TB7770445061600003მიმღები: თორნიკე ყაჯრიშვილი ასევე დაგაინტერესებთ:"დავიწყე შემწვარი კარტოფილის ჭამა, სასწაულად გემრიელის, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ კარტოფილი არ იყო!.." - მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული"თავიდან მწყინდა, რის გამო დამსაჯა ღმერთმა? რატომ მაინც და მაინც ჩემი შვილი-მეთქი? მადლობა უფალს, ამ ამბავს არ გავუბოროტებივარ..." - დათი ქოქრაშვილის დედის ემოციური ინტერვიუ

dedao

საზოგადოება 1718204122

"სულ ვეძებდი ამ სიზმრად ნანახ ტაძარს. და როგორც კი ფეხი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში შევდგი..." - დედა ელისაბედი სასწაულზე ჰყვება

იღუმენია ელისაბედ ზედგინიძე მამა ვიტალისთან დაკავშირებულ ისტორიას და სიზმრად ნანახ სასწაულს იხსენებს. წმინდა ბერი, რომელიც მის საფლავთან თხოვნით მისულთ, სასწაულებს უვლენს, თბილისში ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოშია დაკრძალული. დედა ელისაბედი ამ ტაძარში მოღვაწეობს. მან "პრაიმშოუს" მაყურებელს შემდეგი რამ უამბო.იღუმენია ელისაბედ ზედგინიძე: სამთავროს დედათა მონასტერში 90-იან წლებში მივედი. მაშინ მონასტრები არ იყო კეთილმოწყობილი.ყველა ებრძოდა ჩემს მონასტერში წასვლას, მშობლებიდან დაწყებული, რადგან ჩემს პროფესიაში წარმატებული გახლდით. ამდენად ჩემი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ამ წინააღმდეგობებისგან დავიღალე. მამა გაბრიელი მანუგეშებდა. ფაქტობრივად, სამი წლის მანძილზე, ის იყო ჩემი სულიერი მოძღვარი. ცოტა ხანი სახლში წადიო, მითხრა. ოღონდ მამა ვიტალისთანაც მიდი და უთხარიო.მაშინ მამა ვიტალი დიდუბეში ცხოვრობდა. მამა გაბრიელთან უშუალო დამოკიდებულება მქონდა და მამა ვიტალიზე კი გზაში ვფიქრობდი, ასკეტი ბერია და მკაცრი იქნება-მეთქი. ვიდექი კართან და უკან ხომ არ გავბრუნდე-მეთქი, ამ ფიქრებში ვარ, რომ უცებ გაიღო კარი, გამოიხედა, მომკიდა ხელი შემიყვანა და ჩემს წინაშე დაიწყო მეტანიების კეთება. ხელებზე მემთხვეოდა. თან ტიროდა. რატომ ფიქრობდი, რომ მე ძალიან მკაცრი ვარო, მითხრა. ნურავის უსმენ, წადი, დაბრუნდი მონასტერში, შენი ჯვარი მონასტერია, უფალი გამცნობს, რა უნდა გააკეთო და საერო ცხოვრებას არ დაუბრუნდებიო; მანამდე ორი კვირით სახლში დაბრუნდიო.დავბრუნდი და საშინელი განსაცდელი მოგვევლინა ოჯახში. მივხვდი, რომ ეს იყო ნიშანი. დედაჩემი ამბობდა, ეს ახლა ღმერთს მიაწერს ამ ყველაფერსო. დავჯექი და ვტიროდი. თან თითქოს ჩამეძინა. ვხედავ, რომელიღაც ტაძარში ვარ და გულამოსკვნილი ვტირი და მხარზე შემეხო ვიღაც:  ნუ ტირი, შენი ჯვარი მონასტერია, წადი და არასდროს უკან არ მიიხედოო. შევხედე და თეთრწვერა კაცი იყო და კადნიერად ვკითხე: შენ ვინ ხარ-მეთქი? მე მამა ვარო, ის (ჯვარცმაზე მიმითითა) - ჩემი ძეა და ის კიდე - სული წმინდაო, მტრედი დამანახა. ჩვენ ვართ სამება ერთ არსება, გაკურთხებთ წახვიდე მონასტერშიო.მას შემდეგ მონასტერში ვარ.მერე სულ ვეძებდი ამ სიზმრად ნანახ ტაძარს. წმინდა ნინოს გზაზე სამი წელი ვიარე, პატრიარქის კურთხევით, მთელი საქართველო მოვიარე. ვერსად ვნახულობდი მსგავს ტაძარს და... 2000 წელს უწმინდესმა წამიყვანა იერუსალიმში. ოთხი მონაზონი იქ დაგვტოვა, როგორმე იქნებ ჯვრის მონასტერი დააბრუნონო. როგორც კი ფეხი შევდგი აღდგომის ტაძარში, მივხვდი, ეს ის ტაძარი იყო. გოლგოთა მარჯვნივაა, სადაც ვნახე ის ჯვარცმა, რომელიც სიზმარში ათი წლის წინ ვნახე. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სასწაული.  ასევე დაგაინტერესებთ:"მთელი ღამე ივერის ღვთისმშობელი ცაში იდგა და მეომრებს ჯვარს გვსახავდაო..." - ომში, სოხუმის დედათა მონასტერთან დატრიალებული სასწაული"აქ გალობის უფლებას არ გაძლევენ. თუმცა, დღეს დედა ღვთისმშობელმა ინება და... შესავედრებლადაც დავყოვნდით" - რას გვიყვება ბექა ჩხაიძე ათონის მთიდან"გაღვიძებისთანავე, კანკალით, ჯვარი ჩამოხსნა და იმდენი კოცნა, გაოგნებულები ვუყურებდით დათის… არავინ იცის, სად იმოგზაურა..." - დათი ქოქრაშვილთან დაკავშირებული სასწაულები

მამა გაბრიელი

საზოგადოება 1718179643

სოციალურ ქსელში მამა გაბრიელის დის მიმართვა ვრცელდება

წმინდა მამა გაბრიელ აღმსარებლის ხორციელი და, ჯულია ურგებაძე მიმართვას ავრცელებს – ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება:„მხოლოდ სიყვარული გადაარჩენს ყველას. მოდით სიყვარული მივცეთ ყველას და ვილოცოთ“,- ამბობს ვიდეომიმართვაში ჯულია ურგებაძე.

afxazuri

კულტურა 1717740060

"შევეცადოთ, ყველამ ერთად ვიმღეროთ ერთი სიმღერა" - უნიკალური აფხაზური ალბომის დაბადება

არც თუ მცირეხნიანი სამუშაო პროცესის შემდეგ, "ბრავო რექორდსი" უნიკალურ მუსიკალურ პროექტს წარმოგვიდგენს. გამოვიდა ქართულ-აფხაზური ალბომი, თერთმეტი აფხაზური ჰიტით. სიმღერებს შორის არის როგორც ფოლკლორული, ისე თანამედროვე სიმღერები. როგორც ხმის ჩამწერი სტუდიის დამფუძნებელი, ზაზა შენგელია "პრაიმტაიმთან" ამბობს, აფხაზურ სიმღერებს, რომელთაც რუსული პაპსის გავლენა აქვს, ამ ალბომში მაქსიმალურად დახვეწილი ფორმითაა ორიგინალთან მიახლოებული.სიმღერებს ქართველი შემსრულებლები ასრულებენ. CD ალბომის გამოშვება, რომლის სახელწოდებაა "ერთ სიმღერას ვმღერით", ცხადია ემსახურება ჩვენსა და აფხაზებს შორის კულტურული ხიდების აღდგენასა და ჩვენს ქვეყანაში აფხაზური ენის პოპულარიზაციას. მუსიკალური პროექტი არაკომერციული ხასიათისაა. ალბომი სხვადასხვა მედიაპლათფორმაზე აიტვირთება, რათა მასზე წვდომა აფხაზეთის მოსახლეობაზე გაუჩნდეს.ზაზა შენგელია: რახან არსებული ჰიტები (რუსული პაპსის გავლენის გამო) მდარე ხარისხის იყო, ჩვენი არანჟირების ავტორებს სერიოზული მუშაობა მოუწიათ, რომ ორიგინალი უფრო გაემდიდრებინათ და მრავალფეროვანი გაეხადათ; სიმღერებისთვის თანამედროვე ჟღერადობა რომ მიეცათ. პროექტზე სამუშაოდ ავიყვანეთ აფხაზური ენის საუკეთესო მცოდნე, მთარგმნელი და ჟურნალისტი, ქალბატონი ირმა ოსია და მომღერლებს ის ამეცადინებდა. მათაც თავი დააკლეს სიმღერის ტექსტებსაც, ისე იშრომეს. პროცესი საინტერესო და მომღერლებისთვის სახალისოც იყო. ალბომში ორი ფოლკლორული სიმღერა შედის, ავთენტიკურია აფხაზური ხალხური სიმღერა "რირარა", რომელსაც ამ პროექტში ანსამბლი "შავნაბადა" ასრულებს. "შატილის ასულოს" ახლებური ვერსია, რომ  ჩაიწერა, ხომ გახსოვთ? ასევე ახლებურად გაიჟღერს ეს სიმღერაც. რამდენიმე სიმღერა ავიღეთ 80-იანი წლებიდან და დანარჩენი თანამედროვე ჰიტებია. ალბომს დართული აქვს ცნობილი ადამიანების მოგონებები აფხაზეთზე, რომელიც სპეციალურად ამ ალბომისთვის გაკეთდა. მათ - მომღერლებს, რეჟისორებს, მსახიობებს თუ სხვა, ყველას ემოციური ბმა აქვს აფხაზეთთან. საპასუხისმგებლო პროექტია, მას შეუძლია დიდი როლი ითამაშოს, რომ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის დიალოგი დაიწყოს. კულტურას დიდი როლის თამაში შეუძლია. ამდენად, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტია. გიორგი