„ის რიტუალს შეესწრო და ზუსტად ამის გამო მოკლეს...“ - რაზე საუბრობს გოგა მანია და როგორია მისი ახალი წინასწარმეტყველება

გოგა მანია

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი, გოგა მანია, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება.

მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

იგი „პრაიმტაიმს“ ესაუბრება და ახალ წინასწარმეტყველებაზე უყვება. 

როგორც გოგა ამბობს, სამეფო კარზე დიდი არეულობაა მოსალოდნელი და გარდაიცვლება მეფე ჩარლზი. 

„გარდაცვალება იქნება სამეფო კარზე მეფე ჩარლზის, მას აქვს დაავადება, რომელსაც ვერ უშველიან. მისი გარდაცვალება ძალიან ახლოსაა, ეს მოხდება 2025-2026 წელს. მანდ მთელი დიდი ოინებია და დიდი თამაშია. ეწირებიან, იმ არასწორ ქმედებებს რაც მოხდა. პრინცესა დაიანას გარდაცვალება - ის რიტუალს შეესწრო და ზუსტად ამის გამო მოკლეს და მოიშორეს. ამაზე არ საუბრობენ, ეს დამალულია. ისინი პასუხს აგებენ სწორედ ამ ყველაფრის გამო.

სიმსივნე ეს არის ენერგეტიკული დაზიანების დაავადება, ერთგვარი ფსიქოსომატიკური. თუმცა ჩარლზს ვერ უშველიან და ის მალე გარდაიცვლება. ამის მერე, სამეფო კარზე უდიდესი ცვლილებები იქნება“,- ამბობს გოგა მანია. 

მისი თქმით, ასევე ამერიკაში, რეზიდენციაში მოხდება გარდაცვალება.