პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ჯერ არ ვარ მზად ამისთვის, რომ ვთქვა, რისი ოპერაცია გავიკეთე, თუმცა აუცილებლად ვიტყვი, მაშინ როცა საბოლოო შედეგი იქნება“ – ამის შესახებ მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ისაუბრა.
ნუცას გადაცემაში „დღის პოსტი“ წამყვანმა იმ პლასტიკურ ოპერაციაზე დაუსვა კითხვა, რომელიც მომღერალმა ცოტა ხნის წინ, თურქეთში გაიკეთა.
ნუცა ბუზალაძე ამბობს, რომ 7 წელი სურდა ამ ოპერაციის გაკეთება, თუმცა ძალიან ეშინოდა. ყველაფერი კი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ევროვიზიის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. სწორედ ამ კონკურსის შემდეგ გადაწყვიტა, თურქეთში ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაციის დაგეგმვა:
„ჯერ არ ვარ მზად ამისთვის, რომ ვთქვა რისი ოპერაცია გავიკეთე, თუმცა აუცილებლად ვიტყვი, მაშინ როცა საბოლოო შედეგი იქნება. 7 წელი მინდოდა ამ პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, მაგრამ ვერ ვდგამდი ამ ნაბიჯს, იმდენად მეშინოდა ოპერაციების. შემდეგ ვიფიქრე, რომ მე ეს აშკარად მაწუხებს, კარიერაშიც აშკარად. კი ვჩანდი ევროვიზიის სცენაზე ძალიან თავდაჯერებული, მაგრამ ასი პროცენტით ის არ ვიყავი, ვინც უნდა ვიყო. როგორც კი დამთავრდა ევროვიზია მაშინვე წავედი სტამბოლში, მივხვდი რა არის ჩემი პრობლემა. ოპერაცია 4 საათიანი იყო. როგორც კი ეს ოპერაცია გავიკეთე, ბედნიერი და ამაყი ვიყავი, რომ გადავდგი ეს ნაბიჯი“ – ამბობს ნუცა ბუზალაძე.