1740914281
„საქართველოში არანაირი გლობალური კატაკლიზმები არ იქნება, რასაც ხედავთ ესეც დასტაბილურდება...“ - რას წერს ასტროლოგი

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
ამჯერად, იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საკუთარ პროგნოზებს აქვეყნებს:
„ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე: დასრულდება ომი უკრაინაში? ან სად უფრო მაღალი რისკია მსოფლიოში საომარი ესკალაციის? რა განვითარება შეიძლება ჰქონდეს ამ ამბებს? ანალიტიკური შეფასება დაბლა:
რაც არ უნდა ძალიან უნდოდეს ადამიანს, პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთი მასშტაბის ომები ერთ და ორ დღეში არ სრულდება, ფიზიკურად შეუძლებელია! არჩევნებს ყოველთვის იგებს შესაბამისი ,,ლოზუნგი.’’ ის დაპირება და მიდგომა, რაც კაცობრიობას აკლია, ამერიკაშიც ამან გაჭრა.
2020 წლიდან მოყოლებული დედამიწა იმდენად რთულ ენერგიებშია, რომ მშვიდობას მონატრებულ ხალხზე გათვლის გაკეთება ყველაზე ადვილია, გამოვიდა კიდეც. არაადეკვატური ჯო ბაიდენის გზის გაგრძელება არანაკლებ არაპროგნოზირებად დონალდ ტრამპს უწევს, ახლა კი ომი - ეკონომიკურ რესურსებსაც დიდად შეეხო.
კაცი - კაცია, ქალი - ქალია, ვირუსულ დაავადებებს გამოკვლევა უნდა, ორგანიზაციული ფილტრაცია დაწყებულია ... ყველაფერზე კეთილი და პატიოსანი, მაგრამ სხვა? რით შეიძლება აღნიშნული ჩანაცვლდეს ან დამატებით რა იმალება ეკონომიკური რესურსების, გრენლანდიის, ლათინო ამერიკის და რაც მთავარია ისრაელის პოლიტიკის ამბებში? რომ იტყვიან ძაღლის თავი აქაა დამარხული.
ობიექტურები და მიუკერძოებლები რომ ვიყოთ ამერიკის ამჟამინდელი სტრუქტურა ცდილობს ფინანსური რესურსების მოძიებას და თან ისე რომ, როგორც რუსულ, ასევე ევროპულ დიასპორასთან კავშირი არ გაუფუჭდეს. ასეთ გეოპოლიტიკურ დაძაბულობაში კი ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ან ერთთან უნდა იყო ან მეორესთან.
გერმანიაში ჩატარებული არჩევნების შედეგად კი ფრიდრიხ მერცხმა გაიმარჯვა, რითაც ომის დეესკალაციის პროცესი მნიშვნელოვნად შეყოვნდა. ფრიდრიხ მერცი მეტი სიხისტით და აგრესიულობით გამოირჩევა, ვიდრე მისი წინამორბედი ოლაფ შოლცი. მერცი აპირებს რომ გადასცეს უკრაინას ,,ტაურუსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები, რომლებსაც 500-700კმ რადიუსის დაფარვა შეუძლიათ და მოსკოვის შემოგარენის განადგურება.
ჯამში ევროკავშირი ხვდება, რომ ამერიკაზე და ნატოს ბლოკზე დამოკიდებული ვეღარ იქნება, შესაბამისად მიმდინარეობს დიდი რეორგანიზაცია, საუბარია ორ ძირითად მიმართულებაზე: ევროკავშირის გარდაქმნაზე, რაც ითვალისწინებს მის შეიარაღებას და სამხედრო სექტორის დამატებას და მეორე ახალი ბლოკის შექმნა - მსგავსად ნატოსი, ახალი პირობებით და მოკავშირეებით.
ტრამპს მიაჩნია, რომ უკრაინა უნდა დაიცვას ევროპამ. რატომ? პასუხი მარტივია, რასაც მოწმობს მისი პოზიცია, თავად მოუწევს გრენლანდიის გამო ომში შესვლა ევროპასთან და + ისრაელის დაფინანსება ირანის საბოლოო განადგურებაში. ამაზე ფართოდ საუბრობენ ცნობილი პოლიტოლოგებიც და მხოლოდ ჩემი აზრი არაა. ასევე, ცნობისთვის შეგახსენებთ, რომ ,,The Telegraph’’ - ის ინფორმაციით ირანის ხელისუფლება ელის ისრაელისგან თავდასხმას ყოველ ღამე და ყველა სამხედრო ქვედანაყოფი მზადყოფნაშია.’’
მეტიც, იმავე წყაროზე დაყრდნობით ისრაელ-ირანის თავდასხმის გამო, ირანმა თავისი ბირთვული ობიექტების ირგვლივ თავდაცვის სისტემები მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადაიყვანა და აქტიურად მიმდინარეობს ცაში ავიაციის საბრძოლო მორიგეობები.
ამიტომ, რადგან დონალდ ტრამპს სურს მკაფიო პოლიტიკის წარმოება, ახლა რუსულ-ამერიკული ალიანსი უფრო მისაღებია მისთვის და ერთიანი ძალებით ბრძოლის წარმოება, ვიდრე ცალ-ცალკე ომი ყველა კონტინენტზე. ესაა ბრძოლა დედამიწაზე ძირეული გავლენების შესაცვლელად და ამაში დრო დაგარწმუნებთ თქვენ.
შესაბამისად, როცა ასეთი პეიზაჟია დახატული, იქ დიდი დიდი ომი გაიყინოს, ეს საუკეთესო შემთხვევაში, თუმცა ყველაზე ცხელი წერტილი ახლო აღმოსავლეთია და ებრაული კაბალური ინტერესები. ისრაელს დაფარულში ძალიან ცუდი მიზნები ამოძრავებს. ვიმეორებ, თუ ადამიანმა ამ რეალობას თვალი ვერ გაუსწორა პოლიტიკურ ანალიზს ვერ გააკეთებს. ხოლო, რაშიც დაეჭვდეთ ის დრომ გიჩვენოთ.
წლის განმავლობაში კი მარტის და აგრეთვე, აგვისტო-სექტემბრის პერიოდები იქნება გადამწყვეტი, თუ საით წავა მოვლენები.
საქართველოზე ნუ სვამთ კითხვებს, ბევრჯერ ვთქვი, რომ არანაირი გლობალური კატაკლიზმები აქ არ იქნება, დანარჩენს, რასაც ხედავთ ესეც დასტაბილურდება. თავისი დრო აქვს ყველაფერს“,- წერს ასტროლოგი.