თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა - ნახეთ ფასები უბნების მიხედვით

საკუთრებაში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უძრავი ქონება ახალაშენებულ მრავალბინიან კორპუსებში თბილისში ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა ყველაზე იაფი კი, სამგორში. რაც შეეხება კერძო სახლებს, აქაც, ღირებულებით პირველ ადგილზე მთაწმინდაა. ხოლო ბოლოზე – გლდანი.

საქსტატის ცნობით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 4.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.9 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება ბინების ფასს უბნების მიხედვით, 1მ² ფასი ბინების სეგმენტში ასე ნაწილდება:

მთაწმინდა – 5 737 ლარი;

ვაკე – 5 247 ლარი;

საბურთალო – 4 036 ლარი;

ჩუღურეთი – 3 960 ლარი;

დიდუბე – 3 648 ლარი;

კრწანისი – 3 635 ლარი;

ნაძალადევი – 3 581 ლარი;

ისანი – 3 449 ლარი;

გლდანი – 3 425 ლარი;

სამგორი – 3 232 ლარი.

მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების – 4.8%, ისე კერძო სახლების სეგმენტში – 4.6%-ით. 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 14.4%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 16.8%-ით.