გიორგი ღოღობერიძე

1778530495

„შეუძლია გამოიწვიოს უშვილობა, სიმსივნე…“ – ექიმი, გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას აფრთხილებს

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში „მედგიდი“ ამბობს, რომ პლასტმასის ჭურჭლის ხშირი გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას მკვეთრად აზიანებს. „პლასტმასაში არსებული ნივთიერებები გადმოდის ბავშვის სხეულში და რას იწვევს ბავშვის სხეულში ეს ნივთიერებები?- პირველ რიგში შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხის პოლიკისტოზი დროთა განმავლობაში, საკვერცხის პოლიკისტოზი გოგონებში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინულიდაავადებაა, უკავშირდება ასევე ჭარბ წონასაც.მეორე, ასევე შეუძლია გამოიწვიოს უშვილობა. ეს არ მოხდება 1-2 წელიწადში, ეს ხდება წლების განმავლობაში. ასაკთან ერთად, თუ ეს ხდება ძალიან ხშირად და აქვს ყოველდღიური ხასიათი, შეიძლება ხელი შეუწყოს სიმსივნეების განვითარებას, განსაკუთრებით ჰორმონმგრძნობიარე, მათ შორის სარძევე ჯირკვლის, საკვერცხეების სიმსივნეებიც. ასე რომ პლასტმასასთან რაც უფრო ნაკლებად ვიქნებით კონტაქტში, მით უფრო უკეთესი. ეს იქნება პლასტმასის ნებისმიერი რამ, ერთჯერადი ჭიქები, ბოთლები, თუ რამე სხვა და თუ მაინც გვიწევს გამოყენება, ტემპერატურა უნდა იყოს დაბალი…“ – ამბობს გიორგი ღოღობერიძე. 

ზაფხულის წვიმა

1778523110

ამინდი იცვლება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-13 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე სითბოს ფონზემოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატებაგამოიწვიოს.„11-13 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონესაშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სალი წვერავა

1778518277

„საოცარია, როგორ შეიძლება ერთმა გარემოებამ ასე გაგახსენოს შენი თავი“ - 10-წლიანი პაუზის შემდეგ სალი წვერავა პოდიუმზე დაბრუნდა

ცნობილი ინფლუენსერი, 29 წლის სალი წვერავა 10-წლიანი პაუზის შემდეგ პოდიუმზე დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია გამომწერებს სოციალურ ქსელში გაუზიარა და საკუთარ ემოციებზე საჯაროდ ისაუბრა:„10 წლიანი პაუზის შემდეგ პოდიუმზე დაბრუნება…  ემოციებით სავსე დაბრუნება იმ სივრცეში, სადაც ყოველთვისყველაზე ბედნიერად, თავდაჯერებულად და ლამაზად ვგრძნობდი თავს. საოცარია, როგორ შეიძლება ერთმა გარემოებამ ასე გაგახსენოს შენი თავი და თავიდან შეგაყვაროს ის, რაც ოდესღაც ძალიან გიყვარდა… სიმართლე რომ გითხრათ, ასეთ თბილ გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი…  თითოეული კომპლიმენტი, თითოეული თბილი სიტყვა და მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.  მადლობა უდიდესი ყველას და მიყვარხართ ძალიან“, -  წერს სალი წვერავა. 

