1760126513
ვრცელდება ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირები - „ცრემლა“, „პუპსიკა“, „გრიალო“, „რიჟა“ და სხვები ფიგურირებენ
დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს. კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.
საგამოძიებო უწყებამ ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერებიც გამოაქვეყნა, რომელშიც "ქურდულს სამყაროსთან" კავშირში მყოფი პირები ფიგურირებენ.








