LIVE: პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ

კობახიძე

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა დაიწყო. ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესის ფარგლებში იმყოფება.

უმაღლესი განათლების რეფორმა, 6,5-მილიარდიანი უპრეცედენტო ინვესტიცია და „იგლ ჰილსთან“ ერთად განსახორციელებელი პროექტი - ეს ის საკითხებია, რომელზეც ირაკლი კობახიძე ისაუბრებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, პარლამენტის სასახლეში მოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.