1739342153
კენდრიკ ლამარის შოუმ Super Bowl-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ნახვა დააგროვა
![კენდრიკ ლამარი კენდრიკ ლამარი](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/13/111928/kendrik-lamari_w_h.jpeg)
სუპერ ბოულის ფინალის შესვენებამ კენდრიკ ლამარის გაფორმებით ნახვების რეკორდი დაამყარა. ბილბორდის ინფორმაციით, ლამარის შოუს 133-მა მილიონმა ადამიანმა უყურა, რამაც გასული წლის ჰედლაინერის, აშერის მაჩვენებელს გადაუსწრო (129 მილიონი) და მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული 1993 წლის პერფორმანსიც კი დაჩრდილა. გარდა ამისა, კენდრიკ ლამარი პირველი სოლო რეპერი გახდა, რომელიც Super Bowl-ის ჰალფთაიმ შოუს მთავარი ჰედლაინერი იყო.
ამერიკული ფეხბურთისათვის ეს კვირა კიდევ ერთი ისტორიული შედეგით აღინიშნა - 2025 წლის Super Bowl-ის ფინალი ყველაზე ნახვადი აღმოჩნდა. მას 127-მა მილიონმა ადამიანმა ადევნა თვალი, რაც 2024 წლის მაჩვენებელსაც აღემატება (123 მლნ.).
შეგახსენებთ, რომ სუპერ ბოული პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატია. როგორც წესი, მისი გახსნისა და შესვენების ცერემონიები ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ შოუდ იქცევა. განსაკუთრებულად 2022 წელს იხსენებენ, როდესაც სუპერ ბოულის სცენაზე ლეგენდარული შემსრულებლები - ემინემი, სნუპ დოგი და კენდრიკ ლამარი გამოჩნდნენ.