„სახელი და გვარი შეიცვალა“ - რა დეტალები ვრცელდება ქართველ ქალზე, რომელიც საბერძნეთში ქურდობისთვის დააკავეს

საბერძნეთში ქართველი მომვლელი დააკავეს

საბერძნეთის პოლიციამ სერიული ქურდობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე, 39 წლის ქალი დააკავა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ის იმ ოჯახიდან, სადაც თავად იყო დასაქმებული, სხვადასხვა ძვირად ღირებულ ნივთებს იპარავდა.

ჩხრეკისას ამოღებულია “როლექსის“ საათები, ძვირფასი სამკაულები და ვერცხლის ანტიკვარული ჭურჭელი. 

ირკვევა, რომ ქალი ქურდობის ბრალდებით წარსულში, 2023 წელსაც გაასამართლეს და გირაოთი გაათავისუფლეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქალმა საქართველოში სახელი და გვარი შეიცვალა და დანაშაულებრივი საქმიანობის მიზნით, კვლავ საბერძნეთში დაბრუნდა.