„ამ თვეში უნდა დანიშნულიყო...“ - ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ
1791144257
ვინ არის 47 წლის ქართველი, თეიმურაზ გოგიაშვილი, რომელსაც მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლისა და მისი 19 წლის ქალიშვილის მკვლელობას ედავებიან - რას ამბობენ მასზე რუსული მედია და გამოძიება.
ის ქართული წარმოშობისაა და 1979 წელს არის დაბადებული. რუსეთის სამართალდამცველების ინფორმაციით, მანამდე ნასამართლევი არ ყოფილა.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, გარკვეული პერიოდი დონეცკსა და ლუგანსკში ცხოვრობდა, შემდეგ კი რუსეთში გადავიდა. 2024 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
მოსკოვში მუშაობდა ფიტნეს-ტრენერად და საკუთარ პროფილში უთითებდა, რომ ძალისმიერ და ფუნქციურ ვარჯიშებს მიჰყვებოდა. ასევე აცხადებდა, რომ იყო პაუერლიფტინგში სპორტის ოსტატობის კანდიდატი.
2023 წლიდან ინდივიდუალურ მეწარმედ იყო რეგისტრირებული და ავტომობილებისთვის კომპონენტების წარმოებას ეწეოდა.
მასთან დაკავშირებულია მნიშვნელოვანი ფინანსური დავაც: სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ტულის ერთ-ერთი საწარმოს სასარგებლოდ მას 42,11 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა, დამატებით კი დაახლოებით 570 ათასი რუბლის სასამართლო ხარჯი.
2020 წელს მას რუსეთში შესვლაზე სამწლიანი შეზღუდვაც დაუწესდა, რომელიც სასამარტლოში გაასაჩივრა და გაუუქმდა.
დაკავებისას და შემდგომი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა, გავრცელებული ინფორმაციით, ავტომატები, პისტოლეტები, ყუმბარები და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.
გამოძიების ინფორმაციით, გოგიაშვილი ორივე მკვლელობის საქმეზე აღიარებით ჩვენება მისცა და ამბობს, რომ თავდაპირველად 19 წლის გოგონა მოკლა, შემდეგ კი მისი დედა. ეს ჯერ გამოძიების ვერსიაა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს.
სავარაუდო მოტივად სამართალდამცველები ამ ეტაპზე კონფლიქტსა და ფინანსურ პრობლემებს განიხილავენ, თუმცა ზუსტი მოტივი ოფიციალურად ჯერ დადგენილი არ არის.