1739342153
საქართველოს ტყვიის მსროლელთა წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
![ჩემპიონატი ჩემპიონატი](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/13/111989/chempionati_w_h.jpeg)
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობს 16 და 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში. ტურნირზე საქართველოს ტყვიის მსროლელთა წყვილმა - ელენე წიკლაურმა და სანდრო ხოსიტაშვილმა 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მათ ნახევარფინალური შეხვედრა პოლონელ მოწინააღმდეგეებთან ანგარიშით 7:13 დათმეს.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენლებმა სამი მედალი მოიპოვეს - ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოსი. სანდრო ხოსიტაშვილი 16-წლამდელებს შორის 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ვიცე-ჩემპიონი გახდა, გუნდურ ჩათვლაში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 16-წლამდელთა ნაკრებმა სანდრო ხოსიტაშვილის, რევაზ ლილუაშვილისა და ლუკა კობახიძის შემადგენლობით.
ქართველი ტყვიის მსროლელები ევროპის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.