1740914281
"მე მადლიერი ვარ, ცხოვრებას შენთან ერთად რომ ვინაწილებ" - მარკ ცუკერბერგი ცოლს დაბადების დღეს ულოცავს

სოციალური ქსელის "ფეისბუქის" შემქმნელი - მარკ ცუკერბერგი თავის მეუღლეს - პრისცილა ჩანის დაბადების დღეს ასე ულოცავს:
"ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონის დღეს ვდღესასწაულობთ. შენ ხარ დიდებული პარტნიორი, დედა და მეგობარი. და მე მადლიერი ვარ, შენთან ერთად რომ ვინაწილებ ამ ცხოვრებას" - წერს ცუკერბერგი ფეისბუქზე და უამრავ მილოცვას იღებს.
ჩანი 40 წლის გახდა. ის პროფესიით პედიატრია. წყვილი 2012 წლიდან მოყოლებული ერთად ცხოვრობს და ორი შვილი - მაქსიმა და ოგასტი ჰყავთ.