სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებული თემურ ზასოხაშვილის და დავით ლომიძის საქმე განიხილეს

თემურ ზასოხაშვილის და დავით ლომიძის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებული თემურ ზასოხაშვილის და დავით ლომიძის საქმე განიხილეს.

მათ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან. სხდომაზე ჩვენება პროკურატურის მოწმეებმა მისცეს, მათ შორის იყვნენ ექსპერტები და პოლიციელები.

დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას.