თოფურია შენგელია

ტაბლოიდი 1743363490

„გზები გაიყო?!“ - რას ამბობს მარიამ შენგელია ნუცა თოფურიაზე

​საქართველოს წარმომადგენელი 2025 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მარიამ შენგელიაა. მან უკვე ჩაწერა თავისი საკონკურსო სიმღერა და ცნობილია, რომ მეორე ნახევარფინალში მე-10 ნომრად წარდგება. ​მარიამის კანდიდატურას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმაც გააკრიტიკა. მომღერალი სტუმრად „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთი კითხვა მის მეგობარს, ასევე მომღერალ ნუცა თოფურიას კომენტარს შეეხო - „მარიამზე არაფერს ვიტყვი“, თქვა ნუცამ, რაზეც მარიამმა გადაცემაში განაცხადა, რომ ეს არ სწყენია.„მე მოლოდინები დიდი ხანია, აღარ მაქვს... იმიტომ, რომ აღარავისგან არაფერს ველი... შესაბამისად, გულდაწყვეტა არ მქონია, იმიტომ, რომ წყენის ფაქტორებიც გადავდე. არავისგან არაფერი მწყინს, ჩემს გზას მივყები და მაქსიმალურად ვარ კონცენტრირებული, საქართველო წარვადგინო ძალიან კარგად. შესაბამისად, რაც ხდება სოციალურ ქსელებში და რა ამბებიც არის, ჩემთვის მეორე ხარისხოვანია... გზები არ გაყოფილა, დღემდე ჩემს გვერდითაა... არ ვიცი, რატომ ხდება ასე ყველაფრის დრამატიზირება... შეიძლება, პოლიტიკური გზები გაიყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა უნდა დავკარგოთ ერთმანეთი. ორივე ასე ვფიქრობთ,“ - თქვა შენგელიამ.ვრცლად ↓

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1742414580

პრემიერი: ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც 300 კაცს შეუძლია, გადაკეტოს ქვეყნის ცენტრალური გამზირი და ამაზე ადმინისტრაციული სანქციაც არ უნდა დააწესო თან. არავის გავუტარებთ ლიბერალური ფაშიზმის წარმატების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში

ყველაფერი არის შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან, არავის გავუტარებთ ლიბერალური ფაშიზმის წარმატების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებს უნდათ, რომ ნებისმიერი სიძულვილის კამპანია აწარმოონ ნებისმიერი ადამიანის მიმართ და ამას არ ჰქონდეს არანაირი პასუხი.„თქვენ ხედავთ, ლიბერალური ფაშიზმი რა მეთოდებით მოქმედებს - ეს არის მარტივი მეთოდები, შენ შეგიძლია, ნებისმიერ ადამიანს მიაყენო შეურაცხყოფა, მარტო პოლიტიკოსებზე კი არ არის საუბარი. „ევროვიზია“ არის თქვენი ეგიდით წარმართული კონკურსი და არის ადამიანი, რომელიც ლიბერალურ ფაშისტებს არ მოსწონთ და ხედავთ, რამხელა სიძულვილის კამპანია არის წარმოებული მის მიმართ. იგივე იყო შარშანდელი კონკურსის მონაწილის, ნუცა ბუზალაძის მიმართ, რაღაც ვიდეო დაიდო და მახსოვს ლიბერალური ფაშისტების აჟიტირებული რეაქციები. ახლა არის წლევანდელი კონკურსანტი და იქაც სიძულვილის კამპანია, რაშიც მთელი ლიბერალური ფაშიზმია ჩართული პოლიტიკოსების ჩათვლით. მათ შორის კონკრეტული პარტიული ლიდერებიც იყვნენ ჩართული ამ სიძულვილის კამპანიაში, სამარცხვინოა. ეს უნდათ, რომ ნებისმიერი სიძულვილის კამპანია აწარმოონ, ნებისმიერი ადამიანის მიმართ გამოხატონ სიძულვილი, აგრესია, ყველაფერი და ამას არ უნდა ჰქონდეს არანაირი პასუხი. უნიკალური ქვეყანაა საქართველო - ერთი ქვეყანა დამანახეთ, სადაც 300 კაცს შეუძლია, გადაკეტოს ქვეყნის ცენტრალური გამზირი. უნიკალური სერვისი გვაქვს შეთავაზებული ჩვენი ოპონენტებისთვის, რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც 300 კაცს შეუძლია, გადაკეტოს მარტო ქალაქის კი არა, ქვეყნის ცენტრალური გამზირი და ამაზე ადმინისტრაციული სანქციაც არ უნდა დააწესო თან. ყველაფერი არის შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან, არავის არ გავუტარებთ ლიბერალური ფაშიზმის წარმატების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში. ვინც აპროტესტებს ამ კანონებს, ყველა არის ლიბერალური ფაშიზმის მხარდამჭერი და ომის პარტიის, სიძულვილის პარტიის მხარდამჭერი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნუცა ცისკარიშვილი

