გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო დატოვა

ბაჩიაშვილი

„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია. ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ.

პროკურორის განმარტებით, ბაჩიაშვილმა ბრალი აღიარა სრულად და ითანამშრომლა გამოძიებასთან.

მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც პირობით მსჯავრს და ჯარიმას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.