კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
ისტორიკოსმა ზაზა აბაშიძემ გადაცემაში "ავტოგრაფი" მოჰყვა ისტორია მამაზე, თუ როგორ ხვდებოდა მუდმივად, მამის საფლავზე დანთებული სანთელი;
აი, რა ამბავი იმალებოდა ამის უკან;
ზაზა აბაშიძე: დიდუბეში, მამას საფლავზე მისულს ხშირად მხვდება დანთებული სანთელი; ვერასდროს შევესწარი, ვინ ანთებს; ერთხელ ვკითხე მესაფლავეებს, ხომ არ იცით, ვინ მოდის, ან ჰკითხეთ, ვინ არის-მეთქი? ვიღაც მამაკაცი მოდის და მასთან ერთად ზოგჯერ ქალბატნიცო;
გაირკვა: ამ მამაკაცს დაუნახავს დოდო ზის რესტორანში და მეგობრებთან ერთად ქეიფობს; რომ წამოიშალნენ და გარეთ გავიდნენ და ეს კაცი გაედევნა დოდოს და უთხრა, ეგებ დამეხმაროთ, ამდენი ხანია ბინის რიგში ვარ, ექვსი შვილი მყავს, ვაგონში ვცხოვრობ, ეგებ ხმა შემაწიოთო; ვისთან შეგაწიოთ ხმაო, უკითხავს დოდოს; წამოდი გურამ გაბუნიასთან მივიდეთო; მივიდნენ; რა ხდებაო, უკითხავს ბატონ გურამს; ნახე, რა ბიჭია, ექვსი შვილი ჰყავს, ორი გოგო, ოთხი ბიჭი და აუხსნა სიტუაცია;
იმ წუთში გადაუწყვეტია ეს პრობლემა ბატონ გურამ გაბუნიას; მიიღეს ბინა და მისულან დოდოსთან და ჰკითხეს, მადლობა რითი გადაგიხადოთო? მამას უპასუხია: რომ მოვკვდები, მოდი ჩემს საფლავზე და სანთელი დამინთეო; ასე დადიან და ამდენი ხნის განმავლობაში უნთებენ სანთელს;
ასევე დაგაინტერესებთ:
"გადაღებამდე ერთი თვით ადრე, ეკას მეუღლე დაეღუპა; ეშინოდათ, რომ ის მთავარ როლზე ვერ გაამართლებდა…" - ფილმი, რომელზედაც იტირებთ და ომს სხვა რაკურსითაც დაინახავთ