საზოგადოება 1742136917

„უმძიმესი დღეა ჩემს ცხოვრებაში... აქ მარტო როგორ დამტოვე...“- ნუცა ცისკარიშვილი ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის შვილიშვილის მეუღლე, ბლოგერი ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ვიდეოებს და კადრებს. ამჯერად იგი აქვეყნებს ემოციურ ვიდეოს სადაც წერს, რომ 15 მარტი მისი მამის გარდაცვალების დღეა:„ყოველთვის ვცდილობ ჩემი ტკივილი და დარდი ჩემთვის შევინახო ხოლმე.. ამდენი წელია ჩემი მეგზურები მომყვებით და არასოდეს დამიმძიმებიხართ ჩემი ისტორიებით.. მაგრამ მამის დარდს მაინც ვერა და ვერ ვუმკლავდები. დღეს პაპას საფლავზე პირველად მივიყვანე დაჩი, მამიკოს გოგოებს უკვე შვილები ჰყავთ და ალბათ სადღაც ზემოთ ხარობს მისი სული. ეს კი მისი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა იყო რომელიც ბოლოს ეყენა ტელეფონზე და სულ მის თავს მახსენებს..- დღეს უმძიმესი დღეა ჩემს ცხოვრებაში.2012 წლის 15 მარტს მამაჩემს გულმა უღალატა. 16 წლის ვიყავი. ღამის 11 საათი იქნებოდა, საწოლის კიდესთან ფეხებთან ვეჯექი მძინარე მამას და წიგნს ვკითხულობდი. ისეთი მშვიდი საღამო იყო - ვერავინ იფიქრებდა რამხელა ტრაგედია და სიმწარე მელოდა იმ ღამეს უცებ მამამ ძილში ხრიალი დაიწყო და 15 წუთში დასრულდა მისი წუთისოფელი. ჩემი პატარა დები და ბებოც იქვე იყო, შეესწრნენ ამ ცხოვრების უსამართლობას - მამა 48 წლის იყო. ეჰ.. ცხოვრება კი გაგრძელდა, მაგრამ მენატრები, მიყვარხარ და მეყვარები ბოლო წუთამდე! მაგრამ! მაგრამ იცოდე ოდესმე მაინც მოგიწევს იმის ახსნა აქ მარტო როგორ დამტოვე!“, - წერს ნუცა ცისკარიშვილი.           View this post on Instagram                       A post shared by ნუცას დღიური (@nutsa.tsiskarishvili)

ნუცა ბუზალაძე

შოუბიზნესი 1742073016

ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელმაც საქართველო ერვოვიზიის კონკურსზე გასულ წელს წარადგინა, ევროვიზიის წლევანდელი მონაწილის - მარიამ შენგელიას მიმართ ბულინგს ეხმაურება.იგი მიიჩნევს, რომ კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენელს ყველამ ერთად უნდა უგულშემატკივროს.„მინდა, ქართველებს მივმართო, ვიცი, რომ ყველას განსხვავებული გემოვნება გვაქვს, ბევრ რამეზე განსხვავებული წარმოდგენები გვაქვს, მაგრამ როცა ჩვენი წარმომადგენელი გადის ჩვენი სახელით ასეთ დიდ კონკურსზე, აუცილებელია, რომ ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, რომ საქართველოს წელს წარმატებები ვუსურვო „ევროვიზია 2025“-ზე”, - ამბობს ნუცა ბუზალაძე.მარიამ შენგელია, რომელიც წელს ევროვიზიის სცენაზე საქართველოს წარადგენს, ფსევდოლიბერალების სამიზნე გახდა.სოციალურ ქსელში, მათ შორის ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე, კომენტარებში პირდაპირ მოითხოვენ, რომ საქართველო კონკურსიდან უნდა მოხსნან. ნაწილი წერს, რომ ქვეყანამ ევროვიზიაზე ბოლო ადგილი უნდა დაიკავოს.

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1741456106

„დღეს ვზეიმობთ ჩვენს სიმტკიცეს, ამბიციას და იმ უსაზღვრო მწვერვალებს, რომლებსაც მივაღწევთ“ - ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე ქალებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. ამის შესახებ ნუცა სოციალურ ქსელში წერს.„გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს ყველა დაუმარცხებელ, ძლიერ და ბრწყინვალე ქალს! დღეს ვზეიმობთ ჩვენს სიმტკიცეს, ამბიციას და იმ უსაზღვრო მწვერვალებს, რომლებსაც მივაღწევთ. გავაგრძელოთ ბარიერების გარღვევა, ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთად წარმატებისკენ სვლა. ჩვენი დრო ახლაა, და ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!“ – წერს ნუცა ბუზალაძე.

