ჩხუბი სასამართლოს ეზოში - ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულების ახლობლები მოკლულის მხარის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ

ჩხუბი სასამართლოს ეზოში

საქალაქო სასამართლოში, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების პროცესის პარალელურად, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - გავრცელებული ინფორმაციით, მიქაძეებისა და ჯოხაძეების ახლობლები ჯანგველაძის მხარის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.

 

@primetime.ge

ფიზიკური დაპირისპირება საქალაქო სასამართლოსთან - ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროცესის პარალელურად, ბრალდებულების ახლობლები ჯანგველაძის მხარის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ

♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი

დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია ავტომობილი. სამართალდამცველებმა სასამართლოს ტერიტორიაზე რამდენიმე პირი დააკავეს, რამდნეიმე კი განარიდეს.

შეგახსენებთ, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 10:30-ზე დაიწყო.