ვიდეოები

1765995802

„ქართველი შეუჩერებელია!“ – კვარას გოლი „ფლამენგოს“ კარში

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ბრაზილიურ „ფლამენგოს“ ეთამაშება.პირველი ტაიმის მიწურულს, 38-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა ანგარიში გახსნა – 1:0.შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და საფრანგეთის ჩემპიონატიც.ნახეთ, ვიდეო:

კვარა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ფული

1761843619

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგული - ყველაფერი სოციალური პაკეტების შესახებ

სოციალური მომსახურების სააგენტო მარჩენალდაკარგული პირებისთვის ყოველთვიურად დახმარებას გასცემს. აღნიშნული დახმარება ენიშნებათ:საქართველოს მოქალაქეებს;საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს;სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულ პირად?მარჩენალდაკარგული პირი არის ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე.ვის ენიშნება სოციალური პაკეტი მარჩენლის გარდაცვალების გამო და რა ოდენობით?საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შვილებს 18 წლის ასაკამდე - ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 144 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - 194 ლარის ოდენობით;სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შვილს 18 წლის ასაკამდე - ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 122 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - 172 ლარის ოდენობით;პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი პირის შვილს 18 წლის ასაკამდე - ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 107 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - 157ლარის ოდენობით;სხვა თითოეულ მარჩენალდაკარგულს 18 წლის ასაკამდე - ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - 150ლარის ოდენობით;ვის უნდა მიმართოთ სოციალური პაკეტის დასანიშნად?სოციალური პაკეტის დასანიშნად განცხადება უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.რა საბუთებია საჭირო სოციალური პაკეტის დასანიშნად? სოციალური პაკეტის დასანიშნად განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:მაძიებლის დაბადების მოწმობა (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი), კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - ორივე მშობლის გარდაცვალების მოწმობა;ქმედუუნარო პირის/მხარდაჭერის მიმღები პირის შემთხვევაში - მშობლის ან მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - საინფორმაციო ბარათი, გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრება;საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ;ომში ან ომის შემდგომ პერიოდში ომის მონაწილის გარდაცვალების გამო - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების გამო - სასამართლოს გადაწყვეტილება გარდაცვლილი პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ.

სხვა სიახლეები

მიგრაციის დეპარტამენტი

სამართალი 1766472871

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 39 მოქალაქე გააძევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 39 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.მათივე ცნობით, მიმდინარე წელს საქართველოდან ჯამში 1243 პირია გაძევებული.„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, თურქეთის, ბანგლადეშის, ჩინეთის, ირანის, რუსეთის, კენიის, თურქმენეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, ნიგერიის, სუდანის, სიერა ლეონეს, იორდანიისა და უზბეკეთის – ჯამში 39 მოქალაქე.მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს, საიმიგრაციო კონტროლისა და სხვა სპეციალური ღონისძიებების გზით, საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და მათი საქართველოდან გაძევება“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გეკა გელაძე

პოლიტიკა 1766472819

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.უწყების ცნობით, ქართულ დელეგაციას თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიქაია უმასპინძლებს.„ვიზიტის ფარგლებში მინისტრი თურქ კოლეგასთან ორმხრივ ფორმატში შეხვედრას გამართავს, რომლის დროსაც განხილული იქნება ქვეყნებს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა, მისი გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.გარდა ამისა, გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფებსაც ეწვევა და ადგილზე გაეცნობა მათ სამუშაო სპეციფიკასა და ინფრასტრუქტურას“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

პოლიცია

სამართალი 1766472767

პოლიციამ მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.გ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით – 1986 წელს დაბადებულ ა.მ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ე.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლენტა

შემთხვევა 1766471557

„გეგის რა ვუთხრა... წავიდა ანგელოზებთან ჩემი სიფრიფანა!“ - ავარიას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა

ავარიას ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა თბილისში ორი დღის წინ მოხდა. „წავიდა ანგელოზებთან ჩემი სიფრიფანა. გეგის რა ვუთხრა? რა პასუხი გავცე, რომ გაიღვიძებს! სიყვარული რომელიც ისტორიას დარჩება. და ვერც სიკვდილი დააშორებთ! ნინი მაქედან დაიფარე შენი გეგი“,- წერს ავარიის დროს დაშავებული ბიჭის და სოციალურ ქსელში.

 გივი მიქანაძემ ჩუღურეთის რაიონის სასკოლო საზოგადოებასთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია განიხილა

განათლება 1766471157

გივი მიქანაძემ ჩუღურეთის რაიონის სასკოლო საზოგადოებასთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ჩუღურეთის რაიონის სკოლების მასწავლებლებს, მშობლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.მინისტრმა შეხვედრაზე ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილა და რეფორმის პრიორიტეტებზე ისაუბრა.ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებზე და საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე.შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ  ჩიკვილაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია და სასულიერო პირები.შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მინისტრმა და კომიტეტის თავმჯდომარემ სასკოლო საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.