1740914281
საბადურის ტყეში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საბადურის ტყეში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი.
საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.