ნუცა

საზოგადოება 1741365630

“ყველა გაიგებთ ჩემს ცხოვრებაზე ისეთ დეტალებს, რაც ყოველთვის გაინტერესებდათ…” - რას წერს ნუცა ბუზალაძე

მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ ახალი სიმღერა გამოუშვა. "მინდა ბედნიერი ვიყო" სიმღერა მუსიკალურ პლატფორმებზე უკვე ხელმისაწვდომია. "რუსა მორჩილაძემ როცა დამიწერა ეს სიმღერა და მოვუსმინე მთელი ღამე ვტიროდი, იმდენად შემეხო და ჩემი გახდა ეს სიმღერა. ემოციების გარეშე დღემდე ვერ ვისმენ და ხშირად მეტირება. ეს სიმღერა, რომელსაც ბევრი რამ უკავშირდება ჩემი ცხოვრებიდან უკვე თქვენია, რომ მოუსმინოთ. როცა ვიდეოს გადავიღებთ ამ სიმღერაზე, ყველანი გაიგებთ ჩემს პირად ურთიერთობაზე, ისეთ დეტალებს რაც ყველას გაინტერედებდათ",-წერს ნუცა. 

nutsa shanshiashvili

ტაბლოიდი 1741020903

„მაგარ კაცს შეიძლება რამდენიმე ქალიც ჰყავდეს, მაგრამ ამას ვერც ერთი ქალი ვერ წარმოიდგენს და ვერ დარჩება ნაეჭვიანები“ - ნუცა შანშიაშვილი ეჭვიანობაზე

ამერიკაში მცხოვრები მუსიკოსი, შემსრულებელი ნუცა შანშიაშვილი დიდხნიანი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხით დაბრუნდა.მომღერალი ეჭვიანობის მსხვერპლის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ქალის და კაცის ურთიერთობაში, ნამდვილი კაცი არასოდეს გაეჭვიანებს„ადამიანი, რომელიც ერთხელ გაეჭვიანებს ეს შეიძლება იყოს სიტუაციიდან გამომდინარე, ან შეიძლება შენ მოგეჩვენოს, რადგან ძალიან გიყვარს, თუმცა როცა ადამიანი იმ შეცდომას იმეორებს და რამდენჯერმე გაეჭვიანებს, იგი მანიპულატორი ადამიანი“, - ამბობს ნუცა შანშიაშვილი. 

ნუნცა თოფურია

ტაბლოიდი 1740841216

VIDEO: ნუცა თოფურია ფოტოსესიიდან კადრებს გვიზიარებს

ნუცა თოფურია უნიჭიერესი და ულამაზესი მომღერალია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა პროექტ „მხოლოდ ქართულიდან“ გაიცნო, თუმცა მისი, როგორც მომღერლის, წარმატებები გაცილებით ადრე, ათი წლის ასაკში დაიწყო.ნუცა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონებას იმსახურებს.ამჯერად, ახალგაზრდა მომღერალი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, რომლებმაც საზოგადოების კომპლიმენტები დაიმსახურა.            View this post on Instagram                       A post shared by Nuca Topuria (@topurianuca)

ნუცა ბუზალაძე

საზოგადოება 1739979597

„რაც უფრო მეტ წარმატებას ვაღწევ, მით უფრო მეტი „ჰეითერი“ მიჩნდება, მე ყველა მიყვარს, ისინიც, ვინც მლანძღავენ…“ - ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამჟამად ლოს-ანჯელესში იმყოფება, სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ ვიდეომიმართვას აქვეყნებს. „თუ არ გვაქვს მადლიერების შეგრძნება იმის მიმართ, რაც გვაქვს და რაც გვექნება მომავალში, სამწუხაროდ, იმასაც ვკარგავთ, რაც გვაქვს, ამიტომ ყოველი დილა უნდა დაიწყოთ მადლიერებით და ჩამოწეროთ სამი რამ, რისთვისაც მადლიერები ხართ. ეს გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე – ახლა ვიმყოფები ლოს-ანჯელესში, ვცხოვრობ იმ ცხოვრებით, რომლითაც ბავშვობიდან ვოცნებობდი.ძალიან ბევრი მიშრომია და დღემდე ვშრომობ, ამ ყველაფერთან ერთად, რაც უფრო მეტ წარმატებას ვაღწევ, მით უფრო მეტი „ჰეითერი“ მიჩნდება, მაგრამ არა უშავს. ჩემს ენერგიაზე და ჩემს სიხშირეზე ყოველთვის ვმუშაობ – ყოველთვის ვცდილობ, არ ვიფიქრო ნეგატიური აზრები, არავის მიმართ.მაგალითად, როცა მე დამინახავთ და ფიქრობთ: „ეს გოგო არ მომწონს“ ან „უი, რა კარგი გოგოა“ – ეს ყველაფერი ხდება თქვენში, ამას განიცდით თქვენ. საბედნიეროდ, მე ყველა მიყვარს, ის ადამიანებიც მიყვარს, ვინც მლანძღავს, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს ენერგიაზე, რომელიც ძალიან ძლიერია და რომელსაც უფრო ვაძლიერებ სიყვარულით, ყოველდღე ვარჯიშით და ლოცვით. თუ ამას არ აკეთებთ, აუცილებლად დაიწყეთ – ყოველდღე მადლიერება, ვარჯიში და ლოცვა“ – ამბობს ნუცა ბუზალაძე ვიდეომიმართვაში

