1675059299
ფინანსური წარმატება და ცვლილებები რომანტიკულ ურთიერთობებში - ნახეთ როგორი კვირა გელით
თებერვლის დასაწყისი
რამდენიმე ასტროლოგიური
მოვლენით იქნება
აღსანიშნავი, რომლებიც
თითოეულ ჩვენგანზე დიდ
გავლენას მოახდენს.ვერძი (21
მარტი - 20 აპრილი)ვერძს
აქტიური და საინტერესო
კვირა ექნება და ენერგიული
და პასუხისმგებლიანი
პოზიცია მათ ბევრის
მიღწევაში დაეხმარება.
პროფესიულ სფეროში
შესაძლებელია ახალი
პროექტები, განსაკუთრებით
იმ ვერძებისთვის, რომლებიც
ჩართულნი არიან
პოლიტიკაში, შოუბიზნესში
ან მენეჯმენტში. ვერძების
უმეტესობას შეეძლება,
გაიუმჯობესოს ფინანსური
მდგომარეობა, გააფართოოს
საკუთარი ბიზნესი და
იპოვოს სანდო პარტნიორი.
რაც შეეხება პირად სფეროს,
ზოდიაქოს ამ ნიშნის
წარმომადგენლები
პარტნიორთან ურთიერთობის
გაუმჯობესებას შეძლებენ,
მარტოხელა ვერძები კი
საბოლოოდ, სერიოზული
ურთიერთობის დასაწყებად
პოტენციურად შესაფერის
ადამიანს შეხვდებიან და
საინტერესო თავგადასავალს
შექმნიან. კურო (21 აპრილი - 20
მაისი)კუროს ამ კვირაში
სამართლებრივი, ფინანსური
და პროფესიული საკითხების
მოგვარება მოუწევს.
გამოვლენილი
პასუხისმგებლობა,
სიმტკიცე და გამჭრიახობა
დაგეხმარებათ, წარმატებით
მოაგვაროთ მიმდინარე
საყოფაცხოვრებო
საკითხები, გააკეთოთ
ნამდვილად საჭირო
შესყიდვები და მისცეთ
სასარგებლო რჩევები
თქვენს ახლობლებს.
სამსახურში შეიძლება
მენეჯმენტისგან უფრო
მაღალი თანამდებობის
დასაკავებლად შეთავაზება
მიიღოთ, თუმცა, ასტროლოგები
გირჩევენ, რომ ნებისმიერი
გადაწყვეტილების
მიღებისას სერიოზულად
დაფიქრდეთ. რაც შეეხება
ურთიერთობებს, ეს კვირა
შესაძლოა, თქვენთვისაც
საინტერესო ადამიანთან
შეხვედრისა და
რომანტიკული
ურთიერთობების
წამოწყებისთვის ძალიან
მნიშვნელოვანი
აღმოჩნდეს.ტყუპები (21 მაისი
- 20 ივნისი)ტყუპებს
ცხოვრების მრავალ სფეროში
ცვლილებები ელით.
უპირველეს ყოვლისა,
სამსახურში მოგეცემათ
შესაძლებლობა, დაასრულოთ
რამდენიმე მსხვილი
პროექტი, რომლებიც დიდი
ხნის წინ დაიწყეთ. ზოდიაქოს
ამ ნიშნის ზოგიერთი
წარმომადგენელი სამუშაო
შეთავაზებას მიიღებს და
დიდი ალბათობით
დასთანხმდება. ფინანსურ
სექტორში შესაძლოა
მოგების მიღების, ფულის
დაბანდებისა და
მატერიალური რესურსების
მართვის მეთოდების
შეცვლის შესახებ
საინტერესო ცვლილებები
გქონდეთ. აუცილებელია
ყურადღება ახალ
ვარიანტებსა და
შესაძლებლობებს მიაქციოთ.
რაც შეეხება რომანტიკულ
სფეროს, ბევრი თქვენგანი ამ
კვირაში საბოლოოდ
გადაწყვეტს, შეწყვიტოს
ურთიერთობა, რომელიც დიდი
ხანია ამოიწურა, აღარაა
სასიამოვნო და აღარც
გაგრძელებას აქვს აზრი.
საერთო ჯამში, ეს კვირა
თქვენთვის ბევრი
ცვლილებისა და სასიამოვნო
სიახლის მომტანი
იქნება.კირჩხიბი (21 ივნისი -
22 ივლისი)კირჩხიბები
დაიცავენ იმას, რაც მანამდე
დიდი გაჭირვებით შექმნეს.
