1771274494
ადვოკატმა კაცს საკუთარი მკვლელობა შეუკვეთა, რათა შვილს სადაზღვევო კომპანიისგან 10 მილიონი დოლარი მიეღო (უცხოეთი)
აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის შტატში, ცნობილმა ადვოკატმა ალექს მერდომ კაცს საკუთარი მკვლელობა შეუკვეთა, რათა მის ვაჟს მამის სიცოცხლის დაზღვევით გათვალისწინებული 10 მილიონი დოლარი მიეღო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მერდო იურისტების ცნობილი დინასტიის წარმომადგენელია. ის გზის პირას იპოვეს, ის თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი. კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც 2 დღის შემდეგ გაწერეს. მერდომ აღიარა, რომ ინციდენტი მისი ორგანიზებული იყო იმ მიზნით, რომ თავის შვილს სადაზღვევო კომპანიისგან კომპენსაცია მიეღო. ამისთვის ის თავის ყოფილ კლიენტს, კერტის ედვარდ სმიტს გაურიგდა, რომელსაც ადვოკატი უნდა მოეკლა, თუმცა გასროლა სასიკვდილო არ აღმოჩნდა.
მერდოკს ეგონა, რომ მისი თვითმკვლელობის შემთხვევაში თავისი ვაჟი თანხას ვერ მიიღება, თუმცა სადაზღვეო კომპანიაში განმარტავენ, რომ შვილი კომპენსაციას ამ შემთხვევაშიც მიიღებდა. ადვოკატი გამოძიებასთან თანამშრომლობს.












