„სხვისი აზრი დიდი ხანია აღარ მადარდებს... აღარც ზედმეტად ვნერვიულობ და აღარც ადამიანების შენარჩუნებას ვცდილობ“ - სოფო ბედია

სოფო ბედია

მომღერალი სოფო ბედია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ „სხვისი აზრი დიდი ხანია არ ადარდებს და აღარც ადამიანების შენარჩუნებას ცდილობს“.

სოფო ბედიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„არ ვიცი, ვის როგორი ადამიანი ვგონივარ, ან ჩემს ცხოვრებას ვინ როგორ ხედავს…
სხვისი თვალით დანახული, ყველაფერი ზედმეტად სხვანაირია სხვისი აზრის პასუხისმგებელიც ვერ ვიქნები მაგრამ მე ვიცი, ვინ ვარ, როგორი ვარ, როგორი გული მაქვს და როგორი გზა მაქვს არჩეული ცხოვრებაში. ამიტომ, სხვისი აზრი დიდი ხანია აღარ მადარდებს.

აღარც ზედმეტად ვნერვიულობ და აღარც ადამიანების შენარჩუნებას ვცდილობ.დროის სვლასთან ერთად, ცხოვრება უფრო მარტივი გახდა. იყავი მართალი შენს სინდისთან, უსმინე შენს გულსა და გონებას, მოექეცი სხვებს ისე, როგორც შენ გსურს, რომ გექცეოდნენ! ასე უფრო ლამაზი, მარტივი და საინტერესოა ცხოვრება“, -წერს სოფო ბედია.