მოძრაობა 6 დღით იზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1771351446
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მერის წარმომადგენელი, რამის ამიროვი დააკავეს. ამიროვი ანტიკორუფციულმა სამსახურმა რამდენიმე საათის წინ, სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ბრალდებით აიყვანა.
არსებული ინფორმაციით, არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც, მერის წარმომადგენელი მშენებლობის ნებართვებისა და მიწის ფართობების დაკანონების სანაცვლოდ, ქრთამის სახით გარკვეულ თანხებს იღებდა.
დაკავების ოპერაცია სპეცდანიშნულების რაზმის თანხლებით ჩატარდა, თუმცა ჯერჯერობით არ კონკრეტდება, გაჩხრიკეს თუ არა ამიროვის საცხოვრებელი სახლი.
რამის ამიროვი ამ დროისათვის უკვე თბილისშია გადაყვანილი.
სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად, დაკავების შემდეგ, საქმეს პროკურატურა წარმართავს.