VIDEO: „ბოდიში, მაგრამ აღარ შემიძლია...“ - რატომ გავიდა თიკა ფაცაცია გადაცემის ჩაწერიდან
1701461549
დღეს, 22 სექტემბერს, ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა მიახლებოდა და მოელოცა საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი";
ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში მისულ მორწმუნე მრევლს, ასევე შეეძლო კანდელიდან ზეთის წაღება, რომელიც სნეულთ კურნავს და შვებას ჰგვრის;
ღვთისმშობლის ხატი მის მცველებს რამდენიმე საათით ჰქონდათ გამობრძანებული ტაძარში, სადაც ასევე იყიდდით ამ ხატის ასლებს;
ხატის მოლოცვის შესაძლებლობა მორწმუნეთ 14 ივლისსაც მიეცათ;
ხატზე "დედოფალი" - ინფორმაციას გაეცნობით ამ ფეისბუქგვერდზე;
"დედოფალს" სასწაულები მოუხდენია, ახდენს და აქვს შექმნის საინტერესო ისტორია; ხატს "დედოფალი", ანუ "სიხარულის მომნიჭებელი" პატრიარქმა უწოდა. ის 2014 წელს შეიქმნა და ივერონში დაბრძანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ანალოგია, რომელსაც "პორტაიტისა" ეწოდება.
ხატს ორი მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი - გიორგი ჭოლოკავა.
მცველებს "დედოფლის" ხატი ათონის მთაზე ჰყავდათ წაბრძანებული, სადაც ის დედახატს შეხვდა. ხატი ასევე წმინდა მიწაზე იმყოფებოდა;
"მადლი, რომელიც ხატიდან გადმოდის, ასეთი სიმხურვალის სახით აღწევს ადამიანებამდე და ეს ტემპერატურა საკმაოდ მწველია. მასთან ძალიან ახლოს მისვლა არც გჭირდება, ამას მანძილზე გრძნობ" - ჰყვება ზურაბ შიოშვილი.
"ხატს ნებისმიერ ადგილზე რომ შეეხო, სიმხურვალეს ხელების გარდა, ვერც ერთი ნაწილიდან იგრძნობთ. მეზობელმა, რომელსაც ხატის რეპროდუქცია ვაჩუქე, მითხრა, ხელები თბილი აქვსო; რამდენიმე ცალი მეც მქონდა შინ და თითოეულს რომ შევეხე, ყველას ხელი თბილი ჰქონდა" - გიორგი ჭოლოკავა.
ასევე დაგაინტერესებთ: