1739342153
EgyptAir-ის რეისის დროს დაბადებულ ახალშობილს ავიაკომპანიამ უფასოდ ფრენის ულიმიტო ბილეთი აჩუქა
![agypt air agypt air](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/13/111929/egypt-air_w_h.jpeg)
EgyptAir-მა ახალშობილს, რომელიც კაიროადნ დუალას (კამერუნი) მიმართულებით რეისის დროს დაიბადა, ულიმიტო ფრენის ბილეთი აჩუქა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ეკიპაჟის დახმარებით კამერუნელმა ქალმა წარმატებით იმშობიარა და დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ავიაკომპანიის განცხადებით, მათი დაარსების დღიდან მსგავსი შემთხვევა ჯერ არ მომხდარა, ამიტომაც გადაწყვიტეს, განსაკუთრებული მგზავრი ასეთივე საჩუქრით დაეჯილდოებინათ. რეისი გადაუდებელი შემთხვევის მიზეზით სამხრეთ ლიბიაში, კუფრას საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. დედა და ახალშობილი მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს, რათა სამედიცინო შემოწმებების შედეგად დარწმუნებულიყვნენ, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.