1728312638
"შტრიხკოდიან პროდუქტს ჯვარი გადასახეთ და ისე მიიღეთ, არ გავნებთო, ამბობდა..." - რას გვიყვება მამა გაბრიელის სულიერი შვილი
მანანა ხორბალაძე მამა გაბრიელის სულიერი შვილია. ჩვენი მეოხი წმინდა მამის მიერ მოვლენილ სასწაულებზე, საჯაროდ, პირველად "პრაიმტაიმს" უამბო.
21 წელია ბელგიაში ცხოვრობს. აქვს ქართული სკოლა და ლიტერატურული თეატრი.
გთავაზობთ ინტერვიუს ამონარიდს.
მანანა ხორბალაძე: მამა გაბრიელი მაშინ გავიცანი, ეკლესიური ცხოვრება ახალი დაწყებული რომ მქონდა. ბევრი ჩემი განსაცდელის შედეგად ქრისტეს გზას შევუდექი. შეუძლებელია დალხინებული ადამიანი უფალთან მივიდეს. ღმერთს ტკივილით და განსაცდელით პოულობ. მადლობა ღმერთს და დიდება უფალს ამისთვის.
სიმსივნე მარჯვენა საკვერცხეზე მქონდა. ექვს თვეში მარცხენაზეც განვითარდა. მაშინ უფალმა გადამარჩინა. საოპერაციოში დავინახე მაცხოვარი... მერე კლინიკური სიკვდილი მქონდა.
ეკლესიური ცხოვრება ამის შემდეგ დავიწყე.
მამა გაბრიელთან მოძღვრის, მამა არჩილ მინდიაშვილის კურთხევით, მეგობარმა წამიყვანა.
სამთავროს მონასტერში რომ შევედით, მამა გაბრიელი კელიასთან დაგვხვდა. როგორც მასპინძელი ელოდება სტუმარს, ასეთი შემთხვევა იყო. დამლოცა, გულში ჩამიკრა და მითხრა: ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს. როგორ უყვარხარ, დაო, ღმერთსო. მე ეს სიტყვები გამიკვირდა, რადგან მანამდე მთელი ცხოვრება საშინელი ათეისტი ვიყავი. გულში გავიფიქრე, როგორ შეიძლება მე ვუყვარდე ღმერთს-მეთქი. დიახ, მამა გაბრიელი ამ სიტყვების შემდეგ ჩემს გულში შემოვიდა. მე მასში ამ დღიდან ცოცხალ წმინდანს ვხედავდი.
მამა გაბრიელი ამოუცნობი და დიდი იყო. კაცთანაგან ვერავინ ჩასწვდა მის სიღრმეებს. ყველასთვის მიუწვდომელი იყო. ის იმისთვის მოვიდა ამქვეყნად, რომ ქართველი ხალხისთვის ღმერთის და მოყვასის სიყვარული ესწავლებინა. მთლიანად სიყვარული იყო. უყურებდი, რომ შენს წინ ცოცხალი წმინდანი იმყოფებოდა, მაგრამ უცებ ისე დაიწყებდა სალოსობას, რომ გაოგნებული რჩებოდი. ამის გამო ბევრი განიკითხავდა. უამრავი მეგობარი მყავდა მასთან მიყვანილი, თან ყველას ვაფრთხილებდი, ცოცხალ წმინდანთან მიმყავხართ-მეთქი. მამა გაბრიელი ხომ ყველაფერს წინასწარ გრძნობდა, ჩვენს ფიქრებსაც. ამიტომ მასთან მისულების წინ ისეთ რამეებს აკეთებდა, რომ ისინი დაებრკოლებინა. ეს არის წმინდანიო, მერე გაოცებული მეკითხებოდნენ.
ამას იმიტომ აკეთებდა, რომ თავი დაემდაბლებინა. მე მისი მსგავსი სიმდაბლის ადამიანი არსად მინახავს. ასეთი სიმდაბლე მხოლოდ წმინდანების ხვედრია.
არ უნდოდა, რომ მასზე ეფიქრათ, რომ ის წმინდანია. ამიტომ სალოსობით ამ ეჭვს აქარწყლებდა. ცოდვილთა შორის ყველაზე ცოდვილი ვარ, მტვერი ვარ, არარაობა ვარო, სულ ამას ამბობდა.
უწმინდესს აქვს ნათქვამი, უამრავი წმინდანი ჰყავს საქართველოს, მაგრამ მამა გაბრიელი ყველაზე დიდიაო...
სამშობლოში დაბრუნებაზე უკვე უნდა ვიფიქრო. მაგრამ ჩემი შვილები საფრანგეთში ცხოვრობენ და გამიჭირდება. არადა, ისეთი ჟამი მოდის, მართლა ყველა უნდა დავბრუნდეთ საქართველოში.
მამა გაბრიელს კელიაში ჰქონდა კოკა-კოლა, რომელზედაც იყო შტრიხკოდი. მაშინ არ იყო პროდუქტებზე შტრიხკოდები.
"შეხედეთ, ეს ანტიქრისტეს ნიშანია. მალე ყველა პროდუქტს დაედება და მისი ნომერი იქნება. მაგრამ არ შეგეშინდეთ, ჯვარი გადასახეთ და მიიღეთ, არ გავნებთო. არ დაგავიწყდეთ, პროდუქტზე ჯვრის გადასახვა სანამ მიიღებთ საკვებსო."
ჰყვებოდა, რომ ამის შემდეგ უკვე ადამიანებს დაედებათ ეს შტრიხკოდი, დაინომრებიანო. აცრის შემდეგ ხომ დაგვედო კიდეც შტრიხკოდები. არც ამან შეგაშინოთ. მაგრამ აი, შემდეგ მოდის ჩიპის ჩადგმაო. ვინც მას ჩაიდგამს, არ ჰქონდეს წილი არასოდეს უფალთან. მხოლოდ სამი წელი იქნებიან ბედნიერები. მესამე წელს მთელ სხეულზე ისეთი წყლულები გაუჩნდებათ, ვერავინ ვერ უშველისო. საყოველთაო შიმშილი დაიწყება, ეცადეთ, ყველანი ერთად იყოთ, ჯგუფ-ჯგუფად და ბოროტი ვერ მოგერევათო. ანტიქრისტეს საქართველოში არაფერი გამოუვა, მიატოვებს და წავა აქედანო.
ამბობდა - წმინდანთა ჯაჭვი საქართველოს საზღვრებს გარს შემოევლება და ვერავინ გადმოვა. როცა მთელ დედამიწაზე უბედურება დატრიალდება, ივერია გაბრწყინება. საქართველოში უდიდესი ბედნიერება მოვაო.
ჩემი მეგობარი მონაზონი, რომელსაც სულიერი ხილვები აქვს, მეუბნება, დროზე დაბრუნდი საქართველოში, თორემ მერე ვეღარ შემოხვალ საზღვარზეო.
ბოლო ჟამს, ქართველ ერს მხოლოდ სიყვარული გადაარჩენსო, მამა გაბრიელი ამბობდა.
ღვთიური სიყვარულის ლამპარი დაგენთოთ გულებში, სხვაგვარად შეუძლებელია იყოს მშვიდობა.
ასევე დაგაინტერესებთ: Exclusive: "დაიწყება გაჭირვება, საყოველთაო შიმშილი...“ მამა გაბრიელს ვუამბე ეს ხილვა..." - რა ელის საქართველოს ბერი გაბრიელის სულიერი შვილის წინასწარმეტყველებით
უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888