"ამინდიც ზუსტად ისეთია, როგორიც ჩემი ხელდასხმის დღეს იყო. ახლა, ვცდილობ ვებრძოლო საკუთარ თავს" - რას წერს მამა თეიმურაზი

mamao

"მამა თეიმურაზ, თქვენ ბევრი ადამიანის იმედი ხართ. ღმერთმა საგარეჯოელებს თქვენი სახით დიდი საჩუქარი და იმედი გამოგვიგზავნა" - წერს მრევლი დეკანოზ თეიმურაზ ქორიძის პოსტის ქვეშ. სასულიერო პირი თავისი ხელდასხმის დღეზე შემდეგი შინაარსის ფეისბუქ სტატუსს აქვეყნებს. 

"დღეს, ჩემი მღვდლად ხელდასხმის დღეა. ვიხედები უკან და მახსენდება მრავალი განსაცდელი, ქარტეხილები, სიხარული და ბედნიერება. თითქოს ყველაფერი გუშინ იყო.
ახლა, ვცდილობ ვებრძოლო საკუთარ თავს და ახლიდან დავიწყო ყველაფერი (ძველებური შემართებით)...

შექსპირის სიტყვები მახსენდება: " მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ადამიანად დავრჩენილიყავი".

ყველა წამისთვის მადლობელი ვარ უფლის და მადლობელი ვარ იმ ძვირფასი ადამიანების, რომელნიც ყველა ჩემს ტკივილსა და სიხარულს თავისად იზიარებდა.
ამინდიც ზუსტად ისეთია, როგორიც ჩემი ხელდასხმის დღეს იყო.
წინ, დიდი გზაა...
მადლობა ყველას ყველაფრისათვის!

 

მამა თეიმურაზ ქორიძე 2016 წლიდან ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქიის მღვდელმსახურია. გახსოვთ, ალბათ, გასული წლის შემოდგომაზე, დეკანოზი ფილტვების დაზიანებით კლინიკაში მოათავსეს, სადაც ერთი თვე დაჰყო. მოძღვარს საკუთარ მრევლისა და ახლობლების გარდა, ბევრი თანამემამულე გულშემატკივრობდა...

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"დავიწყე შემწვარი კარტოფილის ჭამა, სასწაულად გემრიელის, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ კარტოფილი არ იყო!.." - მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული

"გაღვიძებისთანავე, კანკალით, ჯვარი ჩამოხსნა და იმდენი კოცნა, გაოგნებულები ვუყურებდით დათის… არავინ იცის, სად იმოგზაურა..." - დათი ქოქრაშვილთან დაკავშირებული სასწაული

"მე ბედნიერი ვარ, რომ ზოგიერთი ჩემი სულიერი შვილი ციხეში ზის. რატომ? იმიტომ რომ..." - მამა ბენიამინის ბრძნული დარიგებები