ოვაშვილი (კინორეჟისორი): ორი ფილმი მივუძღვენი აფხაზეთს - "გაღმა ნაპირი" და "სიმინდის კუნძული". მჯეროდა, რომ ეს იყო ყველაზე მოკლე გზა მიმეტანა ჩემი სათქმელი მათ გულებამდე, ვისაც სიტყვით ვერ ვესაუბრებოდი. სიმღერას კიდევ უფრო მეტი შეუძლია, მით უმეტეს მაშინ, როცა მე ჩვენს ენაზე ვმღერი. "ერთ სიმღერას ვმღერით" - ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. დარწმუნებული ვარ მის ეფექტს მალე ვნახავთ. შევეცადოთ, რომ ყველამ ვიმღეროთ ერთი სიმღერა.ნათია თოდუა (მომღერალი): აფხაზეთიდან 2013 წელს წამოვედი. მაგნოლიის ხე, რომელიც ჩემთვის სცენაც იყო, მაყურებელიც და ოვაციებიც, დღემდე იმის მოლოდინშია, რომ მე დავბრუნდები და მას ნამდვილად ვუმღერებ.მიხარია ეს პროექტი და ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში მცირედი წვლილი მაინც შეიტანა...სალომე დემურია (მსახიობი): აფხაზეთში ქორწილმა, რომელშიც მიწვეულები ვიყავით, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ბევრი სხვადასხვა სიმღერა მოვისმინეთ, მაგრამ აფხაზურმა ფოლკლორმა საბოლოოდ მომნუსხა. გაცოცხლდა და გაერთიანდა წარსული, აწმყო და მომავალი. ეს უცნაური შეგრძნება არ მავიწყდება. "ერთ სიმღერას ვმღერით" მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ამცირებს მანძილს ჩვენს შორის. ლანა ღოღობერიძე (კინორეჟისორი): სიმღერა აახლოებს ადამიანებს, ხალხებს. მოვუსმინოთ ერთმანეთის სიმღერას. ეს პროექტი გვაძლევს ამის შესაძლებლობას. მოვუსმინოთ იმისათვის, რომ უკეთ გავუგოთ ერთმანეთს.ზაზა შენგელია: აღნიშნული უნიკალური მუსიკალური პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა - აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და მისი თავმჯდომარის, ბატონ რუსლან აბაშიძის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, მინისტრის - ქალბატონ ნანა გაბელიას, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელის, ქალბატონ ლიკა კვარაცხელიას, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი სახელმწიფო მინისტრის, ბატონ გიორგი გაბედავას, აფხაზეთის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის, ქალბატონ ეკა წივწივაძის უშუალო მხარდაჭერითა და თანადგომით, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მათ.ალბომის პრეზენტაცია 11 ივნისს შედგება. ასევე დაგაინტერესებთ: "დავიწყე შემწვარი კარტოფილის ჭამა, სასწაულად გემრიელის, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ კარტოფილი არ იყო!.." - მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული"კაცები იდეალს ხედავდნენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? ვისაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ასეთი იყო კახი" - საინტერესო ფაქტები კახი კავსაძეზე"ქართული გენია, როკვით განფენილი" - "ძველი სუხიშვილები" ახალი თაობის სამსახურში

mamao

faceამბები 1716584890

"ამინდიც ზუსტად ისეთია, როგორიც ჩემი ხელდასხმის დღეს იყო. ახლა, ვცდილობ ვებრძოლო საკუთარ თავს" - რას წერს მამა თეიმურაზი

"მამა თეიმურაზ, თქვენ ბევრი ადამიანის იმედი ხართ. ღმერთმა საგარეჯოელებს თქვენი სახით დიდი საჩუქარი და იმედი გამოგვიგზავნა" - წერს მრევლი დეკანოზ თეიმურაზ ქორიძის პოსტის ქვეშ. სასულიერო პირი თავისი ხელდასხმის დღეზე შემდეგი შინაარსის ფეისბუქ სტატუსს აქვეყნებს. "დღეს, ჩემი მღვდლად ხელდასხმის დღეა. ვიხედები უკან და მახსენდება მრავალი განსაცდელი, ქარტეხილები, სიხარული და ბედნიერება. თითქოს ყველაფერი გუშინ იყო.ახლა, ვცდილობ ვებრძოლო საკუთარ თავს და ახლიდან დავიწყო ყველაფერი (ძველებური შემართებით)...შექსპირის სიტყვები მახსენდება: " მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ადამიანად დავრჩენილიყავი".ყველა წამისთვის მადლობელი ვარ უფლის და მადლობელი ვარ იმ ძვირფასი ადამიანების, რომელნიც ყველა ჩემს ტკივილსა და სიხარულს თავისად იზიარებდა.ამინდიც ზუსტად ისეთია, როგორიც ჩემი ხელდასხმის დღეს იყო.წინ, დიდი გზაა...მადლობა ყველას ყველაფრისათვის! მამა თეიმურაზ ქორიძე 2016 წლიდან ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქიის მღვდელმსახურია. გახსოვთ, ალბათ, გასული წლის შემოდგომაზე, დეკანოზი ფილტვების დაზიანებით კლინიკაში მოათავსეს, სადაც ერთი თვე დაჰყო. მოძღვარს საკუთარ მრევლისა და ახლობლების გარდა, ბევრი თანამემამულე გულშემატკივრობდა... ასევე დაგაინტერესებთ: "დავიწყე შემწვარი კარტოფილის ჭამა, სასწაულად გემრიელის, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ კარტოფილი არ იყო!.." - მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული"გაღვიძებისთანავე, კანკალით, ჯვარი ჩამოხსნა და იმდენი კოცნა, გაოგნებულები ვუყურებდით დათის… არავინ იცის, სად იმოგზაურა..." - დათი ქოქრაშვილთან დაკავშირებული სასწაული"მე ბედნიერი ვარ, რომ ზოგიერთი ჩემი სულიერი შვილი ციხეში ზის. რატომ? იმიტომ რომ..." - მამა ბენიამინის ბრძნული დარიგებები

mama gabrieli

ისტორიები 1716483704

"დავიწყე შემწვარი კარტოფილის ჭამა, სასწაულად გემრიელის, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ კარტოფილი არ იყო!.." - მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული

მალხაზ ჯინორია მამა გაბრიელის სულიერი შვილია. ჩვენი დროების უდიდეს წმინდა მამასთან ურთიერთობაზე, როგორც სხვას, მასაც არა ერთხელ უამბია.აი, რას იხსენებს ის ერთ-ერთი ინტერვიუსას...მალხაზ ჯინორია: მისგან სასწაულს არ ველოდი, მის ქმედებებში თავმდაბლობა და სიყვარული ჩანდა სულ და სასწაულს ნამდვილად არ დავუწყებდი ძებნას.მოვყვები რამდენიმე ამბავს...ერთ-ერთი წმინდა მამის ნათქვამია, აღსარება ბოროტს არ ესმისო. ვინც ზუსტად გეტყვით, რა თქვით აღსარებაში, ის ადამიანი ღვთისგან არისო. მეც ერთი წელი ველოდი, თუ მეტყოდა მამა გაბრიელი, რას ვამბობდი აღსარებაში, რომ ამით ჩემთვის მივმხვდარიყავი, რომ ეს ამხელა ძალა მას ღვთისგან ჰქონდა თუ ბოროტისგან. ამ ძიებაში რომ დავიღალე, ერთი წლის შემდეგ, მივედი ღვთისმშობლის ხატთან და ვთხოვე, დღეს უნდა ვნახო მამა გაბრიელი, გთხოვ, მანიშნო, თუ მამა გაბრიელი წმინდანია-მეთქი. თუ არადა, უნდა დავტოვო აქაურობა-თქო. ვაღიარე ჩემი უძლურება, დაღლა.შევდივარ სამთავროს მონასტერში. შემხვდა მღვდელი და მამა გაბრიელზე მეუბნება, რად გინდა რომ დადიხარ ამ კაცთან, სვამსო. კიდე ეს მინდოდა ახლა-მეთქი? გავიფიქრე და მივედი კიბის თავში, სადაც იდგა მამა გაბრიელი და დამინახა თუ არა, ყვირის, შენ დამპალო, გაფუჭებულო, ჩემმა თვალებმა აქ აღარ დაგინახოსო. მეუფე დანიელი წირვას ატარებდა. სტიქაროსნები არ ჰყავდათ და მივედი მისახმარებლად. უძლურებაში მყოფი მონაზონი უნდა ეზიარებინათ. გვერდი ჩავუარე მამა გაბრიელს, ჩავედი კიბეზე და შუა კიბეზე ვარ, რომ მეძახის. უკვე სულ სხვა მამა გაბრიელია (და არა ის, რომელიც ცოტა ხნის წინ მიყვიროდა): - მალხაზ, მოდი, მოდი ჩემთანო. მივედი. გვერდით ჯორკოზე გოგონა ეჯდა და კიდევ რამდენიმე ადამიანი იჯდა. ამ გოგონას ადგილას დამსვა და მითხრა:  მე ვიცი, შენი უძლურება, მე რომ ვერ გამიგე. გწამდეს ჩემიო თქვა და მკითხა, ის ცოდვა რატომ არ თქვი აღსარებაშიო და ამით ზუსტად ის მომენტი მაჩვენა, რაც მე ხატთან ვითხოვე. ღმერთმა მაჩვენა, რომ მამა გაბრიელი დიდი იყო. ერთხელ, დილით, მასთან კელიაში სტუმრობისას შემწვარი კარტოფილი მომართვა დედა პარასკევამ და მივირთვი. დილის ათ საათზე. მერე მე და მამა გაბრიელმა ვილაპარაკეთ, გავიდა რამდენიმე საათი. დედა პარასკევა შემოდის - გადის, საქმიანობს. მერე მამა გაბრიელმა სთხოვა, მალხაზს შეუწვი კარტოფილიო. აღარ გვაქვს კარტოფილიო, დედა პარასკევა პასუხობს. როგორ, სტუმარი გვყავს და მზად არ უნდა იყოო? და გააგდო კელიიდან. მერე მე მეუბნება, მალხაზ, უფალმა ხუთი ათასი ადამიანი განაძღო და ეგ გაუჭირდება? ვთხოვოთ და გაგვიჩენსო. გავიფიქრე, ახლა აქ რაღაც რომ გაჩნდეს, ინფარქტი ზედვე მაქვს-მეთქი. და ხომ ვიცოდი, ფიქრებს რომ კითხულობდა და ხმამაღლაც ვუთხარი, არ მინდა-მეთქი. კარგი, კარგიო, მითხრა. მიხვდა რომ შემეშინდა. მერე მეუბნება, აბა, ნახე ვინ მოდისო და კარებისკენ მიმახედა. ორი მონაზონი მოვიდა-მეთქი, ვუთხარი. უი, მართალი ვყოფილვარო, თქვა. ვფიქრობდი, რაში სჭირდებოდა ახლა ეს რომ გააკეთა-მეთქი. კაი, ჭამე, ჭამეო, მითხრა. დავიწყე შემწვარი კარტოფილის ჭამა, ვჭამ, მაგრამ მერე გამახსენდა, კარტოფილი ხომ არ იყო! ახლა ურწმუნოება დამეწყო და ვფიქრობ, სადმე ხომ არ ჰქონდა ჩამალული ან კარისკენ რომ გავიხედე, იმ დროს ხომ არ დადო მაგიდაზე-მეთქი. მაგრამ ცხელი ტაფიდან ზეთის შხეფები ისხმებოდა, ვერსაიდან ასე უცებ ცხელ ტაფას ვერ გადმოდებდა, თან ხომ იწვა... ასე გადამატანინა მე ყურადღება კარისკენ და... ისე, სასწაულად გემრიელი კარტოფილი იყო. ერთხელ სიწმინდეები დავიკიდე გულზე, გავიკეთე ქამრები ფსალმუნების წარწერებით. აბა, ეშმაკი ვერ მომეკარება, დაცული ვარ-მეთქი. და მივედი მასთან კელიაში, არაფერი მითქვამს, შიგნით მიკეთია, არ მიჩანს. და ამბობს, ზოგს ქამრები უკეთია, წარწერებით, ეს ბერმონაზვნების საქმეა, მაგრამ ზოგ ერისკაცს რომ უკეთია, ამპარტავნებაშია ჩავარდნილიო. მეთქი, სად ვარ... მიმახვედრა, რომ ღვთისწყალობის გარეშე, არაფერია, ვერც დაცული იქნები. ვერაფერიც დაგიფარავს. ვერ იტანდა, ვინმე რომ ვინმეს განიკითხავდა. იქ მეორედ მისვლის შანსი აღარ გექნებოდათ. იცი, რატომ არ შეიძლება განკითხვაო? ადამიანი რომ ცოდვაშია დაცემული, უფალი უშვებს ამას, რომ მას უფრო მეტად მიეახლონ. შენ რომ დაცემულს განიკითხავ, ამით ღმერთს განიკითხავ, რატომ არის ეს კაცი ასეთ მდგომარეობაშიო. რამხელა სიბრძნეა! თავმდაბლობა და სიყვარული ერთად არისო. თუ თავმდაბლობა არ გაქვს, არაფერიც არ გაქვსო. გიხაროდა მისი მორჩილება. გიხაროდა, რის გაკეთებასაც გავალებდა.  მამა გაბრიელ, მასწავლე როგორ ებრძვი ეშმაკებსო? - ჰკითხეს. მაგას 50 წელია ვსწავლობ და შენ ერთ დღეში გინდა გასწავლოო? გვიხსნიდა: ყველაფერი ღმერთის განგებითაა. მისი ნებაა, როდესაც ვთქვათ, სოდომ-გომორი დაანგრია, მისი ნება შემოვიდა, რათა ცოდვები აღმოეფხვრა. ღვთის დაშვებაა რასაც გინდა, იმას რომ გაკეთებინებს და ბოროტს რაც უნდა, იმას რომ აკეთებინებსო. ღვთის განგებითაა ხან ნებას რომ შემოუშვებს, ხან დაშვებას, ამას კიდე, ვერაკაცი ვერ ჩასწვდებაო... ასევე დაგაინტერესებთ: "ქუდი მოიხადა, ვეცი და სამჯერ ვაკოცე შუბლზე! ან როგორ გავბედე?! აი, იქ ატყდა უბედურება!" - ამბები მამა გაბრიელზეროგორ უწინასწარმეტყველა უშვილობა მამა გაბრიელმა მცხეთელ ბიჭს - "ახლა მაინც მაპატიე-მეთქი...""ადამიანს ბოროტი შთააგონებს, გაიხსენოს წარსულში დაშვებული შეცდომები, რათა ის სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს..." - როგორ ვებრძოლოთ შფოთვებს, წმინდა მამის რჩევა