ერთჯერადი ფინანსური დახმარება 5000 ლარამდე გაიზარდა - აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება

ფული

აჭარაში 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზარდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

„საუკუნოვანი ცხოვრების გზა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უფროსს თაობაზე ზრუნვა და ღირსეული სოციალური პირობების შექმნა“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ამჟამად რეგიონში 100 წლის და მეტი ასაკის 29 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის, ყველაზე უხუცესი 111 წლის ქალბატონია. დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალამბარში მცხოვრებ თინათინ მიქელაძეს 101 წელი შეუსრულდა.

სულხან თამაზაშვილმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად თინათინ მიქელაძეს იუბილე მიულოცა.