ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სუს-ში გამოკითხვაზე მაგომედ იჟიევი იმყოფება

მაგომედ იჟიევი

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სუს-ში გამოკითხვაზე საქართველოს ჩეჩენი მოქალაქე მაგომედ იჟიევი იმყოფება. მას სავარაუდოდ, თარჯიმნის დახმარებით კითხავენ. მან გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, რომ არ იცის, რა კითხვები იქნება.

„მე საიდან ვიცი, რა კითხვები იქნება. მითხრეს, გაქვს კითხვებიო და მოვედი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან იჟიევმა.

კითხვაზე, იცნობს თუ არა იგი უკრაინაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებს, იჟიევმა განაცხადა, რომ არ იცის.

„არ მაქვს თქვენს კითხვებზე პასუხები, არ ვარ ბიზნესმენი, საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ“, - განაცხადა მაგომედ იჟიევმა.

არსებული ინფორმაციით, დღეს ასევე იგეგმება პანკისის ხეობაში მცხოვრები 6 ადამიანის გამოკითხვა.