ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
გარდაიცვალა ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი დალაქიშვილი. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ქუთაისელი მუსიკოსი და DJ, რომელსაც მეგობრები „პუშკინას“ სახელით იცნობდნენ, ბოლო დროს, მძიმე სენს ებრძოდა. გავრცელებული ცნობით, მას პროგრესირებადი დაავადება გასულ წელს დაუდგინდა.
გიორგი დალაქიშვილის შემოქმედებითი საქმიანობა ქუთაისის საკლუბო კულტურას, მათ შორის, კლუბებს - Bude-სა და Reflector-ს უკავშირდებოდა.
მისი მუსიკალური გემოვნება House-სა და ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებდა.
წლების განმავლობაში, ის მუსიკალურ ღონისძიებებში მონაწილეობდა როგორც ქუთაისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში.