დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დღეს წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში 12-დან 17 საათამდე გამობრძანებული იყო საკვირველმოქმედი და სწრაფლშემსმენელი ხატი "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი."
ხატი ისნის რაიონში ბევრმა მართლმადიდებელმა მოილოცა. მრევლმა ხატის ასლები შეიძინა.
"დედოფალი" უამრავ სასწაულს ახდენს. ყველაზე დიდი სასწაული კი ის არის, რომ ხატზე დედა ღვთისმშობლის ხელი თბილია. ხელიდან სითბო მოდის ამ ხატის ასლებზეც. საქართველოს პატრიარქმა მას "დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი” უწოდა.
დღეს ასე მოილოცეს მორწმუნეებმა დედა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც 2014 წელს შეიქმნა და ის ივერონში დაბრძანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ანალოგია, რომელსაც "პორტაიტისა" ეწოდება. ვიდეო ხატის სახელზე შექმნილ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
ასევე დაგაინტერესებთ: "შტრიხკოდიან პროდუქტს ჯვარი გადასახეთ და ისე მიიღეთ, არ გავნებთო, ამბობდა..." - რას გვიყვება მამა გაბრიელის სულიერი შვილი