ზოდიაქსო

1778518225

ზოდიაქოს ეს ნიშანი ამ კვირის ფავორიტად ითვლება

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი 11-17 მაისის კვირის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს. „კვირის ფავორიტები: ვინ არიან იღბლიანი ზოდიაქოები 11-დან 17 მაისამდე?  ...გაჩერდით და ამოისუნთქეთ! ამ კვირაში სამყარომ საბოლოოდ გადაწყვიტა: „მერწყულებმა უკვე საკმარისი ტრანსფორმაცია გაიარეს, დროა, ცოტათი დაისვენონ“.11-დან 17 მაისამდე პერიოდს თქვენთვის შვების განცდა მოაქვს.საქმეები თითქოს თავისთავად დაიწყებენ მოძრაობას , ყოველგვარი ზეწოლის, ჭაპანწყვეტისა და იმ მუდმივი კითხვის გარეშე: „კიდევ რა უნდა მოხდეს?!“ეს ის პერიოდია, როდესაც შეგიძლიათ ოდნავ მოეშვათ, ბედისწერა კი თავად მოგიტანთ საჭირო კარებს, ადამიანებსა და მინიშნებებს.მთავარია — არ უგულებელყოთ ის, რაც იოლად მოდის.დაიმახსოვრეთ: ხშირად სწორედ სიმსუბუქეა იმის ნიშანი, რომ თქვენ, როგორც იქნა, სწორ ნაკადში მოხვდით.მერწყულებო, ეს კვირა თქვენთვის იქნება სუფთა ჰაერის ყლუპი ხანგრძლივი ცვლილებების შემდეგ",- წერს იოსელიანი. 

დაცემა

1778517575

40 წლის ასაკის შემდეგ რამდენიმე დაცემის შემთხვევაში დემენციის რისკი 74%-ით იზრდება - კვლევა

ახალი მეტა-ანალიზის მიხედვით, ასაკში წაქცევა დემენციის რისკს საგრძნობლად ზრდის.  დაკვირვების ფარგლებში მეცნიერებმა 3 მილიონი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ 40 წლის ასაკის შემდეგ ერთხელ დაცემის შემთხვევაშიც კი სამომავლო დემენციის რისკი 20%-ით იზრდება; რამდენჯერმე დაცემის შემთხვევაში კი - 74%-ით.რატომაა ამხელა კავშირი დემენციასა და წაქცევას შორის? ამას მეცნიერები 3 შესაძლო მექანიზმით ხსნიან.პირველი ისაა, რომ წაქცევა იმ ტრავმებს იწვევს, რომლებსაც დემენციამდე მივყავართ. იმის გათვალისწინებით, რომ უკვე არსებობს მტკიცებულება თავის ტრავმებსა და დემენციას შორის, ეს განსაკუთრებით ყურადსაღები ხდება.მეორე შესაძლებლობა ისაა, რომ დაცემა დემენციის განვითარებას პირდაპირ იწვევს ან აჩქარებს. ეს განსაკუთრებით თავსებადია იმ მიგნებასთან, რომ მეტჯერ წაქცევა დემენციის რისკს ზრდის.მესამე ახსნა ე.წ. საერთო მიზეზის ჰიპოთეზაა. შესაძლოა, ნეიროდეგენერაცია ფორმალური დიაგნოზის მიღებამდე დიდი ხნით ადრე იწყება. ხოლო ეს პრობლემები წაქცევის ალბათობასაც ზრდის.

ჰანტავირუსი

1778515178

ჰანტავირუსთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ჰანტავირუსის გავრცელების გამო, არგენტინასა და კაბო-ვერდეს შორის მოძრავ საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, ჰანტავირუსის შემცველი 2 ფლაკონი ავსტრალიის სამედიცინო ლაბორატორიიდან 2021 წელს გაუჩინარდა.  ამის შესახებ ცნობები პირველად 2024 წელს გავრცელდა. ასევე დაიკარგა ჰენდრას ვირუსის 100 ფლაკონი, რომელიც ცხენებიდან ადამიანზე გადადის. ოფიციალური პირების თქმით, კონტეინერები ახალ საყინულეში გადატანის დროს გაუჩინარდა. ჰანტავირუსის შემთხვევების მატების გამო, ამ ამბავმა მსოფლიოს ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ვირუსი, შესაძლოა,  სწორედ დაკარგული ფლაკონებიდან გავრცელდა. ჯანმოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8-ს შეადგენს. შემთხვევა #1 -  ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ვირუსის  სიმპტომები 6 აპრილს განუვითარდა, ხოლო 11 აპრილს გარდაიცვალა.შემთხვევა  #2 - ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სიმპტომები პირველად 25 აპრილს გამოუვლინდა, 26 აპრილს კი გარდაიცვალა.შემთხვევა  #3 -  ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ვირუსის სიმპტომები 24 აპრილს განუვითარდა. PCR ტესტირებით ჰანტავირუსის ინფექცია 2 მაისს დაუდასტურდა.შემთხვევა  #4 - ზრდასრული ქალი, რომელსაც სიმპტომები (ცხელება და ზოგადი სისუსტე) 28 აპრილს გამოუვლინდა, მოგვიანებით კი პნევმონია განუვითარდა. ის 2 მაისს გარდაიცვალა.შემთხვევა #5:  საკრუიზო გემზე, ექიმად მომუშავე ზრდასრულმა მამაკაცი. მისი თქმით, 30 აპრილს ტემპერატურა დაუფიქსირდა. განუვითარდა შემდეგი სიმპტომები:  დაღლილობა, კუნთების ტკივილი და სუნთქვის პრობლემები. ის ამჟამად კლინიკაშია. მისი მდგომარეობა სტაბილურია.შემთხვევა #6: ზრდასრული მამაკაცი, რომელიც გემზე გიდად მუშაობდა. სიმპტომები პირველად 27 აპრილს გამოუვლინდა. ამჟამად კლინიკაში მკურნალობს.შემთხვევა #7 -  ზრდასრული მამაკაცი. შვეიცარიაში, იზოლაციაში იმყოფება.შემთხვევა #8: ზრდასრული მამაკაცი, სიმპტომების (დიარეა, ტემპერატურა) გამოვლენის თარიღი 28 აპრილი. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და იზოლაციაში იმყოფება. ლაბორატორიულ დადასტურებამდე ის სავარაუდო შემთხვევად ითვლება.ჯანმოს განცხადებით, საკრუიზო გემზე „ჰანტავირუსის“ გავრცელება პანდემიის დაწყებას არ ნიშნავს.როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიისა და პანდემიისთვის მზადყოფნისა და პრევენციის დირექტორმა, დოქტორმა მარია ვან კერჰოვემ განაცხადა, ეს ვირუსი განსხვავდება „კოვიდ-19“-ისგან, რადგან „ჰანტავირუსი“ ვრცელდება მხოლოდ „ახლო, ინტიმური კონტაქტით“.

ხმალი

1778512535

ნორვეგიაში 6 წლის ბიჭმა ექსკურსიის დროს ვიკინგების ხმალი იპოვა

გრანის კომუნაში, სასკოლო ექსკურსიის დროს, 6 წლის ჰენრიკ რეფსნეს მერტვედტმა დაახლოებით 1300 წლის წინანდელი ხმალი აღმოაჩინა.ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიჭმა ხმალი სოფელ ბრანდუს მახლობლად, მინდორში, კლასთან ერთად მოგზაურობისას იპოვა. ჰენრიკის თქმით, მიწიდან ჟანგით დაფარული ხმლის ნაწილი იყო ამოშვერილი. თავიდან ვერ მიხვდა, რა იყო, ამიტომ მისი აღება და დათვალიერება გადაწყვიტა.აღმოჩენის შემდეგ, ბიჭი, მისი კლასელები და მასწავლებლები ადგილობრივ არქეოლოგებს დაუკავშირდნენ.აღმოჩნდა, რომ ეს იყო ცალლესული ხმალი. ასეთი პირი მხოლოდ ერთ მხარეს არის მახვილი და განკუთვნილია მჩეხავი და მჭრელი დარტყმებისთვის. სპეციალისტების ვარაუდით, ხმალი ვიკინგების ეპოქის დასაწყისს მიეკუთვნება.ნაპოვნი ნივთი ოსლოში, კულტურის ისტორიის მუზეუმში გაგზავნეს.

ქერათმიანი იურისტი

1778512442

„ქერათმიანი იურისტის" ისტორია გრძელდება - სერიალ Elle-ის ტრეილერი გამოვიდა

 „ქერათმიანი იურისტის" ისტორია გრძელდება - სერიალ Elle-ის ტრეილერი გამოვიდა. როგორც ირკვევა, ელ ვუდსის როლს  მსახიობი, ლექსი მინეტრი შეასრულებს, ელის მშობლების როლებს კი ცნობილი მსახიობები - ჯუნ დაიან რაფაელი და ტომ ევერეტ სკოტი მოირგებენ.Elle-ის პრემიერა 1-ელ ივლისს იგეგმება.ნახეთ ვიდეო: 

გოგო

1778505600

რატომ გარბიხარ მაშინ, როცა ყველაფერი კარგად არის - ქეთევან ჯანდიერის განმარტება

ეზოტერიკოსი და პარაფსიქოლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს გვიზიარებს.„ბოლო დროს, ბევრი დაკვირვების საგანს, თუ შედეგს - ვაჯამებ.. პრაქტიკიდან მახსენდება სხვადასხვა ფსიქოტიპები და სიტუაციები.. ერთი პაციენტის მოცემულობამ დამაფიქრა.. თურმე, ყველაზე უცნაური ის არის, რომ ადამიანს ხშირად არ ეშინია ტკივილის. მას ეშინია იმ სიცარიელის, რომელიც ტკივილის შემდეგ, (ტკივილის გარეშე) დარჩება..რადგან როცა წლები ქაოსში ცხოვრობ,ბრძოლა იდენტობად იქცევა. ლოდინი? სიყვარულად. გადაღლა კი, მნიშვნელობის განცდად..და მერე, როცა ცხოვრებაში მშვიდი, სტაბილური რაღაც ჩნდება, ნერვული სისტემა ამას უსაფრთხოებად კი არა…„უცხო გარემოდ“ აღიქვამს..ზოგჯერ ამიტომაც ანგრევს ადამიანი კარგ ურთიერთობებს თვითონვე. არა იმიტომ, რომ ბედნიერება არ უნდა, არამედ იმიტომ, რომ მისი ფსიქიკა ჯერ კიდევ გადარჩენის რეჟიმში ცხოვრობს.ქვეცნობიერისთვის ქაოსი ხშირად უფრო სანდოა, ვიდრე სიმშვიდე.. ასეა მიჩვეული..რადგან ქაოსი უკვე ნაცნობია. სიმშვიდე კი, დაუმსახურებლად კარგი ჩანს.და ალბათ ტრავმის ყველაზე სევდიანი ირონია სწორედ აქ არის: ადამიანი მთელი ცხოვრება სიყვარულს ეძებს, მაგრამ როცა ბოლოს სიმშვიდის ფორმით პოულობს, ვერ ცნობს მას და გაურბის",- წერს ჯანდიერი.  

ზოდიაქოს ნიშნები

1778487258

სასიამოვნო ნაცნობობა, ფინანსური წარმატება და ახალი შესაძლებლობები - როგორი იქნება 11-17 მაისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

კვირის უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური ასპექტები მზეს უკავშირდება. მოსალოდნელია მრავალი ისეთი სიტუაცია, რომლებიც ადამიანებზე გავლენის გაძლიერების ან სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგცემთ. წარმატებით გადაწყდება იურიდიული და სასამართლო საქმეები, გაუმჯობესდება ჯანმრთელობა, გამოჩნდებიან ახალი მეგობრები და თანამოაზრეები. ხელსაყრელი იქნება საგანმანათლებლო მიზნით მოგზაურობა, სამეცნიერო-ჰუმანიტარული საქმიანობა, ერთობლივი პროექტები და პრეზენტაციები.ვერძები და ლომები ბიზნესში მხარდაჭერასა და დახმარებას მიიღებენ, მშვილდოსნები, კირჩხიბები და თევზები კი ლიდერის როლს მოირგებენ. კუროები, ქალწულები და თხის რქები ოჯახურ პრობლემებს სწრაფად და წარმატებით მოაგვარებენ, ხოლო ტყუპები, სასწორები და მერწყულები სამუშაოსა თუ სწავლასთან დაკავშირებულ საინტერესო შეთავაზებებს მიიღებენ.კვირის შუა პერიოდში მზისა და მერკურის შეერთება მოგზაურობის, მივლინებების, კომერციული კონტრაქტების გაფორმებისა და ინტელექტუალური საქმიანობის შესაძლებლობას გპირდებათ.16 მაისს კუროს ნიშანში ახალმთვარეობა ცხოვრების მატერიალურ მხარეზე, განსაკუთრებით კი ფინანსებსა და ცხოვრების წესზე დაგაფიქრებთ. ბევრისთვის კვებასთან, მავნე ჩვევებსა და არასწორ განრიგთან დაკავშირებული ჯანმრთელობის საკითხები გააქტიურდება. ასევე, ეს საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების გადახედვის პერიოდი გახლავთ.კვირა ქირონის, მარსისა და ვენერას კარმული ასპექტებით დასრულდება. ისინი რომანტიკულ სფეროში დაუცველობის შეგრძნებასა და ეჭვებს მაშინაც კი გამოიწვევენ, როდესაც ყველაფერი საკმაოდ სტაბილურად და კარგადაა. ასევე, სამართლიანობის გრძნობასა და ირგვლივ მიმდინარე მოვლენებით უკმაყოფილებას გაამძაფრებენ. ყოყმანი და ეჭვები არსებული სიტუაციიდან გამოსავლის ძიებისკენ გვიბიძგებს, რაც თვითგანვითარებისა და პროფესიონალიზმის ამაღლების სტიმული გახდება. მორიელები და ვერძები წარმატებას ნებისმიერ იმ სფეროში მიაღწევენ, სადაც სწრაფი გადაწყვეტილებები და დაუყოვნებელი მოქმედებაა საჭირო. ლომები და მშვილდოსნები საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნებენ და ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას შორის ბალანსის ძიებას დაიწყებენ. უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 11-17 მაისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ქვემოთ გაგიზიარებთ:ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)ვერძები თავს კომფორტულად იგრძნობენ და მუდმივად მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. ისინი რთულ სიტუაციებში, მათ შორის რომანტიკულ სფეროში, სწორი გადაწყვეტილებების პოვნასა და თავიანთი საუკეთესო თვისებების - სიმამაცის, გადაწყვეტილების მიღების უნარის, მიზანდასახულობისა და სწრაფი აზროვნების გამოვლენას შეძლებენ. ჯანმრთელობისთვის ყურადღების დათმობა კვირის დასაწყისშია საჭირო, ხოლო ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობა უქმეებისკენ გამოჩნდება.კუროები პირად ცხოვრებაში ცვლილებებისთვის განეწყობიან. ბევრს პარტნიორისგან გარანტიების ან სტაბილურობის მიღება, ჩვეული გარემოცვის ნაწილის ან ცხოვრების წესის შეცვლა, ახალი დიეტის ცდა ან იმიჯის შეცვლა მოუნდება. პროფესიულ საქმეებში ინიციატივის გამოჩენა კვირის დასაწყისშივე შეიძლება, ბოლოს კი უმჯობესია ნეიტრალური ან პასიური პოზიცია დაიკავოთ და ხელმძღვანელობას თვალში ნაკლებად მოხვდეთ. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება უშუალოდ ახალმთვარეობის შემდეგაა მოსალოდნელი.ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)ტყუპები მთელი კვირის განმავლობაში თავს ისე იგრძნობენ, როგორც „თევზი წყალში“ და ყველგან მისვლას მოასწრებენ. ისინი ახალ კონტაქტებსა და კავშირებს აღმოაჩენენ, სიამოვნებით გაემგზავრებიან სამოგზაუროდ, მივლინებაში ან უბრალოდ საქმიან შეხვედრებზე. ბევრი მათგანი, მოულოდნელად გამოჩენილი შესაძლებლობების გამოყენებით, მომავალი კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. ცხოვრების რომანტიკული მხარე სასიამოვნო მოვლენებითა თუ დიდხანს ნანატრი ამბებით გაგახარებთ.კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)კირჩხიბებმა კითხვისთვის, თვითგანათლებისა და ინტელექტუალური დონის ამაღლებისთვის დრო აუცილებლად უნდა გამონახონ. მივლინებები, მგზავრობა და ტურისტული მოგზაურობები წარმატებული იქნება, სახლისთვის გარკვეული ნივთების შეძენა კი არა მხოლოდ თავად ნიშნის წარმომადგენლებს, არამედ მათ ოჯახის წევრებსაც გაახარებს. მშობლებს შვილებისთვის მეტი დროის დათმობა და მათი სამეგობრო წრის სწორად შეფასება მართებთ.ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)ლომები, მომატებული ენერგიისა და მოტივაციის წყალობით, გარეგნობისა და ფიზიკური ფორმის საგრძნობლად გაუმჯობესებას შეძლებენ. მნიშვნელოვანია, დაწყებული საქმე შუა გზაზე არ მიატოვოთ და ახალი სასარგებლო ჩვევები რაც შეიძლება სწრაფად ჩამოიყალიბოთ. რომანტიკული სფერო ნაკლებად სტაბილური და პროგნოზირებადი იქნება, თუმცა ნეგატიურ სიტუაციებს მაინც არ უნდა ელოდოთ. ჯანმრთელობა ცხოვრების წესსა და განცდილ ემოციებზე იქნება დამოკიდებული.ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)ქალწულები თითქმის მთელ კვირას ოჯახურ და ნათესაურ საქმეებს დაუთმობენ, პარალელურად კი პროფესიულ პრობლემებსაც მარტივად გადაჭრიან. ბევრთან რომანტიკულ სფეროში აქტიურობა შეინიშნება - აქ თავის შეხსენება თაყვანისმცემლებს, ყოფილ პარტნიორებს ან გარემოცვაში გამოჩენილ ახალ, საინტერესო პიროვნებებს შეუძლიათ, რომლებიც ნიშნის წარმომადგენლებს მყისიერად დააინტერესებენ. მატერიალური სფერო სტაბილური და პროგნოზირებადი დარჩება.სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)სასწორები ახალ პროფესიულ სფეროებს აღმოაჩენენ, რომლებიც სამომავლოდ არა მხოლოდ კარგ მატერიალურ დივიდენდებს, არამედ განვითარების შესაძლებლობებსაც მოგიტანთ. ნიშნის ყველაზე გაბედული წარმომადგენლები ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად მცდელობებს არ დაიშურებენ და ეს უშედეგოდ არ ჩაივლის. კვირის ბოლოს ჯანმრთელობა შესაძლოა, გაუარესდეს - აქ თავი ქრონიკულმა პრობლემებმა შეიძლება შეგახსენოთ.მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)მორიელები საკმაოდ აქტიურ კვირას გაატარებენ და ძალისხმევას სწავლის, მუშაობისა და საკუთარი ჯანმრთელობისკენ მიმართავენ. ბევრი მათგანი, გადაწყვეტილების მიღების უნარის, კომპეტენციისა და აქტიურობის წყალობით, სოციუმში წამყვან პოზიციებზე გავა და, შედეგად, საკუთარ შესაძლებლობებს გააფართოებს. რომანტიკული სფერო ნიშნის წარმომადგენლებს მნიშვნელოვან სიახლეებს არ უმზადებს, თუმცა ზოგიერთ ახალ თაყვანისმცემელს მაინც ყურადღებით უნდა დააკვირდეთ...ვრცლად