ეს შეიძლება იყოს
ნებისმიერი რამ - ბიზნესი,
ურთიერთობები,
ჯანმრთელობა ან
ღირებულებითი სისტემა.
არსებული სტაბილურობის
ნებისმიერ ხელყოფას
კირჩხიბები უკიდურესად
უარყოფითად აღიქვამენ.
პროფესიულ სფეროში
წარმატებულები იქნებიან
ისინი, ვისი საქმიანობაც
დაკავშირებულია სადაზღვეო
ბიზნესთან, საბანკო
ანალიტიკასთან თუ
უსაფრთხოების
სტრუქტურებთან. ზოგიერთი
კირჩხიბი მემკვიდრეობით
მნიშვნელოვან ნივთს
მიიღებს საჩუქრად, ზოგი კი
საბოლოოდ გადაწყვეტს,
რემონტი გააკეთოს. რაც
შეეხება რომანტიკულ
სფეროს, ამ ნიშნის
თავისუფალი
წარმომადგენლები ამ
კვირაში ძირითადად
საქმიანი და
საყოფაცხოვრებო
საკითხებით იქნებიან
დაკავებულნი, ამიტომაც
ახალი ნაცნობობისა და
შეხვედრების თვალსაზრისით
რაიმე მნიშვნელოვანი
სიახლე მოსალოდნელი არ
არის.ლომი (23 ივლისი - 22
აგვისტო)ლომები კვირის
დასაწყისში მელანქოლიურ,
ამ ნიშნის
წარმომადგენლებისთვის არც
თუ ისე დამახასიათებელ
მდგომარეობაში იქნებიან.
ეს დაკავშირებული იქნება
ემოციურ დაღლილობასთან და
ნეგატიურ ინფორმაციასთან,
რომელიც დიდი ხანია,
დაგროვდა. კვირის შუა
რიცხვებისთვის ლომების
განწყობა გაუმჯობესდება,
ზოგიერთი მათგანი
ენთუზიაზმითა და
მოტივაციით აღიჭურვება,
რაც დადებით ემოციებს
გამოიწვევს. ლომების
ნაწილი ამ კვირაში
გარეგნობასთან
დაკავშირებული საკითხების
უფრო აქტიურად განხილვას
დაიწყებს. შესაძლოა, დიეტა
გადაწყვიტოთ, ან სილამაზის
რომელიმე პროცედურა,
ტრენდი დატესტოთ.
მარტოხელა ლომებს ახალი,
პერსპექტიული ნაცნობობის
შანსი ექნებათ, ხოლო
ურთიერთობაში მყოფები
ადამიანები სიყვარულისა
და სითბოს გამოვლინების
უფრო მნიშვნელოვან
საფეხურზე
გადავლენ.ქალწული (23
აგვისტო - 22
სექტემბერი)ქალწულებს
საკმაოდ რთული კვირა
ექნებათ, რადგანაც პლანეტა
სატურნის ნეგატიური
გავლენა ბიზნესში
სტაგნაციას,
პარტნიორებთან ჩხუბს,
შფოთვის, ეჭვის გაზრდასა და
მოტივაციის ნაკლებობას
გამოიწვევს.
გადასახადების კუთხით
უყურადღებობამ შესაძლოა,
გარკვეული ზარალი
გამოიწვიოს. ასტროლოგები
გირჩევენ, რომ
მნიშვნელოვანი შესყიდვები
მომდევნო კვირისთვის
გადადოთ და ახლა დრო
საკუთარ თავსა და
დასვენებას დაუთმოთ. ჯობს,
გაისეირნოთ, ივარჯიშოთ,
შეხვდეთ საყვარელ
ადამიანებს. ეს აუცილებლად
დაგიბრუნებთ მოტივაციას
და არსებულ გამოწვევებს
კვლავ შემართებით
გაუმკლავდებით. რთული
ემოციური ფონის გამო,
შესაძლოა, საყვარელმა
ადამიანმა უყურადღებობასა
და გულგრილობაში დაგდოთ
ბრალი. თუმცა, ყველანაირად
ეცადეთ, რომ მშვიდად
დაილაპარაკოთ და საქმე
კონფლიქტამდე არ
მიიყვანოთ.სასწორი (23
სექტემბერი - 22
ოქტომბერი)სასწორებს ეს
კვირა საშუალებას მოსცემთ,
რომ თავი დააღწიონ იმ
დამოკიდებულებებს,
რომლებიც ცხოვრებას
წესრიგში ხელს უშლით. ეს
შეიძლება იყოს როგორც ცუდი
ჩვევები, რომლებიც მავნეა
ჯანმრთელობისთვის, ასევე
არაჯანსაღი ურთიერთობები.
