როგორი იქნება 2025 წლის ზაფხული - მეცნიერებმა პროგნოზი გააკეთეს
1739308550
დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე სასამართლომ პროკურატურის წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია. სხდომას ესწრებოდა ბრალდებული, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი.
საქმეს მტკიცებულებად დაერთო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ აუდიო ჩანაწერი ბაჩიაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გაყალბებული, რამდენჯერმე დაჭრილი და ფალსიფიცირებულია. ჩანაწერი დაცვის მხარემ მტკიცებულებად მიიტანა, თუმცა დადგინდა, რომ ის ყალბია.
„ეს დოკუმენტაცია ძალიან მნიშვნელოვანი არის და პირდაპირ ადასტურებს ცალსახად ბრალდებულის არაკეთილსინდისიერებას, სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციას არსებითი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით. რაც მას ოფიციალურ ურთიერთობაში აქვს დაფიქსირებული წერილობითი ფორმით და რაც საბოლოო ჯამში მის დამნაშავეობას ცალსახად ადასტურებს.
ჩანაწერთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია და ბრალდების პოზიცია ყოველთვის იყო ერთი, რომ არსებითი გადამწყვეტი მნიშვნელობა საერთოდ არ ჰქონდა ამ სისხლის სამართლის საქმეზე. ასეთ მნიშვნელობას მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებული ანიჭებდა ამ ჩანაწერს. საბოლოო ჯამში დადასტურდა, რომ ეს ჩანაწერი არის მონტაჟი და არ არის ავთენტური. დაიკითხება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ეროვნული ბიუროს ექსპერტი”, - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.
მომდევნო პროცესი 17 თებერვალს ჩაინიშნა.
გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი, დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება.