1740914281
კომპანია Microsoft-ი 2025 წლის 5 მაისს დახურავს Skype-ის სერვისს - Reuters

კომპანია Microsoft-ი 2025 წლის 5 მაისს დახურავს Skype-ის სერვისს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
კომპანიაში განაცხადეს, რომ Skype-ის დახურვა დაეხმარება Microsoft-ს, ფოკუსირება მოახდინოს Teams-ის სერვისზე, კომუნიკაციის შეთავაზებების გამარტივებით.
Skype-ი 2003 წელს შეიქმნა. ის ესტონელი დეველოპერების გუნდმა შექმნა შვედური კომპანია Tele2-ის ყოფილი თანამშრომლების, ნიკლას ზენსტრემისა და იანუს ფრისის მონაწილეობით.
2011 წელს Microsoft-მა აღნიშნული სერვისი 8.5 მილიარდ დოლარად შეიძინა.
2019 წელს Microsoft-მა გამოაცხადა, რომ Skype for Business-ი შეწყვეტდა არსებობას (ეს საბოლოოდ 2021 წელს მოხდა) და ორგანიზაციებს მოუწოდა, გადასულიყვნენ Microsoft Teams-ზე.