ამინდი

1778440312

+27 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. „მომდევნო დღეებში საქართველოში საგრძნობლად დათბება.დასავლეთ საქართველოსა და სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთში სითბოს ფონზე საღამოობით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.  სანაპირო კურორტებზე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +23, +25 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთის დაბლობზე +25, +27 გრადუსამდე.გაზაფხულის ძალა - მზიანი დღეები და სითბო ისევ ბრუნდება ჩვენს ყოველდღიურობაში. ვარდობის თვე იყოს ახალი დასაწყისის და თქვენი ბედნიერების სიმბოლო",- წერს ფარტენაძე.  

შუქი

1778438950

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

11 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი" ავრცელებს. „საბურთალოს რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას გამზირის, ყაზბეგის გამზირის( ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, საირმის გორას, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, გურამ ფანჯიკიძის, ოთარ ჭილაძის, ჯანო ბაგრატიონის, მიცკევიჩის, ქართველიშვილის და ამბროლაურის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, გაბაშვილის, საბურთალოს, გივი კარტოზიას, მიხეილ თამარაშვილის, მიხეილ ასათიანის, სულხან ცინცაძის, ანტონოვსკაიას, საირმის, უნივერსიტეტის, ბუდაპეშტის, გიო ხუციშვილის, შევარდენიძის და შავგულიძის ქუჩების მოსახლეობას",- ნათქვამია განცხადებაში.