ასევე, დიდი შანსია, რომ
სამუშაო, რომელსაც არ
მოაქვს სიამოვნება ან არ
აქვს პერსპექტივა,
გაცვალონ უფრო საინტერესო
და უკეთ ანაზღაურებად
საქმეზე. ამ კვირაში თქვენი
მთავარი ამოცანაა, რომ არ
შეგეშინდეთ, დაიჯეროთ
საკუთარი თავისა და
შესაძლებლობების და მაშინ
ყველა შანსია, თქვენი
ცხოვრება უკეთესობისკენ
შეცვალოთ. ახლობელი
ადამიანების მხარდაჭერაც
დადებით როლს ითამაშებს,
რაც თქვენს თვითშეფასებას
გაზრდის. ამ ნიშნის
ზოგიერთი წარმომადგენელი
საბოლოოდ დაიწყებს
საკუთარ ბიზნესს,
ცხოვრების ფინანსური
მხარე სტაბილური იქნება და
ადრე დაწყებული საქმეების
შედეგს სწორედ ახლა
დაინახავთ.მორიელი (23
ოქტომბერი - 21
ნოემბერი)მორიელები
თითქმის მთელი კვირა
თავიანთ "მშობლიურ"
ენერგეტიკულ ველში
იქნებიან, რაც ჰოროსკოპის
მერვე სახლს უკავშირდება.
ნებისმიერი ექსტრემალური
და გაუთვალისწინებელი
სიტუაცია წყლის ამ ნიშანს
მხოლოდ გააძლიერებს და
მკვეთრ ცვლილებებს
გამოიწვევს. ბევრი მორიელი
შეიცვლის სამუშაო ადგილს
და, შესაძლოა, პროფესიული
უნარებისა თუ ცოდნის
თვალსაზრისით ახალი
გამოწვევების აღება
გადაწყვიტონ. ზოგი
მეგობარს დაემშვიდობება,
უფრო მეტიც, მოულოდნელად და
სინანულის გარეშე. გარდა
ამისა, შესაძლოა, ზოდიაქოს
ამ ნიშნის ბევრმა
წარმომადგენელმა სრულიად
რადიკალურად შეიცვალოს
გარეგნობა, რაც უამრავი
ადამიანის მოწონებას
დაიმსახურებს. ზოგადად, ეს
კვირა თქვენს ცხოვრებაში
ბევრ მნიშვნელოვან
ცვლილებას გამოიწვევს და
შესაძლოა, გადატვირთული
გრაფიკის გამო შფოთვის
მომატებული ხარისხიც
იგრძნოთ. ამიტომაც,
ასტროლოგების მთავარი
რჩევაა, დრო სახლში,
მშვიდად გაატაროთ,
დაისვენოთ და ძალები
აღიდგინოთ.მშვილდოსანი (22
ნოემბერი - 21
დეკემბერი)მშვილდოსანს
მოქმედების დიდი ხნის
ნანატრი თავისუფლება
ექნებათ, რაც მათ ძალიან
აკლდათ. ისინი მალულად
გათავისუფლდებიან იმ
შიშებისა და ეჭვებისგან,
რომლებიც დიდი ხანია,
ტანჯავთ და მოსვენებას არ
აძლევთ. ფინანსური სექტორი
სტაბილური იქნება,
დამატებითი სახსრების
დაგროვების შესაძლებლობა
კი კვირის მეორე ნახევარში
გაჩნდება. ის მშვილდოსანი,
რომელიც სხვადასხვა
საქმიანობას ეწევა და
კარიერული საკითხებითაა
დაკავებული, მნიშვნელოვან
წარმატებასა და აღიარებას
მიაღწევს. ამავე კვირაში
ურთიერთობების
თვალსაზრისით
მნიშვნელოვან
გაუმჯობესებას იგრძნობთ
და შესაძლოა, მოულოდნელი
საჩუქარიც კი მიიღოთ.
განაგრძეთ კითხვა