mirqma

საზოგადოება 1739569896

ლოცვა, რომელიც მირქმას უნდა წავიკითხოთ

მ ი რ ქ მ ა - ეს არის დღე, როცა პატარა იესო დაბადებიდან მე-40 დღეს იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მიეახლა კრძალვით ყრმა იესუს სვიმეონი, მიირქვა, მიიწვინა თავის მკლავებზე და წარმოთქვა, ვითარცა გედმა სიკვდილის წინ: „აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი... აწ განუტევე, უფალო, რამეთუ მრავალი ტკივილი განუცდია შენს მოლოდინში, შენი ხილვით გამოწვეულ სიხარულში განუტევე, უფალო, და ნუ აცქერინებ ჰურიათა მიერ შენ ზედა კადრებას... ნუმცა ვიხილავ გვირგვინსა მას ეკლისასა, - ღაღადებდა სვიმეონი, - ნუმცა მონისა მიერ ყურიმლისცემასა, ნუცა ლახვარსა გვერდსა შენსა ცემულს ვიხილავ... განმიტევე, უფალო, რაითა წარვიდე და ვახარო ძველი აღთქმის მართალთ - აბრაამს, ესაიას, მამასა შენსა დავით წინასწარმეტყველს - შენი მობრძანება“. ლ ო ც ვ ა, რომელიც მირქმის დღესასწაულზე, 15 თებერვალს ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს:ტროპარი: გ ი ხ ა რ ო დ ე ნ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.ღვთისმშობელო ქალწულო, სასოებაო ქრისტიანეთაო, დაგვიფარე, დაგვიცევ და გვაცხოვნე, რამეთუ შენ ზედა დაგვიძს სასოება. კონდაკი: საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთმოყვარე.

ნუცა

ტაბლოიდი 1738960983

„ლეგენდასთან ერთად“ – ნუცა ბუზალაძე დევიდ ფოსტერთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე კანადელ მუსიკალურ პროდიუსერთან დევიდ ფოსტერთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.,,ლეგენდასთან ერთად” – წერს მომღერალი ,,ინსტაგრამზე”.შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძე „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიას სტუმრობდა და უამრავი ფოტო გაუზიარა გამომწერებს. ქართველ მომღერალს ოქროსფერი, მბზინავი დეტალებით გაფორმებული ულამაზესი კაბა ეცვა. „დღე, რომელსაც დიდხანს ველოდი…“, – წერდა ნუცა ბუზალაძე.           View this post on Instagram                       A post shared by NUTSA (@nutsabuza)

xati

საზოგადოება 1738943168

ლოცვა, რომელიც მწუხარების დროს, ღვთისმშობლის ხატთან უნდა წაიკითხოთ

7 თებერვალს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის - "დაშრიტე მწუხარება ჩემი" ხსენების დღეა.ევედრებიან ხორციელი სნეულების და მწუხარების დროს; ასევე ცოდვილ ვნებათა აღელვებულ გულთა დასამშვიდებლად.ლოცვაყოველთა მკვიდრთა ქუეყანისათა სასოებაჲ ხარ შენ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო, ნუგეშინისმცემელო ჩემო! ნუ უგულებელს-მყოფ მე ცოდუილსა და ნუცა კადნიერთა ლოცუათა ჩემთა - უღირსთა ბაგეთა ჩემთაგან, არამედ, გევედრები, ცეცხლი ცოდუილთა ვნებათა ჩემთანი დაშრიტე და სინანულითა აღმადგინე, სულიერნი და ხორციელნი სნეულებანი განკურნენ, დედუფალო, ბოროტთა ზედამოსლვანი შემუსრენ, ყოვლადწმიდაო, და ტვირთი ცოდუათა ჩემთან აღმიმსუბუქე, ყოვლადსახიერო, და დაშრიტე მწუხარებაჲ შემუსვრილისა გულისა ჩემისაჲ, რამეთუ შენ ხარ აღმოყუანება კაცთა და მწუხარებათა შინა ნუგეშინისმცემელი, რაჲთა აურაცხელთა მოწყალებათა შენთათვის, ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვად ჩემდამე, გადიდებდე შენ, უფროსადკურთხეულო, ამინ!