საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც პოლონეთში კანონი დაარღვიეს, ქვეყნიდან გამოაძევებენ

პოლონეთი

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც პოლონეთში კანონი დაარღვიეს, ქვეყნიდან გამოაძევებენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთში დაკავებული უცხოელი კრიმინალების დეპორტაცია მათი წარმოშობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში მარტის პირველ კვირაში განხორციელდება.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დეპორტაცია მოითხოვს შეთანხმებას იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც უნდა გაიგზავნონ დაკავებული უცხოელები – „კრიმინალები, რომლებმაც იპოვეს პოლონეთში ცხოვრების გზა კანონის დარღვევით“.

დონალდ ტუსკის თქმით, „საუბარია ქართულ ბანდებზე, რომლებიც პოლონეთში ძალიან აქტიური არიან“.