პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
წმ.ღირსი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი თავისი სწავლებებით ხშირად ანებივრებდა მის კელიაში მისულთ. აი, რას ამბობდა ის პირჯვარზე და ჩქარა წაკითხულ ლოცვაზე.
"პირჯვარი აუცილებლად სწორად უნდა გამოისახოს, რადგან არასწორად გადაწერისას ბოროტნი კი არ გარბიან, არამედ იცინიან, ღვთისმშობელი კი წყრება. პირჯვრის გამოსახვისას მარჯვენა ხელი ჯერ შუბლთან უნდა მივიდოთ, შემდეგ - ჭიპის თავზე, მერე - მარჯვენა და მარცხენა მხარზე. მას, ვინც ჭიპის მაგივრად, გულზე იდებს ხელს - თავდაყირა ჯვარი გამოსდის. ჰაერშიც არ შეიძლება გამოსახვა, ხელი აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდოთ. პირჯვრის გადაწერისას ლოცვა უნდა ითქვას აუცილებლად, თუნდაც გულში, თორემ ისე მსახიობებიც კი იწერენ პირჯვარს.
იღუმენია ქეთევან კოპალიანი იგონებს:
მამა გაბრიელს არ მოსწონდა, როცა ვინმე ლოცვას ჩქარა კითხულობდა, შეაჩერებდა და ეტყოდა:
"რატატატა, რატატატა... ლოცულობ თუ ჩხუბობ? რა ჩაპაევის "პულიმიოტივით" მიაყარე! გაზეთს ხომ არ კითხულობ?! შიშითა და მოწიწებით, აუჩქარებლად უნდა ილოცო. როცა ლოცულობ, გაიაზრე, ვის წინაშე დგახარ, ვის ესაუბრები, ქრისტე უხილავად არს ჩვენთან, სულ არს ღმერთი".
ასევე დაგაინტერესებთ:
"თავიდან მწყინდა, რის გამო დამსაჯა ღმერთმა? რატომ მაინც და მაინც ჩემი შვილი-მეთქი? მადლობა უფალს, ამ ამბავს არ გავუბოროტებივარ..." - დათი ქოქრაშვილის დედის ემოციური ინტერვიუ