28 თებ 13:45
25 თებ 15:14
გურიაში, მეხანძრე-მაშველები კიდევ ერთ ოჯახს დაეხმარნენ და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანესლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუნში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს, დიდთოვლობის გამო, საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაუზიანდა. მეხანძრე-მაშველებმა სახლში მყოფი ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
17 თებ 20:17
„ჯარიმა 500–5000 ლარის ფარგლებშია...“ - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
2025 წლიდან ქვეყნის მასშტაბით ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი დაიწყო და დარღვევებისთვის ჯარიმები ამოქმედდა. მონიტორინგს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ადგილზე მისვლით ან ვიდეოკონტროლის საშუალებით განახორციელებს.ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარის გიორგი შიოლაშვილის თქმით, მონიტორინგს სააგენტო პერიოდულობით განახორციელებს. „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დაევალა, მონიტორინგის განხორციელება ტექინსპექტირების ცენტრებზე. მონიტორინგი სავალდებულო იქნება გარკვეული პერიოდულობით. შემოწმება მოიცავს როგორც ადგილზე სპეციალური ჯგუფების მისვლას, ასევე ვიდეოკამერების საშუალებით ტექინსპექტირების ცენტრების საქმიანობის შესაბამისობის დადგენას ტექნიკურ რეგლამენტთან.ცვლილებები გამოიწვევს საქმიანობის კონტროლს და მეტად მობილიზებულები იქნებიან ტექინსპექტირების ცენტრები. თუმცა მნიშვნელოვანია, ინსპექტირების პროცესი კომპეტენტურმა კადრებმა განახორციელონ, რადგან დარღვევების შემთხვევაში საკმაოდ მაღალი საჯარიმო სანქციებია,“ - აღნიშნავს შიოლაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას. აღსანიშნავია, ისიც რომ შინაარსიდან გამომდინარე, ხარვეზი შეიძლება იყოს სახიფათო, მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო. სახიფათო ხარვეზის დაუფიქსირებლობის შემთხვევაში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი - 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში - 2000 ლარით, ხოლო თუ უმნიშვნელო ხარვეზი ჰქონდა ავტომობილს - 500 ლარით დაჯარიმდება.
სხვა სიახლეები
მსოფლიო • 32 წუთის წინ
ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინასთან ურთიერთობის აღდგენისთვის არა ოფიციალურად მოითხოვა, რომ ზელენსკიმ საჯაროდ ბოდიში მოიხადოს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.სააგენტოს ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ტრამპსა და ზელენსკის დაურეკა და სცადა, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაებრუნებინა, თუმცა ტრამპის გუნდმა მოლაპარაკების განახლებაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ დაძაბული ატმოსფეროს განსამუხტად დრო არის საჭირო.28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მწვავე კამათში გადაიზარდა, რის შემდეგაც ამერიკულმა მხარემ მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარი თქვა.
ასტროლოგია • 35 წუთის წინ
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.ამჯერად, იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საკუთარ პროგნოზებს აქვეყნებს:„ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე: დასრულდება ომი უკრაინაში? ან სად უფრო მაღალი რისკია მსოფლიოში საომარი ესკალაციის? რა განვითარება შეიძლება ჰქონდეს ამ ამბებს? ანალიტიკური შეფასება დაბლა:რაც არ უნდა ძალიან უნდოდეს ადამიანს, პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთი მასშტაბის ომები ერთ და ორ დღეში არ სრულდება, ფიზიკურად შეუძლებელია! არჩევნებს ყოველთვის იგებს შესაბამისი ,,ლოზუნგი.’’ ის დაპირება და მიდგომა, რაც კაცობრიობას აკლია, ამერიკაშიც ამან გაჭრა.2020 წლიდან მოყოლებული დედამიწა იმდენად რთულ ენერგიებშია, რომ მშვიდობას მონატრებულ ხალხზე გათვლის გაკეთება ყველაზე ადვილია, გამოვიდა კიდეც. არაადეკვატური ჯო ბაიდენის გზის გაგრძელება არანაკლებ არაპროგნოზირებად დონალდ ტრამპს უწევს, ახლა კი ომი - ეკონომიკურ რესურსებსაც დიდად შეეხო.კაცი - კაცია, ქალი - ქალია, ვირუსულ დაავადებებს გამოკვლევა უნდა, ორგანიზაციული ფილტრაცია დაწყებულია ... ყველაფერზე კეთილი და პატიოსანი, მაგრამ სხვა? რით შეიძლება აღნიშნული ჩანაცვლდეს ან დამატებით რა იმალება ეკონომიკური რესურსების, გრენლანდიის, ლათინო ამერიკის და რაც მთავარია ისრაელის პოლიტიკის ამბებში? რომ იტყვიან ძაღლის თავი აქაა დამარხული.ობიექტურები და მიუკერძოებლები რომ ვიყოთ ამერიკის ამჟამინდელი სტრუქტურა ცდილობს ფინანსური რესურსების მოძიებას და თან ისე რომ, როგორც რუსულ, ასევე ევროპულ დიასპორასთან კავშირი არ გაუფუჭდეს. ასეთ გეოპოლიტიკურ დაძაბულობაში კი ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ან ერთთან უნდა იყო ან მეორესთან.გერმანიაში ჩატარებული არჩევნების შედეგად კი ფრიდრიხ მერცხმა გაიმარჯვა, რითაც ომის დეესკალაციის პროცესი მნიშვნელოვნად შეყოვნდა. ფრიდრიხ მერცი მეტი სიხისტით და აგრესიულობით გამოირჩევა, ვიდრე მისი წინამორბედი ოლაფ შოლცი. მერცი აპირებს რომ გადასცეს უკრაინას ,,ტაურუსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები, რომლებსაც 500-700კმ რადიუსის დაფარვა შეუძლიათ და მოსკოვის შემოგარენის განადგურება.ჯამში ევროკავშირი ხვდება, რომ ამერიკაზე და ნატოს ბლოკზე დამოკიდებული ვეღარ იქნება, შესაბამისად მიმდინარეობს დიდი რეორგანიზაცია, საუბარია ორ ძირითად მიმართულებაზე: ევროკავშირის გარდაქმნაზე, რაც ითვალისწინებს მის შეიარაღებას და სამხედრო სექტორის დამატებას და მეორე ახალი ბლოკის შექმნა - მსგავსად ნატოსი, ახალი პირობებით და მოკავშირეებით.ტრამპს მიაჩნია, რომ უკრაინა უნდა დაიცვას ევროპამ. რატომ? პასუხი მარტივია, რასაც მოწმობს მისი პოზიცია, თავად მოუწევს გრენლანდიის გამო ომში შესვლა ევროპასთან და + ისრაელის დაფინანსება ირანის საბოლოო განადგურებაში. ამაზე ფართოდ საუბრობენ ცნობილი პოლიტოლოგებიც და მხოლოდ ჩემი აზრი არაა. ასევე, ცნობისთვის შეგახსენებთ, რომ ,,The Telegraph’’ - ის ინფორმაციით ირანის ხელისუფლება ელის ისრაელისგან თავდასხმას ყოველ ღამე და ყველა სამხედრო ქვედანაყოფი მზადყოფნაშია.’’მეტიც, იმავე წყაროზე დაყრდნობით ისრაელ-ირანის თავდასხმის გამო, ირანმა თავისი ბირთვული ობიექტების ირგვლივ თავდაცვის სისტემები მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადაიყვანა და აქტიურად მიმდინარეობს ცაში ავიაციის საბრძოლო მორიგეობები.ამიტომ, რადგან დონალდ ტრამპს სურს მკაფიო პოლიტიკის წარმოება, ახლა რუსულ-ამერიკული ალიანსი უფრო მისაღებია მისთვის და ერთიანი ძალებით ბრძოლის წარმოება, ვიდრე ცალ-ცალკე ომი ყველა კონტინენტზე. ესაა ბრძოლა დედამიწაზე ძირეული გავლენების შესაცვლელად და ამაში დრო დაგარწმუნებთ თქვენ.შესაბამისად, როცა ასეთი პეიზაჟია დახატული, იქ დიდი დიდი ომი გაიყინოს, ეს საუკეთესო შემთხვევაში, თუმცა ყველაზე ცხელი წერტილი ახლო აღმოსავლეთია და ებრაული კაბალური ინტერესები. ისრაელს დაფარულში ძალიან ცუდი მიზნები ამოძრავებს. ვიმეორებ, თუ ადამიანმა ამ რეალობას თვალი ვერ გაუსწორა პოლიტიკურ ანალიზს ვერ გააკეთებს. ხოლო, რაშიც დაეჭვდეთ ის დრომ გიჩვენოთ.წლის განმავლობაში კი მარტის და აგრეთვე, აგვისტო-სექტემბრის პერიოდები იქნება გადამწყვეტი, თუ საით წავა მოვლენები.საქართველოზე ნუ სვამთ კითხვებს, ბევრჯერ ვთქვი, რომ არანაირი გლობალური კატაკლიზმები აქ არ იქნება, დანარჩენს, რასაც ხედავთ ესეც დასტაბილურდება. თავისი დრო აქვს ყველაფერს“,- წერს ასტროლოგი.
