ჯიმ ქერი ფარულად დაქორწინდა

ჯიმ ქერი პარტნიორთან ერთად

ჯიმ ქერი ფარულად დაქორწინდა. მისი რჩეული, მხატვარი და მსახიობი, მინ აჰია, რომელთანაც რამდენიმე წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. უცხოური მედიის ცნობით, ცერემონია ლოს-ანჯელესში ვიწრო წრეში გაიმართა.

წყვილი საჯაროდ პირველად საფრანგეთში, მიმდინარე წლის თებერვალში ერთ-ერთ დაჯილდოებაზე გამოჩნდა. სიტყვით გამოსვლისას ჯიმ ქერიმ პარტნიორს ასეთი სიტყვებით მიმართა: „მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს საოცარ თანამგზავრს, მინ აჰს, რომელიც ძალიან მიყვარს“.

ღონისძიების მიმდინარეობისას მინ აჰი დარბაზში მსახიობის ქალიშვილ ჯეინთან და შვილიშვილ ჯექსონთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც ჯიმ ქერი ამბობს, ის თავს ბედნიერად გრძნობს.

✕