1771274494
„ხშირად გვძინებია მშიერს... დღემდე, დამნაშავედ ვგრძნობ თავს... “ - გოგა მანია
ეზოთერიკოსი გოგა მანია გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო, სადაც საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ თემებზე ისაუბრა:
„დედის გარდაცვალების შემდეგ, ყველაფერი განადგურდა. მამა გვაქცევდა ყურადღებას, მაგრამ კაცია... ხშირად გვძინებია მშიერს. მეზობლების ფანჯრებს ვუყურებდი, თუ დამიძახებდნენ და შემომთავზებდნენ ერთ ულუფა საჭმელს.
მამას არ შეეძლო, და ხშირად მინახავს, ეზოში დაუკრეფია მუშმალის ფოთოლი და როგორც ჩაი ისე მოუხარშია... ნათესავებს ჰქონდათ საშუალება და დედის გარდაცვალების შემდეგ უბრალოდ უარგვყვეს.
მე ვცხოვრობდი ობოლთა, მშობელთა მზურველობამოკლებულ ბავშვთა სახლში. იქ ეკლესია იყო, შევსულვარ სალოცავთან, სადაც იდგა ღია შესაწირი და იქიდა, ნ 20, 40 თეთრი ამიღია, რომ პური მეყიდა. დღემდე დამნაშავედ ვგრძნობ თავს.












