1739335535
უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში ლევან ნიკოლეიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს
![ლევან ნიკოლეიშვილი ლევან ნიკოლეიშვილი](https://primetime.ge/uploads/files/2023/04/06/46560/levan-nikoleishvili_w_h.jpeg)
უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი იკითხება. როგორც თავად ნიკოლეიშვილმა მედიასთან განაცხადა, გამოძიებას კონკრეტულ მტკიცებულებებს მიაწოდებს.
„ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული მტკიცებულებები და ამას რა თქმა უნდა გამოძიებას წარვუდგენთ. ცალკეული პირები იყვნენ დაფინანსებული უცხოეთიდან. საქართველოს მოქალაქეები გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში იქცეოდნენ სხვა ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და რომელიც მიმართული იყო სახელმწიფოს გადატრიალებისკენ, რევოლუციური სცენარების მოწყობისაკენ. ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის რომ გამოძიება წარიმართოს კანონის შესაბამისად, მტკიცებულებზე დაყრდნობით და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რყევები“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
პროკურატურამ სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე, საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე გამოძიება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო.