"დედა, დამპირდი, რომ თმას არ შეიღებავო; არ დაგპირდები-მეთქი; მაშინ მე ისე გავაკეთებ, შენ თმას არ შეიღებავო!" - 7 სექტემბერს ლევან აბაშიძე გმირულად დაიღუპა

abashidze

დღეს ლევან აბაშიძის გარდაცვალების დღეა; 1992 წლის 7 სექტემბერს აფხაზეთის ომში, ზემო ეშერაში დაიღუპა; 29 წლის იყო.

 წლების შემდეგ ლევან აბაშიძის დედა იხსენებს, მიუხედავად იმისა, რომ ლევანს იმ პერიოდში ერთდროულად სამ ფილმში იღებდნენ, მას გული უგრძნობდა, რომ მისი შვილი ომში წავიდოდა. 

" საოცარი ინტუიცია მაქვს. ომი რომ დაიწყო შეშლილივით ვიყავი, მეგონა, რომ ლევანი ფრონტზე წავიდა. მივედი კინოსტუდიაში, გავიგე, რომ ნამდვილად გადაღებებზე იყო ბათუმში, დავმშვიდდი. იმხანად სამ ფილმში იღებდნენ ერთდროულად, მაგრამ ვიცოდი, შინ არ გაჩერდებოდა. 4 სექტემბერს ბათუმიდან ჩამოვიდა თბილისში და გამომიცხადა: "დედა მე მივდივარ სოხუმში!" გავშეშდი... იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? - ვერაფერი ვუპასუხე. ვიცოდი ჩემი პროტესტი უშედეგო და უადგილო იქნებოდა..." - მანანა ხიდაშელი.

ქალბატონმა მანანამ "დილა მშვიდობისა, საქართველოს" პატარა ინტერვიუ მისცა, სადაც ის 31 წლის წინ გმირულად დაღუპულ შვილს იხსენებს;

მანანა ხიდაშელი: სულ არ ჰქონდა თავში ავარდნილი, რომ ასეთი ლამაზი და ნიჭიერი იყო; სადმე რომ მივდიოდი, შეამოწმებდა, როგორ მაცვია; ყურადღებიანი იყო; ეს გიხდება, ის ჩაიცვი, ეს ჩაიცვიო;

სულ ამბობდა, მე ცოლი არ მეყოლება, შვილი არ მეყოლებაო;

დედა, თმას შეიღებავო, მკითხა ერთხელ; როცა დამჭირდება, შევიღებავ-მეთქი; დამპირდი, რომ არ შეიღებავო; არ დაგპირდები-მეთქი; მაშინ მე ისე გავაკეთებ, შენ თმას არ შეიღებავო!

მიკვირს და მიხარია, რომ ლევანი ახალგაზრდებსაც ახსოვთ და უყვართ; ბოლოს და ბოლოს რა მოასწრო?

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

მეშინოდა, მაგრამ ამირანმა გადამაწყვეტინა და..." - რა სთხოვა ამირან არაბულმა ცოლს თურქეთის კლინიკიდან

"რაც ჩემთვის ჩემმა ცოლმა გააკეთა, ვერც ერთი ქალი ვერ გააკეთებდა. გამათავისუფლა ყველაფრისგან, რაც ოჯახს სჭირდება" - ტარიელ ხარხელაური ცისფერთვალებიან მუზაზე

ნინო ბაშარული სამარშუტო ტაქსიდან სიმღერისთვის ჩაიყვანეს - "რაც თავად სურთ, იმას გაკეთებინებენ"