1740660513
ქალი, რომელმაც კუპონებით 12,000 დოლარი დაზოგა, სამსახური დატოვა და საკუთარი ბიზნესი დაიწყო

კანზასის შტატის უიჩიტას მცხოვრებმა, 28 წლის ტირინ ბლანკენშიპმა, ფინანსური დამოუკიდებლობა კუპონების წყალობით მოიპოვა. მან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით 12,000 დოლარი დაზოგა და გადაწყვიტა, სამსახური დაეტოვებინა, რათა საკუთარი ბიზნესზე და კონტენტის შექმნაზე კონცენტრირებულიყო.
ბლანკენშიპის კუპონებით საყიდლებზე სიარულის გზა კორონავირუსის პანდემიის დროს დაიწყო. სურსათის ფასების ზრდის ფონზე, მან ფასდაკლებების ძიება დაიწყო, რათა ყოველდღიური ხარჯები შეემცირებინა. ადრე კვირაში დაახლოებით 150 დოლარს ხარჯავდა პროდუქტებზე, მაგრამ ახლა ეს თანხა 40 დოლარამდე შეამცირა.
დაზოგილი თანხა მას არამარტო საკუთარი მიზნების მისაღწევად, არამედ საზოგადოების დასახმარებლადაც ეხმარება. ის ხშირად აწვდის აუცილებელ პროდუქტებს დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს.
ტირინ ბლანკენშიპის ისტორია ცხადყოფს, რომ ეკონომიური გადაწყვეტილებები შეიძლება არამარტო პირად ფინანსურ წარმატებას, არამედ საზოგადოებრივ სიკეთესაც ემსახურებოდეს.