5 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართი

შუქი

5 ოქტომბერს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. დეტალურ ინფორმაციას გრაფიკისა და მისამართების შესახებ კომპანია "თელასი" ავრცელებს.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანდორ პეტეფის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაიას, ციხისძირის, კაპანაძის, ფარავნის, თეთნულდის, ჩხიკვიშვილის, მამრაძის, მიჩურინის, ნორიოს, ჩუბინაშვილის, დავით კლდიაშვილის, ცოტნე დადიანის, ქინქლაძის, პალიასტომის, გოგი დოლიძის, ნინოშვილის, კიკვიძის, ზაზიშვილის, ხათუნა დონდუას, გროზნოს, კონსტიტუციის, როსტოვის, რეხის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, ფიროსმანის, ართვინის, გოგოლის, ფოცხვერაშვილის და მამარდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

✕