რა უნდა გააკეთოთ ხვალ, 20 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დღეს, რომ სურვილები აგისრულდეთ
1742403708
უკვე სამი საათია, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ნანა კაკაბაძე იმყოფება. საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ის უკვე მეორედ აძლევს ჩვენებას.
ანალოგიურ საქმეზე პროკურატურაში დილიდან იმყოფება ბიძინა გიორგობიანიც. გამოძიება სწორედ "ნეიტრალური საქართველოს" მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.
"გარედან ხდებოდა დაფინანსება ისეთი პროცესების, რომლებიც მიმართული იყო ქვეყნის ჩამოშლისკენ. პოლიტიკურად და ვიზუალურად კარგად ჩანდა რა ხდებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანია ამას მიეცეს სამართლებრივი შეფასება. პირველი დაკითხვა არ იყო ამომწურავი, დარჩა პასუხგაუცემელი კითხვები, ამიტომ მოვედი, რომ დავასრულოთ გამოკითხვა. ვითხოვთ, გამოვლინდეს ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობს ქვეყნის ჩამოშლასა და საბოტაჟში", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.