21 წლის ქეთი ჯავახიშვილის სასტიკი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა - ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს

ქეთი ჯავახიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის სასტიკი მკვლელობის საქმეზე პროცესი გაიმართა. სხდომაზე გადაისინჯა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, დაკავებული კვლავ პატიმრობაში დარჩა.

პროკურატურას ბრალდებული ოთარ ცინდელიანის დაკითხვა სურდა, თუმცა მან დუმილის უფლებით ისარგებლა.

მმოკლე ტექსტური შეტყობინებების შესწავლით, ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ცინდელიანი საქართველოში ჩადენილ დანაშაულამდე ესპანეთში ძარცვის ბრალდებით იყო დაკავებული და ის ქვეყნიდან დეპორტით გააძევეს.

ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, საკუთარ სახლთან ახლოს მოკლეს. მას 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მის შეყვარებულს, ოთარ ცინდელიანს კი 16-იდან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.