ასტროლოგია • 10:06
როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წლის მარტი სხვადასხვა მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენის გამო საკმაოდ რთული თვე იქნება. სწორედ მარტში პლანეტა ვენერა და მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ის სფერო, რომლებსაც აღნიშნული პლანეტები განაგებენ, შეფერხდება და კომუნიკაციაც გართულდება. გარდა ამისა, მარტში მთვარისა და მზის დაბნელება გველის, რაც მომატებულ ემოციურ ფონთან იქნება დაკავშირებული. გამოწვევები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროშია მოსალოდნელი, მათ შორის, სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით.გავლენას ყველა ადამიანი იგრძნობს, თუმცა ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის მარტში პირად ცხოვრებაში შედარებით მეტი გამოწვევა და სირთულე ელის:სასწორიკმაყოფილი ხართ თქვენი რომანტიკული ურთიერთობით? გიყვართ თქვენი პარტნიორი? რას ელით ამ ურთიერთობაში? ხედავთ განვითარებას? - მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში ამ შეკითხვებზე რეალური პასუხების გაცემა მოგიწევთ. ყველა ილუზია, რომლებსაც აქამდე ეყრდნობოდით, გაქრება. ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ თქვენი დამოკიდებულება, შეფასებები, მოლოდინები აბსოლუტურად შეიცვალოს. თუ გსურთ, კონფლიქტს თავი აარიდოთ, მაშინ უმჯობესია, იმ ადამიანთან, რომელთანაც ურთიერთობა გაქვთ, არსებული პრობლემების შესახებ გულწრფელად ისაუბროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემოციურად რთული დღეები კომუნიკაციას კიდევ მეტად გაართულებს და არსებულ უკმაყოფილებას გაამძაფრებს.ქალწულიმოგიწევთ, წარსული მთელი მისი კონფლიქტებით, გაუგებრობებითა და წყენით, საბოლოოდ გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან. პირველ რიგში, თუ საყვარელი ადამიანის მიმართ წყენა გაქვთ, მიტევება ყველაზე კარგი არჩევანია. ამ გზით საკუთარ თავს გაათავისუფლებთ იმ ტვირთისგან, რომელიც შესაძლოა, დიდი ხანია, გამძიმებთ. ეს თვე თქვენს ურთიერთობებში ბევრ რამეს შეცვლის. გადაფასების პერიოდი გექნებათ, რაც, საბოლოოდ, ყველაფერს აბსოლუტურად განსხვავებული თვალით დაგანახვებთ და ცვლილებების აუცილებლობაზეც დაგაფიქრებთ.თევზებიმარტი ზოდიაქოს ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებისთვის გამჭრიახობისა და სიცხადის თვე იქნება. საბოლოოდ მიხვდებით, რომ მარტოობა სასჯელი არ არის და დააფასებთ იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რაც გაქვთ. მეორეც, უფრო მკაფიოდ გააცნობიერებთ, რა გსურთ რომანტიკული ურთიერთობისგან და პოტენციური პარტნიორისგან. ასტროლოგები გირჩევენ, რომ გაზაფხულის დასაწყისი თვითგანვითარებას, საკუთარ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმოთ და პირად ცხოვრებაში სიახლეები გაცნობიერებულად დაგეგმოთ...ვრცლად
მსოფლიო • 10:06
კომპანია Microsoft-ი 2025 წლის 5 მაისს დახურავს Skype-ის სერვისს - Reuters
კომპანია Microsoft-ი 2025 წლის 5 მაისს დახურავს Skype-ის სერვისს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.კომპანიაში განაცხადეს, რომ Skype-ის დახურვა დაეხმარება Microsoft-ს, ფოკუსირება მოახდინოს Teams-ის სერვისზე, კომუნიკაციის შეთავაზებების გამარტივებით.Skype-ი 2003 წელს შეიქმნა. ის ესტონელი დეველოპერების გუნდმა შექმნა შვედური კომპანია Tele2-ის ყოფილი თანამშრომლების, ნიკლას ზენსტრემისა და იანუს ფრისის მონაწილეობით.2011 წელს Microsoft-მა აღნიშნული სერვისი 8.5 მილიარდ დოლარად შეიძინა.2019 წელს Microsoft-მა გამოაცხადა, რომ Skype for Business-ი შეწყვეტდა არსებობას (ეს საბოლოოდ 2021 წელს მოხდა) და ორგანიზაციებს მოუწოდა, გადასულიყვნენ Microsoft Teams-ზე.
მსოფლიო • 9:42
30 წლის ქალს შეერთებულ შტატებში ექიმებმა უთხრეს, რომ მას ტვინში პარაზიტები ჰყავდა. ეს მას შემდეგ, რაც ქალმა ექიმებს ფეხებში მწვავე წვის შეგრძნებით მიმართა.როგორც ჩანს, ჭიები ქალის ტვინში აზიაში მოგზაურობისას აღმოჩნდნენ.ქალის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მოხვედრილი დაუპატიჟებელი სტუმრები იქ 12 დღე შეუმჩნევლად იმყოფებოდნენ. მხოლოდ ორი კვირის შემდეგ იჩინა თავი იმუნურმა პასუხმა, რომლის დიაგნოსტირებას კიდევ ერთი კვირა დასჭირდა.რამდენიმე დღის განმავლობაში ქალის ფეხები მწარე ტკივილმა მოიცვა. საბოლოოდ ეს თავის ტკივილშიც გადაიზარდა, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებიც კი ვერ ამსუბუქებდა.პირველადმა ანალიზმა მხოლოდ დაავადების წინააღმდეგ მებრძოლი სისხლის თეთრი უჯრედების ზომიერი ზრდა გამოავლინა. განუწყვეტელი დისკომფორტისა და მაღალი სიცხის შემდეგ, ქალი ამჯერად სხვა საავადმყოფოში წავიდა.ინტრავენური ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ, ქალს თავის ტკივილი შეუმცირდა და შედეგად საავადმყოფოდან გაწერეს.და მაინც, სახლში დაბრუნების შემდეგ, სიმპტომები მალევე დაუბრუნდა.„პაციენტის თავის ტკივილი და მუდმივი ცხელება ენცეფალიტზე მიანიშნებდა. გაჩნდა ეჭვი, რომ ქალის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სერიოზული ინფექცია იყო", - განმარტა ინფექციონისტმა, ჯოზეფ ზუნტმა.სისხლის ანალიზმა პარაზიტების კვალი არ აჩვენა. ვერც თავის ქალას სკანირებით გამოჩნდა რაიმე. მიუხედავად ამისა, როდესაც სამედიცინო პერსონალმა ზურგის ტვინის სითხის ნიმუშები აიღო, აღმოჩნდა, რომ იქ ეოზინოფილური მენინგიტის მარკერები იყო. ეს ტვინის ინფექციის იშვიათი ფორმაა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს პარაზიტებით.პაციენტის ბოლო მოგზაურობიდან გამომდინარე, ქალის ექიმები ანგიოსტრონგილიოზის დიაგნოზამდე დავიდნენ. ეს დაავადება ასევე ცნობილია როგორც ვირთხის ფილტვის ჭია, რადგან ის გამოწვეულია პარაზიტი Angiostrongylus cantonensis-ისგან, რომელიც თავის სასიცოცხლო ციკლს მღრღნელების ფილტვებში იწყებს. უკვე ამის შემდეგ მოლუსკებსა და ლოკოკინებში ვრცელდება.ასეთი პარაზიტი ადამიანში იმ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ის დაუმუშავებელ ლოკოკინას ან მოლუსკს შეჭამს. მეტიც, შეიძლება ადამიანმა შეჭამოს ბოსტნეული, რომელზეც ეს არსებები მოძრაობენ და თავის ლავრებს ტოვებენ. როდესაც პარაზიტები აინფიცირებენ ადამიანის სხეულს, მათ შეუძლიათ მიგრაცია ფილტვის არტერიებში, საიდანაც ხვდებიან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და საფრთხეს უქმნიან მასპინძლის სიცოცხლეს. საბედნიეროდ, ქალის გადარჩენა მოხერხდა. მას მედიკამენტების ორკვირიანი კურსი ჩაუტარდა. კომბინირებული მკურნალობის შემდეგ პაციენტის სიმპტომები შემცირდა და საავადმყოფოში ყოფნის მეექვსე დღეს მან სახლში დაბრუნება შეძლო.