1767966853
ბინის ქირა წლიურად გაძვირდა - თბილისის რომელ უბანშია ყველაზე ძვირი/იაფი
„გალთ ენდ თაგარტის" კვლევის თანახმად, რომელესლაც სააგენტო „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს, გასული წლის ნოემბერში ქირის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი ვაკეში, ყველაზე დაბალი კი სამგორში იყო.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის ნოემბერში კვადრატულ მეტრ ბინაზე ქირის ფასი უბნების მიხედვით ასე გამოიყურებოდა:
- ვაკე - 14.4 აშშ დოლარი;
- მთაწმინდა - 12.6 - აშშ დოლარი;
- საბურთალო - 11.7 აშშ დოლარი;
- კრწანისი - 10.4 აშშ დოლარი;
- ისანი - 10. 3 აშშ დოლარი;
- დიდუბე - 9.8 აშშ დოლარი;
- ნაძალადევი - 9.8 აშშ დოლარი;
- ჩუღურეთი - 9.7 აშშ დოლარი;
- დიდი დიღომი - 8.7 აშშ დოლარი;
- სამგორი - 8.2 აშშ დოლარი;
- ვაშლიჯვარი - 8.6 აშშ დოლარი;
- გლდანი - 8. 4 აშშ დოლარი.
ცნობისთვის, 2025 წლის ნოემბერში მაღალ დონეზე შენარჩუნდა ბინების გაყიდვების მაჩვენებელიც. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 726 შეადგინა.












